გალოდინეთ, მაგრამ მგონი ღირდა ამ თავისთვის ლოდინი? :დდდდდდდ
-------------------------------------
-ჯიმინ.. დამელოდე.. სად მიდიხარ? ძლივს დაეწია ჯონგუკი სანამ ისევ თავსხმა წვიმაში შეტოპავდა ჯიმინი. -ასეთ წვიმაში სად აპირებ წასვლას? თანაც სრულიად სველი.. მანქანით მაინც ხარ? ჯონგუკი ჯიმინის მკლავს მოეჭიდა რათა შეეჩერებინა.
-არა.. ტაქს გავაჩერებ.. ისევ სცადა წასვლა მაგრამ ჯონგუკის ძლიერი ხელი ეჭიდებოდა მის მკლავს და არაძლევდა ადგილიდან ფეხის მოცვლის საშუალებას.
-წამოდი გამოიცვალე და მე გამოვიძახებ.. მზურნველად სთხოვა და ხელში უფრო მჭიდროდ ჩაავლო, რათა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაექრო. ჯიმინი ჯონგუკს უკან ფეხისთრევით მიჰყვებოდა, რადგან აქ მოსვლამდე თუ მისი გული და გონება შეთანხმებულად მოქმედებდნენ ახლა ერთმანეთს სრულიად ეწინააღმდეგებოდნენ. გული ჯონგუკზე გაყოლას ითხოვდა, გონება კი გაქცევისკენ მოუწოდებდა. -ჯიმინ რამდენი დალიე?
-რა? ძლივს მოეგო გონს თავის ფიქრებში ჩაკარგულმა.
-ალკოჰოლის სუნით ყარხარ და ფეხზე ვერ დგახარ. ასე აპირებდი სახლში წასვლას? დატუქსა, აბაზანაში შეიყვანა, პირსახოცი მიაჩეჩა ხელში და მარტო დატოვა. ჯიმინი ფრხილად იხდიდა სისველისგან მოწებებულ ტანსაცმელს და იქვე მდგარ სპეციალურ ყუთში ყრიდა. გრილი წყლის სხეულზე შეგრძნებისთანავე სიმშვიდე დაეუფლა. კანკალი შეწყდა და ორგანიზმი მოუდუნდა. მალე ჩამოირეცხა წვიმის და ალკოჰოლის სუნი, შემდეგ კი ჯონგუკის უჯრაში დაიწყო ქექვა. უნდოდა ახალი კბილის ჯაგრისი ეპოვნა და მალევე გაუმართლა, ბოლო უჯრაში იპოვა შეკვრის მთელი დასტა, ერთერთი ამოაძვრინა და საგულდაგულოდ გაიწმინდა პირის ღრუ. პირსახოცით გაიმშრალა სხეული და ახლაღა გაახსენდა, რომ ჯონგუკს მისთვის ტანსაცმელი არ მიუცია.
-ჯანდაბა, როგორ არ გამახსენდა! დაბნეულად შეიცურა ხელები სველ თმაში.-ჯონგუკ? სანახევაროდ შეაღო აბაზანის კარი და მხოლოდ თავი გააძვრინა შეღებულ კარში.. -აქ ხარ?
-მორჩი უკვე? ჯონგუკი მაშინვე მის წინ აესვეტა, თითქოს მთელი დრო იქ ელოდებოდა. ჯიმინმა მზერა აარიდა და მხოლოდ თავი დაუქნია. -მაშინ რატომ არ გამოდიხარ?
-შიშველი ვარ.. ამოიბურტყუნა ჩუმად.
-მერე? წარბები აქაჩა ჯონგუკმა.
-შეგიძლია რამე მომაწოდო, რომ ჩავიცვა? მორიდებით იკითხა.
-ჩემი გერიდება? გულზე გადაიჯვარედინა ხელები და კედელს მიეყრდნო.
-სულაც არა! გაცხარდა ჯიმინი.
-მაშინ რატომ იმალები? გაიცინა ჯონმა.
-არვიმალები!
-ხო მაგიტო მელაპარაკები ნახევრად შეღებული კარიდან არა?
-ჯონგუკ!
-რა?!
-ტანსაცმელი მჭირდება!
-ჩემს საწოლზე გაგიმზადე.. შეგიძლია აიღო..
-იდიოტი ხარ.. ჯონგუკმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ელოდებოდა ჯიმინი, როდის გამოძვრებოდა კარიდან.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)