ჯიმინის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა ჯონის წასვლის შემდეგ. მას თითეული დეტალი რაც ჯონგუკს ახსენებდა იძულებულს ხდიდა სამსახურის საპირფარეშოსთვის თავი შეეფარებინა და განწირული ტირილი მოგუდული ტირილით ჩაენაცვლებინა, რათა მისი ხმა კაბინეტს არ გასცდენოდა.
ორი კვირა გავიდა რაც ჯონგუკი მამამისმა ამერიკაში აიყვანა. ნამჯუნი მას ყოველდღე ჯიმინის თვალწინ ურეკავდა მასზე სიახლეების გასაგებად, თუმცა სასიხარულო ამბავი ზედმეტად იგვიანებდა, ჯონგუკი არაფრის დიდებით ახელდა თვალებს.
ჯიმინი მოსიარულე გვამს დაემსგავსა, უემოციო, მკაცრი, უხეში. თვალის ირგვლივ შავი წრეები მის დაღლასა და უძილობაზე მოწმობდა, წითელი და შესიებული უპეები კი მოწმობდნენ ფაქტს, რომ ჯიმინი ღამეებს ტირილში ათევდა. ნამჯუნი ჯიმინზეც ძალიან წუხდა და მასზე ზრუნავდა, იუნგიც ყურადღებას არ აკლებდა, თუმცა ჯიმინი ახლოს არავის უშვებდა. მხოლოდ სამსახურზე საუბრობდა, ის სამსახურშიც აღარ იყო ისეთი როგორც ადრე, ყურადღება ხშირად ეფანტებოდა და ბევრი რამ ავიწყდებოდა. ნამჯუნმა როცა მისი აქ დარჩენა ითხოვა მას კარგად ესმოდა, რომ ჯიმინი ისეთი ძლიერი თანამშრომელი ვერ იქნებოდა და არც ის და არც იუნგი მასზე საყვედურს არ გამოხატავდნენ, ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ჯიმინი მეთვალყურეობის ქვეშ ყოლოდა და დეპრესიაში ჩავარდნილი ჯიმინი მარტო არ გამოკეტილიყო. ჯონგუკისგან კარგად იცოდა ჯიმინის სასუთი ხასიათი. ის ცივი და უხეში ადამიანის მიღმა მეტად მგრძნობიარე პიროვნებას საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ნამჯუნი მას უკვე საკმარისად იცნობდა, რომ ეს გამოჰპარვოდა. ის სადილობას ჯიმინს მასთან და იუნგისთან ერთად აძალებდა, რადგან იცოდა ჯიმინი მთელი დღის განმავლობაი იშიმშილებდა სხვა შემთხვევაში. მისთვის ძალიან მძიმე იყო ასეთ მდგომარეობაში იმ ძლიერი ჯიმინის ხილვა, რომელიც პირველად რესტორანში გაიცნო.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)