confused

622 75 27
                                    

-ჯიმინ.. ჯერ კიდე მძინარე ჯიმინმა თვალები ძლივს გაახილა. მის წინ  ჰოსოკი იდგა გულხელდაკრეფილი და ელოდა მის გამოფხიზლებას.


-დილაუთენია აქ რას აკეთებ.. თვალები მოიფშვნიტა და მოპირდაპირე მხარეს გადაბრუნდა მზის შემაწუხებელი სხივებისგან, რომ დაეღწია თავი.


-რა გეგონა ვერ გავიგებდი იმ დღეს რაც უთხარით შენ და ჯონ ჯონგუკმა ერთმანეთს? ახლავე ამიხსნი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

-არაფერს.. კომიქსზე საუბრობდა..


-შენ რა სულელი გგონივარ?! შეიცხადა ჰოსოკმა და საბანი გადააძრო.


-რა ჯანდაბაა? ახლა შენ ძალადობ.. აყვირდა უკმაყოფილო ჯიმინი.


-თუ ყველაფერს არ მომიყვები უარესი მოხდება..


-მაინც რა? დამცინავად მიუგდო ჯიმინმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა გამომწვევად.


-ახლავე ნახავ.. ჰოსოკი მიუახლავდა საწოლს ბალიში აიღო და მთელი ძალით უთავაზა თავში. ჯიმინი ისევ საწოლზე დაეცა.  ახალ გაღვიძებული ჯერ კიდევ უღონოდ იყო.

 -ნახავ როგორ უნდა მეგობართან ლაპარაკი ლაწირაკო.. იცინოდა ჰოსოკი და ფეხში ჩაავლო რომ საწოლიდან გადმოეთრია. ცოტაც და ძირს დაეცემოდა როცა ჯიმინი აყვირდა.

-კარგი.. კარგი მოგიყვები ყველაფერს შეწყვიტეე..


-აი ასე მომწონს დამჯერი როცა ხარ.. ჰოსოკმა ხელი გაუშვა მის ფეხს და საწოლზე დაბრუნებაში დაეხმარა.


-თითქოს სხვა გზა მქონდეს.. გაბრაზებული მზერა ესროლა ჯიმინმა.


-ნუ მაიძულებ! წარბები აქაჩა ჰოსოკმა.


-უჩემოდ აპირებდით არა ნაბიჭვრებო?! იღრიალა შემოსასვლელიდანვე ჯინმა.

-ახლა ესეც.. აატრიალა თვალები ჯიმინმა.

-რა მე რაა?! გაცხარდა ჯინი..

-აბა შენ რის დაშავებას აპირებ? მოდი.. ხელები  გაშალა დანებებით ჯიმინმა და გაიცინა. ჯინმა კი თავში წამოარტყა.

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now