Forgiveness

628 76 53
                                    

ჯიმინი გულამოსკვნილი ტიროდა და სუნთქვა უჭირდა. განწირული ეძახდა ჯონს და ხმაჩამხრჩვალს უკვე სუნთქვაც უჭიდა. ყელში ბურთი გაეჩხირა თითქოს იხრჩობოდა,  მღელვარებისგან კი გული სრაფად უცემდა. საწოლიდან ელვის სისწრაფით წამოვარდა და მდუღარე ცრემლები მოიწმინდა. 


-ჯონ..ჯონ.. ჯონგუკ.. გუკ... გთხოვ არ მოკვდე.. გემუდარები არ მოკვდე.. ძალიან მიყვარხარ... მღელვარებისგან ათრთოლებული სხეული ჯერ კიდევ არ იყო გამოსული სიზმრის აგონიიდან. ის იმდენად რეალური იყო. ისეთი მტკივნეული. ჯიმინს ჯერ კიდე ცივი ჟრუანტელი უვლიდა და ხელები უკანკალებდა, თითქოს ახლაც შერჩენოდა სველი მიწის ნარჩენები.მუხლებს შემოხვიახელები და ცცდილობდა საკუთარი ტავის დამშვიდებას.

ჯიმინმა მთელი ღამე თეთრად გაათენა. ხან ტიროდა, ხანაც საკუთარ თავზე ბრაზობდა. თუ ჯონს რამე დაემართება, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება, არ უნდა ეთქვა ნამჯუნისთვის უარი. მართლა რომ მოიკლას თავი? მერე რა იქნება? გააგრძელებს კი ჯიმინი სიცოცხელს მას შემდეგ რაც ეცოდინება, რომ ჯონი მიწაში იწვება, შავ სიბნელით სავსე კუბოში. ამის მიზეზი კი თვითონ იქნება. ვერასდროს იქნება ბედნიერი. ვერ შეძლებს ამ ტვირთის ტარებას. ამის გახსენებაზე ჟრუანტელი უვლიდა სხეულში და სული ეკვროდა. მან იცოდა თუ ჯონი თავს რამეს დაუშავებდა ჯიმინი მშვიდად ვერასდროს იცხვორებდა. 

ჯერ კიდევ არ იყო ნორმალურად გათენებული, როცა ჯიმინმა ნამჯუნს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ნამჯუნი გაკვირვებული იყო, თუმცა ამავდროულად ბედნიერიც. მაშინვე დაგეგმა ბუსანში ფრენა და რამდენიმე საათში ჯიმინს ჩააკითხა.

-მისი ნახვა მინდა. საუბარი ჯიმინმა წამოიწყო. ასეთი პირდაპირობით ნამჯუნი გაკვირვებული დარჩა. ის არც კი მისალმებია. რა მოხდა ერთ ღამეში ასეთი? რა შეიცვალა, რომ ასე მოულოდნელად მოისურვა ჯიმინმა მისი ნახვა? 

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now