flashback

960 92 11
                                    


[Jimins pov: ]

 ჩემი ცხოვრება არცისე მარტივი იყო. მამამ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი როცა მიგვატოვა. მე და ჩემი და ლუსი კი  დედამ გაგვზარდა. მისი სამსახურის გამო მუდამ  გვიწევდა საცხოვრებლის გამოცვლა. ბოლოს მე-10 კლასში ვიყავი როცა ბუსანიდან სეულში ჩამოვედით. დედაჩემმა მოინდომა დამამთავრებელი კლასები ტყულად არ გამეფლანგა, ამიტომ ერთ -ერთ პრესტიჟულ სკოლაში ჩამწერა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა მიყვარდა ამის დემოსტრირებას არასოდეს ვახდენდი. არ მინდოდა სკოლაში წიგნის ჭიის სახელით შევერაცხე ვინმეს. ეს დამამცირებელი ფაქტია სკოლის პოპულარული ბიჭებისთვის, რომლებსაც ტვინის ნაცვლად კაკლის ნაჭუჭი უდევთ თავში. დედაჩემის თქმით სეულში 3 წელი გავჩერდებოდით აქ. წყეული სამი წელი ახალ სკოლაში.  მისვლისთანავე პირველი თემინი გავიცანი ძალიან მეგობრული და მხიარული. მასთან ერთად ცეკვის გაკვეთილებზეც ჩავეწერე. მანვე გამაცნო ქაი, რომელიც არაჩვეულებრივი სპორტული აღნაგობით გამოირჩეოდა. მაგრამ სპორტის ნაცვლად მას ვოკალი აინტერესებდა, ამიტომ ჩვენ მუსიკის გაკვეთილზე დავახლოვდით. მათთან მეგობრობა რათქმაუნდა ძალიან კარგი იყო. მაგრამ პირველივე დღიდან ამითვალწუნა სკოლის ყველაზე პოპულალურმა მოსწავლემ და ჩემმა კლასელმა ჯონ ჯონგუკმა. რომელთან მტრობაც მომავალში კარგს არაფერს მოასწავებდა. მამამისი გუბერნატორი იყო ამიტომ ბევრი პრივილეგიებით სარგებლობდა. მისი ხულიგნობები კი ყოველთვის მარტივად გამოძვრომით სრულდებოდა. კლასში შესვლისას თემინს და ქაის ვესაუბრებოდი როცა ძლიერ დაკუნთულ და მაღალ სხეულს შევასკდი. მოულოდნელობისგან უკან დავიხიე და ინსტიქტურად ბოდიში მოვიხადე. 

 -წინ არიხედები ლაწირაკო?! უკმეხად მომაძახა და ამაყად ჩაიარა. 

-ბოდიში მოგიხადე შენ კიდე ზრდილობა არ გაწყენდა. მეც არდავაყოვნე და სიტყვა შევაწიე კლასიდან მიმავალს. სწრაფად გაჩერდა და შემოტრიალდა. გაკვირვებული ჩანდა თითქოს ღმერთი იყოს და მე  მომაკვდავმა შევბედე რამე. 

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now