Vamos a bailar

661 52 8
                                        

Vamos a bailar- მოდი ვიცეკვოთ.

***
ნამჯუნი სამშაბათ დილას ახალი ლიდერის არჩევნებს აცხადებს. არჩევნები სამ კვირაშია ჩანიშნული, მანამდე კი კალდრონს ისევ მხეცები მართავენ. ჯონგუკი უარს ამბობს არჩევნების დღეს მხეცებთან შეხვედრაზე და ლა ტიერაში მიემგზავრება. იმავე დღის საღამოს, ექვს საათზე, ლა ტიერა და ობრადო კალდერონიდან გამოყოფას აცხადებენ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ლევიათანად გამოცხადდებიან, რომელსაც ელ დიაბლო ხელმძღვანელობს.

ახალ ამბავს მხეცები შტაბში
იგებენ და პირველივე წუთებში ყველა ლიდერი შოკით ერთმანეთს შეჰყურებს. გამოფხიზლების შემდეგ, ნამჯუნი ომარიონისა და მოსგან ყველა მათი კაცის ლა ტიერრასა და ობრადოში გაგზავნონ ითხოვს. შემდეგ ხელებს თავზე იჭერს და მობილურს შეჰყურებს. ალფას რამდენიმე წუთი სჭირდება, რომ დამშვიდდეს და ჯონგუკს დაურეკოს.

- ვხედავ, ახალი ამბავი უკვე გაცნობეს, - ყურმილში იცინის ჩონი.

- რას აკეთებ? - ძლივს იკავებს თავს ნამჯუნი, რომ არ იყვიროს.

- პირველ რიგში, სასწრაფოდ გამოიხმე ისინი, ვისაც, ალბათ, უკვე გამოაგზავნიდი ჩემთან, - ამბობს ჯონგუკი. -იქ უკვე არმია მყავს, და ნებისმიერი თქვენი ქმედება ჩემს ტერიტორიაზე აღიქმება როგორც შეჭრა. მე კი ბრძანებას გავცემ ომის დაწყებაზე. მეორე, შენ უარი თქვი შენს ოცნებაზე, მე არა.

- როგორ? როგორ მოახერხე ეს ყველაფერი? - ტელეფონს ართმევს საიკო. - მაშინაც, როცა გვეხუტებოდი, ზურგში დანის ჩასარტყმელად ემზადებოდი?

- დამშვიდდი, ჯერჯერობით არავის ზურგში არაფერი ჩამირტყამს, - კბილებში სცრის ჯონგუკი. - სახელმწიფოს შექმნის დღიდან ვემზადებოდი, იარაღი ვიყიდე, ხალხი ვავარჯიშე, მართალია, კალდრონის გარეთ, კუშის დახმარებით, მაგრამ მართალი გითხრათ, თავდაპირველად გამოყოფისთვის კი არა, მმართველობის ახალი მეთოდის მოსამზადებლად ვემზადებოდი. ვფიქრობდი, თუ ყველა არა, ზოგიერთი მაინც დამიჭერს მხარს მეთქი, მაგრამ ვცდებოდი და მიმართულების შეცვლა მომიწია. ჯერ ნახევარი კალდრონი წაგართვით, მაგრამ ყველაფერს წაგართმევთ. კარგი იქნებოდა, თუკი ნებაყოფლობით დამითმობდით ნახევარკუნძულს და დათმობდით ძალაუფლებას. მაშინ შეგეძლებათ იცხოვროთ და იმუშაოთ კალდრონში, თქვენთვის არაფერი შეიცვლება, გარდა პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვისა.

GANGSTASStories to obsess over. Discover now