ექიმის განცხადებით ჯონგუკმა მეხსიერება ერთ თვიანი კომისა და სამკურნალო ნარკოზის გამო დაკარგა და მისი აზრით, ყველაფერს თვითონ მალევე გაიხსენებდა. მაგრამ მკაცრად გააფრთხილა ყველა, რომ არ დაეძაბათ და არ ეიძულებინათ მათი გახსენება, რადგან ეს სიტუაციას არათუ დააჩქარებდა, არამედ გაამწვავებდა. სამსახურის გამო ნამჯუნი და იუნგი ვალდებულები იყვნენ უკან მალევე დაბრუნებულიყვნენ . ამიტომ ჯიმინი იძულებული გახდა მათ გაჰყოლოდა. მას ისედაც აღარ სურდა მეტად ჯონგუკის ნახვა. არ შეეძლო იმ უცხო თვალებში ყურება, რომელშიც იოტის ოდენა გრძნობებსაცც კი ვერ ხედავდა, სადაც სიცარიელის გარდა აღარაფერი დარჩენილიყო. ჯიმინს ვერც კი წარმოედგინა, რომ ერთ დღესაც ჯონგუკისთვის ის ასე გაუცხოვდებოდა. ეს ფაქტი მას საძირკველს სრულიად აცლიდა.
უკან დაბრუნებულმა რამდენიმე დღით დასვენება არჩია, სამსახურში დასვენების დღეები აიღო და ოთახში გამოიკეტა. მაგრამ ლუსის დიდი თხოვნით ის და დედამისი სასადილოდ რესტორანში წაიყვანა. ლუკმაც კი არ გადასდიოდა, იჯდა, ხედს გაჰყურებდა და ახსენდებოდა ის დრო როცა აქ მან და ჯონგუკი ისხდნენ. თველებში შესციცინებდნენ ერთმანეთს და კომპლიმენტებით ავსებდნენ. ძალიან ენატრებიდა ის უდარდელი რამდენიმე თვე, რომელიც მასთან ერთად გაატარა სანამ ყველაფერი ჯოჯოხედად არ გადაიქცეოდა. ამდენმა უბედურებამ ბოლოსდაბოლოს შეძლო ისეთი ძლიერი ადამიანის გატეხვა როგორიც ჯიმინია. მტკივნეულ მოგონებებზე თვალები აემღვრა და პირველმა ცრემლმა გაიკვალა გზა მისი ყელისკენ. მალე შეუჩერებლად ტირილს დაიწყებდა ამიტომ სწრაფად მოიწმინდა, ბოდიში მიხადა და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი.
გახურებულ, ცრემლით დანამულ სახეზე ცივი წყალი შეისხა და სარკეში თავის ტავს აიძულებდა გაეღიმა. მას უფლებას არ მისცემდა სისუსტე გამოეჩინა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და სარკეში დაჟინებიით დააცქერდა მის უკან მდგომ ნაცნობ სახეს.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)