Recognition

829 91 25
                                    

ძილის ბურანიდან დამაყრუებელმა ხმაურმა გამომიყვანა. ვიღაც შეუჩერებლად აკაკუნებდა კარზე. 

-ჯიიიმიინნ!! გაიღვიძეთ უკვე!! ვეღარ მოასწრებთ მომზადებას. დღეს ხომ პრეზენტაცია გაქვთ. -თვალები ძლივს გავახილე და ჯონგუკის მზერას გადავეყარე, რომელიც ჩემს მკლავებში ძლიერად მომექცია და მთლიანად მივკრობოდი მის სხეულს. 

 -თუ გამიშვებ ავდგები. უხერხულად შევიშმუშნე და მოვცილდი. ჯონგუკი სწრაფად ადგა და აბაზანაში გაუჩინარდა. მეც ავდექი და ტანსაცმლის კარადაში ქექვა დავიწყე, შავი ჯინსი და თეთრი პერანგი ავიღე . შემდეგ კი მის გამოსვლას დაველოდე, რადგან მეც მებანავა. ჯონგუკი მალე გამოვიდა მთლიანად სველი.. წყლის წვეთები სხეულს დაბლა მიუყვებოდა და პირსახოცს უერთდებოდა. სველი თმა უკან გადაიყარა და ტანსაცმელისკენ აიღო გეზი. მის უკანალს მივაშტერდი ისევ.. ნახევრად სველ პირსახოცში ისე გამოჰკვეთოდა ჯანდაბა როგორაა ასეთი სექსუალური. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. 

-დათვალიერებას თუ მორჩი აბაზანაში შედი გვეჩქარება.. ისე მომაძახა არც შემოუხედავს.. სირცხვილისგან გავწითლდი მის სიტყვებზე და აბაზანაში შევვარდი.. როცა გამოვედი ოთახში ჯონგუკი აღარ დამხვდა, მოვემზადე და სამზარეულოში გავედი. საუზმის შემდეგ მისი მოტოციგლეტით ერთად წავედით სკოლაში. უცნაურია მის გვერდით არც ისე ცუდია. იქნებ ის არც ისე ცუდი ადამიანია, როგორიც თემინმა მითხრა. პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა და ორივემ უმაღლესი ქულა მივიღეთ და ახლა? რა იქნება ახლა? ისევ მოინდომებს ჩემს ნახვას? თუ უბრალოდ გაუჩინარდება როგორც ის 3 დღე? იქნებ სრულიად დაიკმაყოფილა სურვილი და აღარ ვაინტერესებ? ამ ფიქრებში ჩაძირულმა ვერ შევამჩნიე ქაის როგორ დავეჯახე.

 -ეი რა გჭირს? სად დაფრინავ? 

-მაპატიე პროექტის გამო უძინარი ვარ.. პროექტის მეწყვილის მინდოდა დამეკონკრეტებინა მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი, ჩვენზე ვერავის მოვუყვებოდი ვერც ქაის და თემინს.

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now