Jimin pov:
სამსახურში განადგურებული დავბრუნდი. თავს საშინლად ვგრძნობდი უჯანგუკობას კი სრულიად გადავყავდი ჭკუიდან. სამუშაოს დარჩენილი საათები ტანჯვაში გავატარე. სამსახურის შემდეგ კი კლუბში წავედი დასალევად. დღეს ფხიზელი ვერ დავიძინებდი. კლუბში შესვლისთანავე ბარმენთან მივედი და ყველაზე ძლიერი დასალევი შევუკვეთე. 3 ჭიქა ზედიზედ გადავკარი და ვგრნობდი სხეული როგორ მიდუნდებოდა. მადლობა გადავუხადე და ტეკილის სავსე ჭიქით ხელში ყველაზე დაფარული ადგილისკენ წავედი. კუთხეში მოვკალათდი საიდანაც სეულის ხედი მოჩანდა. ფანჯარას თავი მივაბჯინე და ნელა ვეტანებოდი ალკოჰოლს.
არ მახსოვს რამდენი დავლე ან რამდენი ხანი ვიჯექი აქ. მაგრამ ვიაზრებდი, რომ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა უკვე რაც აქ ვარ. ფეხზე ძლივს წამოვდექი, თავბრუმეხვეოდა და ორიენტაცია მიჭირდა. გასასვლელისკენ მივაბიჯებდი ნელა, თან ვირწეოდი ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე და მზად ვიყავი ყოველ წამს ძირს გაწოლისთვის. გასასვლელს როგორც კი მივუახლოვდი ვიღაცას მივეხეთქე მკერდზე თავით.
-ფრხილად..
-სად იყურები? გამიტეხე თავი.. ამოვიწუწუნე და თავზე ხელი დავიდე. შემდეგ კი მას ავხედე. ორივეს გაოცებული სახე გვქონდა.
-ჯიმინ?
-თეჰიონ?
-შენ აქ რას აკეთებ?
-დასალევად ვარ რათქმაუნდა. თვალები გადავატრიალე.
-ზედმეტი მოგსვლია..
-გამატარე სახლში მივდივარ.. და ვცადე ხელით გამეწია გვერდით რათა გზა გამეთავისუფლებინა.
-ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ გაგიშვებ...
-მაშინ წამიყვანე. ავიჩეჩე მხრები.
-ჯიმინ.. გამოუსწორებელი ხარ.. გამიღიმა და გვერდით ამომიდგა ხელი მხრებზე მომხვია და მანქანისკენ წამიყვანა.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)