,,ის რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება აღარასდროს განმეორდეს. მაგრამ ორჯერ მომხდარი აუცილებლად განმეორდება" პაულო კოელიო.
ჯონგუკს ჯიმინის ბოლო ნახვის შემდეგ მტკიცეთ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი დაბრუნება თავის ცხოვრებაში ნებისმიერ ფასად. პირველი ნაბიჯი კი ჯიმინის კომიქსების კითხვა გახდა. ჯონგუკმა კომიქსების ნაკრები გამოიწერა და კითხვას შეუდგა. რაც უფრო მეტს კითხულობდა. იაზრებდა, რომ ეს კომიქსები ჯიმინის ცხოვრების ამსახველი იყო. თითოეული გვერდი ჯიმინის რთულ წარსულზე მოგვითხრობდა და მძიმე სცენებით იყო სავსე. ჯონგუკმა ისიც კი იფიქრა, რომ ამ კომიქსებით ჯიმინმა თავისი სათქმელი მკითხველს კიარა ჯონს უთხრა, თუ რამდენად მტკივნიეული იყო მათი სიყვარული. მაგრამ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა. მათ არ ჰქონდათ უფლება დარჩენილი წლები ტანჯვაში გაატარონ.. ჯონი ფიქობდა, რომ ისინი უკვე საკმარისად დაიტანჯნენ და რომ ცხოვრებამ მათ ახალი შანსი მისცა ყველაფრის თავიდან დასაწყებად.
ჯიმინი კაფეში იჯდა წყნარ კუთხეში თავის ლატეს მშვიდად მიირთმევსა და წიგნს კითხულობდა, როცა იგრძნო მის წინ როგორ დაიკავეს ადგილი. ჯიმინი აპირებდა ასეთი უტაქტობისთვის უხეშად გაელანძღა უცნობი, რომელმაც დაუკითხავად მიუჯდა მის მაგიდას. მაგრამ თვალი როგორც კი გაუსწორა მის მოპირდაპირე მხარეს მჯდომს ყველა სიტყვა გაედღაბნა..
-ჯონგუკ?
-გამარჯობა.. ნაზად გაუღიმა. შეილება შემოგიერთდე? რამდენიმე უწყინარი კითხვა მაქვს.. ჯიმინმა მშვიდად დახურა წიგნი და გვერდით გადადო..
-რადგანაც უკვე აქ ხარ, აბა გისმენ? ინტერესით მიაჩერდა.
-ეს ბიჭი ნამდვილი ნაბიჭვარია.. ვფიქრობ დაიმსახურა ეს ტანჯვა.. ჯონგუკმა ჯიმინს წინ მისი კომიქსი დაუდო და თითი დააჭირა იმ კომიქსის გმირს, რომელშიც ამ უკანასკნელმა საკუთარი თავი ამოიცნო.. ჯიმინი ჯერ გაოცდა.. პირი გააღი რაღაცის სათქმელად, თუმცა მალევე მოკუმა და მკაცრი მზერა ჯონგუკზე გადაიტანა.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)