Taehyng pov:
წიგნს ვკითხულობდი როცა მამა შემოვიდა ოთახში დაუკაკუნებლად, როგორც სჩვევია ხოლმე და დივანზე ჩამოჯდა.
-თეჰიონ...
-მამა... წიგნი დავხურე და გვერდით გადავდე.
-საღამოს მნიშვნელოვანი კორპორატიული საღამოა, იმედია ამჯერად მაინც წამოხვალ...
-მამა..
-ვიცი.. არ დაიწყო თავიდან.. ჯონგუკიც იქ იქნება..
-კარგი.. ამჯერად მხოლოდ მის გამო.. თავი დამიკრა და ოთახიდან გავიდა.
მამას ყოველთვის უნდოდა მისნაირი ვყოფილიყავი. ბიზნესი და მართვა. მაგრამ ეს ჩემი სტიქია არასოდეს ყოფილა. ამის გამო მე და მამას მუდამ კამათი მოგვდიოდა. უნდოდა ჯონგუკის მსგავსი ვყოფილიყავი. ძლიერი და ჭკვიანი. მაგრამ მას არ გაუმართლა. ამის გამო კი ჯონგუკს ვერ იტანდა. ვერ იტანდა, რომ ჩემზე უკეთესი იყო.
დედამ მე და მამა 7 წლის წინ დაგვტოვა. მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. მიუხედავად იმისა, რომ მამას ქალების ყურადღება არასდროს აკლდა, დედაჩემის მიმართ გრძნობა არასდროს შეუსუსტებია. მიხაროდა, რომ სახლში მისი შემცვლელი არ მოიყვანა. ამის გამო, ვცდილობდი ასეთ საღამოებზე მარტო არეგრძნო თავი და ყოველთვის თან დავყვებოდი. ამჯერად წასვლის კარგი მიზეზი მაინც მქონდა. ჯონგუკი.. თითქმის 5 წელია არ მინახავს. საშინლად მენატრებოდა.
საღამოსთვის გამოვეწყვე სმოკინგში და მამას გავყევი წვეულებაზე. შესვლისთანავე უამრავი ადამიანი გამაცნო, დამახსოვრებას ვერ ვასწრებდი. ძალიან მოვიწყინე. კარებს სევდიანად შევყურებდი ჯონგუკის მოლოდინში როცა კარი გაიღო და ვიღაც ქერათმიანი ულამაზესი ბიჭი გამოჩნდა. დახვეწილი მოძრაობებით, თავაწეული მიაბიჯებდა, თითქოს მისი ტოლი და სწორი აქ არავინ იყო. არავის მისალმებია. თვალები გამინათდა როცა დავინახე როგორ მიუახლოვდა მაგიდასთან მდგომ ჯონგუკს და თავი დაუკრა.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)