-1 ჭიქა ტეკილა.. ხელის აწევით ანიშნა ჯონმა ბარმენს. მანაც მაშინვე დაუკრა თავი და ჩამოასხა სასმელი.
3 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ჯონმა იმ ჯოჯოხეთს დააღწია თავი. ჯიმინის ერთი ვიზიტი და ერთი სიტყვა "გაპატიე" აღმოჩნდა მისთვის საკმარისი, რომ მის სიცოცხლეს აზრი მისცემოდა და სუფთა ფურცლიდან დაეწყო ცხოვრება. ჯონგუკი დაუბრუნდა სამსახურს და თავისი ბიზნესის სათავეში მოექცა. მამამისი უკვე ასაკში იყო. ამიტომ თავისი ხელმძღვანელობა სრულად გადააბარა ჯონს და მხოლოდ რამდენიმე რესტორანი დაიტოვა ტოკიოში. ჯონგუკი გარემოებების გამო ისე ჩამორჩა მოვლენებს, რომ დიდი ძალისხმევა და მუხლმოუხრელი მუშაობა დასჭირდა კალაპოტში ჩასადგომად. ეს მისთვის მარტივი ნამდვილად არ იყო, ჯონი უკვე გადაჩვეული იყო ცხოვრების ასეთ გიჟურად დამღლელ გრაფიკს. ამიტომ თავიდან გაუჭირდა. ფიზიკურადაც ცუდად ხდებოდა. მაგრამ თანდათან ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.
ჯონი ბარში იჯდა კიდევ ერთი დამღლელი და გიჟური დღის შემდეგ განტვირთვას ცდილობდა ალკოჰოლის მიღებით. ის სახლში არასდროს არ სვამდა რადგან მას წარსულის მტკივნეული მოგონებები ჯერ კიდევ სტანჯავდნენ. მშვიდად ეტანებოდა ალკოჰოლს და ცდილობდა გონებიდან გაექარვებონა ყველა უსიამოვნო გრძნობა, როცა ნაცნობმა სიცილმა გაიჟღერა მის სიახლოვეს. ჯონი მომთხოვნი მზერით მიაჩერდა ხმის ავტორს და მათში კარგად ამოიცნო.
-ჯონ ჰოსოკი.. ამოილაპარაკა წყნარად, აი თურმე საიდან მახსოვდი იმ დღეს.. ბიჭი ბანაკიდან ჯიმინი ავტობუსში გაიცნო ახლა კი ახლო მეგობრები არიან, როგორი ბედის ირონიაა.. ჩაიცინა თავისთვის, ალკოჰოლი მოსვა და მზერა ისევ ჰოსოკისკენ გადაიტანა. როცა მათი მზერები გადაიკვეთა ჰოსოკმა მოჭუტა თვალები და მომთხოვნად შეათვალიერა ჯონი, ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა.
-აი თურმე ვინ? ძლივს გაგიხსენე.. ჯინის წიგნის პრეზენტაციაზე გნახე.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)