Eres mi revolucion

524 51 87
                                        

Eres mi revolucion - შენ ხარ ჩემი რევოლუცია.

***

ციხეში გატარებული პირველი წელი ჯონგუკისთვის ყველაზე მძიმე იყო. ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ წინ ამდენი წლის პატიმრობა ელოდა და მუდმივად იმ იმედით ცხოვრობდა, რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და აუცილებლად გაიღვიძებდა. მაგრამ ამჯერად იმედი არ გამართლდა. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ჯონგუკსაც კი, როცა გააცნობიერა, რომ სასჯელის მოხდის გარეშე ციხეს ვერ დატოვებდა, შეგუება მოუწია. წელიწადში ორჯერ ის ტელეფონით ესაუბრება იუნგის, ხოლო მოგვიანებით, როცა ლეი ცოტათი წამოიზარდა მასთანაც საუბრობდა. იუნგი ყოველთვის იმეორებს, რომ ყველაფერი კარგადაა, უყვება სამსახურში მიღწეულ წარმატებებზე, მაგრამ ჯონგუკი დარწმუნებულია, რომ ის ყველაფერს არ ამბობს და ყოველდღე სძულს საკუთარი თავი იმის გამო, რომ მის გვერდით არ არის და ვერ ეხმარება თავის ომეგას. იუნგი გარკვეული დროის განმავლობაში ნამჯუნთან არ საუბრობდა, ვერ პატიობდა, რომ ჯონგუკს ოჯახთან შეხვედრა აუკრძალეს. თუმცა სწორედ ჯონგუკმა შეაწყვეტინა ომეგას უფროსზე გაბრაზება. ნამჯუნზე საზოგადოების მხრიდან ზეწოლა შემცირდა, მაგრამ ბოლომდე არ გამქრალა. იუნგიმ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ გაუგო, მიიღო თავისი ალფის პოზიცია და ნამჯუნთან სკანდალები შეწყვიტა, ასევე ციხეში შეღწევის მცდელობებიც აღარ გაუმეორებია.
მოგვიანებით მიხვდა, რომ ასე უფრო ადვილიც კი იყო, ჯონგუკის წელიწადში რამდენჯერმე ნახვის შემდეგ, სახლში დაბრუნებისას, იმ რეალობაში, სადაც ალფა გისოსებს მიღმა რჩება და ომეგა მარტოა, ყოველთვის თავიდან გადაიტანდა იმ საშინელ დღეს, როცა ჯონგუკს განაჩენი გამოუტანეს და იუნგიმ გაიგო, რომ ათი წელი მის გარეშე უნდა ეცხოვრა. ათწუთიანი საუბრები, რომლებსაც ჯონგუკი ექვს-ექვსი თვის განმავლობაში ელოდება, ერთადერთია, რაც ალფას ყოველდღიურობის გადატანაში ეხმარება. იუნგი ჩვეულებრივ საქმეებზე ყვება, ლეის წარმატებებს უზიარებს, ტელეფონში იღიმის და ამხნევებს თავის ალფას, მაგრამ ჯონგუკი დარწმუნებულია, ომეგა ბოლომდე გულწრფელი არ არის.
პირველად გისოსებს მიღმა ჯონგუკმა ნამდვილი რისხვა მაშინ იგრძნო, როცა ლეისთან ისაუბრა, რომელიც უკვე პირველ კლასში წავიდა. პატარა ომეგამ, რომელიც მამიკოსგან განსხვავებით არაფერს ალამაზებს, გულწრფელად უთხრა მამას, რომ მამიკო ღამღამობით ტირის. რამდენიც არ უნდა ეცადა ჯონგუკს გაეგო რატომ, ლეიმ ვერ აუხსნა დრო ამოიწურა და ოთახში დაბრუნებულმა იუნგიმ ბავშვს ტელეფონი გამოართვა.

GANGSTASStories to obsess over. Discover now