Past or Hell

585 75 33
                                    

ჯონგუკმა იგივე სიზმარი იხილა, კვლავ იმ ბიჭს მისდევდა, თუმცა ვერაფრით აღწევდა მასთან. როგორც ყოველთვის, ისევ დაღლილმა გაიღვიძა. შხაპი მიიღო და ჰოლდინგში წავიდა. სამსახურის შემდეგ კი, როგორც გუშინ დაგეგმა ტყის კოტეჯისკენ გაეშურა. 


მისვლისთანავე უცნაური გრძნობა დაეუფლა. იმ ადგილზე გაუშეშდა მზერა, სადაც ჯიმინთან შეხებისას გაღვიძებული მოგონებები იხილა. ყველაფერი იმდენად რეალურს  ჰგავდა, თითქოს ახლაც მის თვალწინ დარბოდა ჯიმინი ამ არყის ხის გარშემო და ჯონგუკს ეძახდა, რომ მას გაჰყოლოდა. ფრთხილად მიუყვებოდა ბილიკს, სადაც მომცინარ ჯიმინს ხედავდა. ბოლოს ტბასთან აღმოჩნდა.  ჯიმინი ტბაში შიშველი ბანაობდა და ჯონგუკს ეძახდა. 

 -ჯონგუკ.. წყალი ძალიან თბილია.. აქ ძალიან მომწონს.. არ გინდა შენც ჩამოხვიდე? გაისმა ჟღერადი სიცილი და ტბაშივე დაიკარგა.  ჯონგუკმა თვალები მჭიდროდ დახუჭა გონზე მოსასვლელად. აქაურობა ჯიმინზე მოგონებებით იყო სავსე. როცა გამოსახულება აღარსად ჩანდა ჯონმა კოტეჯისკენ აიღო გეზი. კარის შეღებისთანავე მომცინარი ჯიმინი სამზარეულოდან გამოჩნდა, ფეხშიშველი, მხოლოდ დიდი თეთრი სვიტრის ამარა. 

-ჯონგუკ.. ჩვენთვის ბლინები გამოვაცხვე.. არ გასინჯავ? ჯონი ფრთხილად გაჰყვა მას  სამზარეულოში და იქ შესული მაცივრის კარებს მიაშტერდა, სადაც მისი და ჯიმინის რამდენიმე ერთიბლივი ფოტოები აღმოაჩინა. ფოტოებში ისინი ნამდვილ წყვილს ჰგავდნენ. ზოგ ფოტოში ჩახუტებულები, ზოგ ფოტოში ლოყაზე კოცნიდნენ ერთმანეს, ზოგშიც ტუჩებში. ჯონს ჟრუანტელმა დაუარა. ფოტოები ცამოხსნა და პიჯაკის ჯიბეში ჩაიწყო.

 -ჯონგუკ.. სად ხარ? აქ მოდი.. ხმა ისევ ეძახდა ჯონს. ხმას გაყოლილი ჯონი აბაზანაში აღმოჩნდა, რომელის ერთი მხარე სრულიად გამჭირვალე შუშისგან იყო, ხედი კი ტბას გაჰყურებდა. ქაფში ამოსვრილი ჯიმინი კი საპნის ბუშტებით თამაშობდა და ჯონს ბავშვურად უცინოდა. 

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now