-ცუდი შვილი ვარ, მამიკო.- გულდაწყვეტილი ეუბნება აუზთან მჯდომ ლეის მო.
-რა მოხდა?-ნერვიულად ეკითხება ომეგა, გვერდით ისვამს ბამბუკისფერ დივანზე. -საუკეთესო შვილი ხარ, ყველა მამა ნატრობს შენნაირ შვილზე- შუბლზე კოცნის კაცი.
-მამიკო, ჩვენ ომი გვაქვს, გაყოფა, ჩემი ძმა მტრად იქცა, და მე მხოლოდ მასზე ვფიქრობ, ვინც მომწონს-ნაჩქარევად ამბობს მო, თითქოს ეშინია, აზრი არ შეიცვალოს ან მის თვალებში გაუგებრობა არ დაინახოს.
-მოლაპარაკებებში ძლივს ვმონაწილეობ, ვერაფერზე ვკონცენტრირდები, ნამჯუნმაც კი შენიშვნა მომცა.
-ასე ხდება, როცა მთელი შენი სამყარო ერთ ადამიანში ერთიანდება-თბილად უღიმის ლეი, რომელიც ბოლო თვეა ნერვიულობისა და ზედმეტი ფიქრისგან ძალიან გახდა.
-ეს ცუდ ალფად არ გხდის, არც ცუდ ადამიანად.
-ძალიან ვცდილობ, საკუთარ თავს ვებრძოლო, შევეწინააღმდეგო ამ უცნაურ გრძნობებს, მაგრამ ვმარცხდები. ვერ ვიმალები მისგან, ყველგან არის-წყლის გლუვ ზედაპირს აშტერდება მო.
-რატომ მალავ?- ვერ გაუგია ლეის.
-იმიტომ, რომ ეს არასწორია- თვალებს ხარის მო და ნერვიულად იწყებს ჯინსებზე თითების თამაში.
-ძალიან მეშინია, სირცხვილია, არ ვიცი, როგორ გითხრა.
-მისმინე-ხელი ჩაჰკიდა ლეიმ-მე შენი მამიკო ვარ, და ეს უკვე ნიშნავს, რომ თავიდანვე მზად ვარ მოგისმინო და გავიგო. სხვანაირად როგორი მამა ვიქნები?
-ხომ იცი, ბევრ მშობელს შვილების არ ესმის...- იღონებს მო.
-ისინი დეფექტურები არიან- იცინის ლეი.-მითხარი ყველაფერი.
-ის ადამიანი, ვინც მომწონს...- სუნთქვას იკრავს მო, ხვდება, რომ სიმართლის სათქმელად ძალა არ ჰყოფნის. მხოლოდ რვა ასოა, მაგრამ ალფა ერთი სიტყვის წარმოთქმასაც ვერ ბედავს. სახელი ყელში ეჩხირება, და რამდენიც არ უნდა ეცადოს, ვერ ახერხებს განთავისუფლებას. რა მოხდება, ლეიმ რომ ვერ გაუგოს? ან როგორ გაიგებს, თუ თვითონ მო არ ეთანხმება საკუთარ თავს? რატომ ფიქრობს, რომ მზადაა ვინმეს გაუზიაროს, ასე მარტივად თქვას ომარიონის შესახებ?.. მოს ისევ გაქცევა და ლეის თვალებიდან დამალვა სურს.
YOU ARE READING
GANGSTAS
Actionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...
