მთელი ღამე ჯონგუკის მზაკვრულ გეგმებზე ვფიქრობდი, ამიტომ გვიანობამდე ვერ დავიძინე. დილით უკვე დაღლილმა გავიღვიძე. ცხელმა შხაპმა დამამშვიდა თუმცა ჯონგუკზე ფიქრები მაინც წამითაც არ მტოვებდნენ. რატომ ამომიღო ასე თვალში და რა უნდოდა ჩემგან. ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა. უმადობის გამო ვერ ვისაუზმე და სკოლაში ისევ ფეხით წავედი. ფიქრების თავიდან მოსაცილებლად ყურსასმენები გავიკეთე და ვეცადე მუსიკაზე და შემოდგომაზე ვფოკუსირებულიყავი. რატომღაც ამან იმუშავა. მთელი გზა ჯონგუკი არც კი გამხსენებია. საოცრად კარგი ამინდი იყო, მზიანი თუმცა გრილი, სასიამოვნო ნიავი ქროდა. ისევ პირველმა მივედი კლასში არავინ იყო მოსული ამიტომ გადავწყვიტე მათ მოსვლამდე გამეხსნგრძლივებინა მუსიკისგან მონიჭებული სიამოვნება და სრულიად ჩავიძირე არარსებულ სამყაროში. თავი უკან გადავწიე სკამზე და ხელები შემოვიწყვე კეფაზე, თვალები დავხუჭე და ფეხები გავშალე. ღმერთო ნეტა ასე შემეძლოს 3 წელი ყოფნა. ჩემი საყვარელი სიმღერა, რომ დაიწყო თვალები გავახილე ცარიელი კლასი მოვათვალიერე, ისევ დავხუჭე და მუსიკას ჩუმად ავყევი. თან იდიოტივით ვიღიმოდი. როცა სიმღერა მორჩა გადავწყვიტე კლასი ისევ მომეთვალიერებინა. გავახილე თუ არა.
-ჯანდაბა! ისევ შენ?! შემაშინე! ჯონგუკი ზუსტად ჩემი სახის წინ იდგა და დამყურებდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?! უკმეხად მიპასუხა.
-შენ რა ბრმა ხარ? მუსიკას ვუსმენ..
-ასე ვინ უსმენს მუსიკას? ახლავე გასწორდი, შეწყვიტე ეგ იდიოტური ღიმილი და ნუ მღერი!
-მე მარტო ვარ მერე რა?
-უკვე აღარ! მოვიდა თუ არა შეძლო ხასიათში ჩასვრა. მაგაში ბადალი არგყავს ბატონო ჯონგუკ. წამოვდექი და საპირფარეშოში გავედი მისი სახის დანახვა უკვე მაღიზიანებდა. წყალი შევისხი სახეზე და სველი თმა უკან გადავიწიე.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)