Desesperación

411 50 82
                                        

Desesperación- სასოწარკვეთა.

***

იუნგი მძიმედ ახელს თვალებს და ზუსტად იმ წამს ბრუნდება გვერდზე, როცა ჯონგუკი წასასვლელად ემზადება. ალფა ამჩნევს, რომ ომეგამ გაიღვიძა, უახლოვდება და მის გვერდით პატარა, ბაფთიან ყუთს დებს.

- რა არის შიგ? შენი გული? - ანიშნებს საწოლზე წამომჯდარი ომეგა.

- ვშიშობ, რომ აღარ მაქვს, - პასუხობს ჯონგუკი, პიჯაკს ისწორებს და აკვირდება, როგორ ხსნის იუნგი ყუთს.

იუნგის თავიდან ჰგონია, რომ ფართო სამაჯურია, მაგრამ როცა ნივთს ბოლომდე იღებს, თეთრ ოქროს ჩოკერს ხედავს, ძვირფასი ქვებით გაწყობილს.

-მეგონა, ომისა და კალდრონის მიწების დაკარგვის გამო გაღარიბდი, შენ კი ასეთ ძვირფას საჩუქარს მაძლევ, - ტუჩს ირონიულად წევს იუნგი.

-სამი თაობაც მეყოფა ფული, ნუ ღელავ, - ჯონგუკი კვლავ უახლოვდება. - საღამოს მინდა, შენს კისერზე ვხედავდე.

-საყელოებს არ ვატარებ, თუნდაც ნახევარი მილიონი ღირდეს, - ყუთს გვერდით სწევს იუნგი.

-არ გთხოვ, მოვითხოვ. დღეს საღამოს ჩემი საჩუქარი შენს ლამაზ კისერზე იქნება. ახლა კი დაისვენე, თავი გაირთე.

ჯონგუკი გადის. იუნგი ისევ საბანში ეხვევა. სახლში დარჩენა ნელ-ნელა ჭამს, გაქცევა კი არ შეუძლია, ამახოსთან კავშირიც, ხოლო ამ ჯონგუკთან ცხოვრება, უკვე ცხოვრებასაც კი აღარ ჰგავს.
იუნგი გამეტებით ეჭიდება იმედს, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ დაუბრუნდება პირვანდელს, მაგრამ ეს იმედი დღითიდღე ქრება. ელ დიაბლო მისთვის უცხოა, მის სიტყვაში, შეხებასა და მზერაში ვერაფერს პოულობს იმ კაცისგან, რომელსაც იცნობდა. ეს გულს უსერავს. იუნგი ვერ ეშვება აზრს, რომ მათი სიყვარული ასე დასრულდა, ერთმა უღალატა, მეორე მონსტრად იქცა. ცდილობს დაინახოს ერთი ნაპერწკალი მაინც ძველი ჯონგუკისგან, მაგრამ ამაოდ, ალფა იდეალურად მალავს საკუთარ წარსულს. მაგრამ იუნგის ეჭვი არ ეპარება, რომ იქ, სადღაც, ჯერ კიდევ არის მისი ძმა.

GANGSTASHistorias para obsesionarse. Descúbrelo ahora