Desire

673 78 17
                                    

თბილ საბანში გახვეულ ჯიმინს სახეზე მზის საამური სხივები დასთამაშობდნენ და მის ახლად შეღებილ ქერა რბილ თმას აკიაფებდნენ. ნახევრად შიშველს მხრები და ლავიწები სრულად მოუჩანდა თეთრ საწოლში. თვალები მტკივნეულად დააჭირა ერთმანეთს. გუშინ ზედმეტი მოუვიდა დალევა, რადგან საღამურების ჩაცმასაც კი ვერ მოაბა თავი და ღამის ფარდების გადაწევაც დაავიწყდა. საწოლზე მხარი იცვალა და გუშინდელი დღის გახსენებას ეცადა. გონებაში მაშინვე ჯონგუკის დამათრობელი კოცნები ამოუტივტივდა. სახეზე ხელები აიფარა და უფრო ჩაძვრა საწოლში. ამის გახსენება მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ საყვარელი მამაკაცის მონატრებისგან ძლიერ აღელვებულიყო გული. ცდილობდა ეს სცენა როგორმე შეეწყვიტა, რომელიც გონებაში ჩაწერილი კასეტის მსგავსად  უტრიალებდა და სხვა რამეზე ეფიქრა. მაგრამ ამის ნაცვლად ისევ ჯონის სიტვები გაახსენდა "ხვალ თუ ტენდერს მოვიგებ ბუსანში ჩამოვალ ხოლმე, თუ წავაგებ გაურკვეველი ვადით მომიწევს სეულში დავრუნება" , " არმინდა სეულში წასვლა ჯიმინ, იმის ცოდნა, რომ იქ შემთხვევითაც ვერ შეგხვდები ეს წარმოუდგენელია" ჯიმინი შეიშმუშნა საწოლში. იცოდა ძილი აღარ გარკარებოდა. ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, რადგან ჯერ კიდევ მსუბუქ თავბრუსხვევას გრძნობდა და აბაზანაში წავიდა. გრილი შხაპის და ძლიერი ყავის შემდეგ თითქოს ცოტა აზრზე მოვიდა. ისაუზმა და როცა კომიქსებს მიუჯდა წამით გონებაში ისევ გუშინდელი საუბრები ამოუტივტივდა "ხვალ მოდი ჯიმინ" არც მისი უარისგან გმოწვეული ჯონის ნაწყენი მზერა არ ამოსდიოდა გონებიდან. თითქოს ხავსს ეჭიდებოდა, ეს ხავსი კი მისთვის ჯიმინი იყო. დიდხანს ყოყმანობდა და ვერ წყვეტდა წასულიყო თუ უბრალოდ თავისი საქმე გარგრძელებინა. მაგრამ მის გონებაში მხოლოდ გუშინდელი საუბრები და კადრები ტრიალებდნენ და კონცენტრაციის საშუალებას არაძლევდნენ. ამიტომ გადაწყვეტს წყეულ კონფერენციაზე წასვლას, რომელზეც ფიქრი თავიდან ვერაფრით ამოიგდო. ნერვიულად აიღო ტელეფონი და იუნგის დაურეკა.

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now