End of the flashback

661 82 36
                                    

Jungkook pov: 

თეჰიონის ნახვის შემდეგ რამდენიმე დღე უხასიათოდ ვიყავი. ჩემი ბავშვობის მეგობრის და დეიდაშვილის ნახვა ყოველთვის მაბედნიერებდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისთან არასდროს მქონდა კარგი ურთიერთობა. თეჰიონი გათამამებული ბავშვი იყო რომელსაც ყველაფერს უსრულებდნენ, რასაც ჩემზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით. მამა ჩემს მიმართ ყოველთვის მკაცრი იყო. თეჰიონის ნახვამ წვეულებაზე ძალიან გამახარა მაგრამ როგორც კი შევამჩნიე მის თვალებში ჯიმინისადმი ძლერი ინტერესი. ამ ფაქტმა ძალიან გამაბრაზა და ამაღელვა. გადავწყვიტე როგორც კი შევძლებდი დავლაპარაკებოდი ჯიმინზე, რომლის შანსიც აქამდე არ მომეცა. სანამ მის მიმართ ინტერესი უფრო გაუღრმავდებოდა ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან ის ყოველთვის აღწევდა იმას რაც სურდა. არ მინოდა მასთან ჩხუბი, არც მისი გულის ტკენა არ მინდოდა. ეს ფიქრები კი არ მასვნებდა. ჯიმინი კიდე გამუდმებით მეკითხებოდა რა მაწუხებდა. ამიტომ მასაც თავს ვარიდებდი. არ მინდოდა ამ თემის მასთან განხილვა სანამ თეჰიონს არ დაველაპარაკებოდი.


jimin pov:

როცა მგონია, რომ ყველაფერი იდეალურადაა მაშინ იჩენს ყველა უსიამოვნება თავს ჩემს ცხოვრებაში. მეორე დღესვე სამსახურიდან უმიზეზოდ გამომიშვეს. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია არიყო უბრალოდ ვერ ვიგებდი ასეთი დაწიანურების შემდეგ როგორ შეეძლოთ ასე მოქცევა. მინდოდა მივსულიყავი და ყველასთვის სათითაოდ ნეკნები დამემტვრია, მაგრამ ამის უფლებას პირველ რიგში ჯონგუკი არ მომცემდა. საშინლად გაბრაზებული ვიყავი და მარტო დარჩენა მინდოდა მაგრამ ჯონგუკი საშუალებას არ მაძლევდა, თითქოს გამიზნულად ცდილობდა ჩემს გაღიზიანებას რაც კარგად გამოუვიდა. გაცეცხლებულმა მთელი ბრაზი მასზე ვიყარე. ვუყვირე და ისეთი რამეები ვუთხარი რასაც საღ გონებაზე არასოდეს ვიტყოდი. ჯონგუკმა კი საპასუხოდ გამარტყა. მინდოდა მიწა გახსნილიყო და შიგ მოვექციე ვიდრე ამ დამცირების გადაყლაპვა მომწეოდა. ვიცოდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ ეს მის საქციელს არ ამართლებდა. 

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now