Jimin pov:
ჯონგუკთან ყოველდღიური ჩხუბი იმდენად დამღლელი იყო, რომ ცუდად მხდიდა ეს ყველაფერი. სახლში დაქანცული დავბრუნდი, ცხელი შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.
-ღმერთო გთხოვ მინდა მისგან რამოდენიმე დღე დავისვენო.. ამოვილუღლუღე და მაშინვე ჩამეძინა.
დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. ვიცოდი ჯონგუკი ისევ მონახავდა ჩემთან კამათის მიზეზს. სამსახურში უღიმღამოდ გამოვცხადდი და ჩემს კაბინეტში შევიკეტე. უცნაურია, ლანჩის დრო ახლოვდებოდა ჯონგუკი კი არსად ჩანდა. ალბათ ისიც დაიღალა ჩხუბით და მარტო ყოფნა არჩია, გამოვთქვი ვარაუდი.
ლანჩზე ისევ თეჰიონთან ერთად წავედი. მაგრამ ამჯერად თვითონ დამპატიჟა. პარკში პატარა პიკნიკზე. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, როგორც ყოველთვის. სამსახურში დავბრუნდი და ისევ საქმეებს შევუდექი. მთელმა დღემ ისე ჩაიარა ჯონგუკი თვალითაც არ მინახავს. საინტერესოა, ნეტა სად გაქრა. ძალიან მაინტერესებდა მაგრამ მის ჭორიკანა მდივანს ვერ ვკითხავდი მაშინვე მიახლიდა ჯონგუკს.
-ენაჭარტალა.. ამოვისისინე. ამ იფისში არავის ვენდობოდი. ამიტომ გადავწყვიტე ხვალ მე თვითონ მეკითხა. სახლში წავედი და მთელი ღამე ვერ ვისვენებდი. მაინტერესებდა სად დადიოდა მთელი დღე ჯონგუკი და რატომ არ მნახა ოფისში.
მეორე დღე მტანჯველად გათენდა. ცხელი შხაპით დავიოკე უძილობისგან დაღლილი სხეული და სამსახურში წავედი.
ჯონგუკი ისევ არ ჩანდა. ლანჩამდე ველოდე, მაგრამ არც მერე არ გამოჩენილა. ნეტა რამე ხომარ უჭირს? გონებაში ათასი ცუდი ფიქრი მქონდა. შესვენებაზე თეჰიონმა მომაკითხა და უარი ისევ ვერ ვუთხარი. სადილის შემდეგ მალე დავბრუნდი. მაგრამ ის მაინც არ დამხვდა სამსახურში. ნერვიულობამ იმატა. რამოდენჯერმე გადავწყვიტე მეკითხა მდივანისთვის, მაგრამ რაღაც ძალა მაჩერებდა.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)