Domar a la bestia

535 45 15
                                        

Domar a la bestia- მხეცის მოთვინიერება.

***
უკვე მეექვსე დღეა, იუნგი მთელ დროს სახლში ატარებს და ყოველი ძრავის ხმაზე ფრთხება, როცა რომელიმე მანქანა ეზოში შემოდის. ჯონგუკი არ ჩანს, ომეგა კი თითქმის კედლებზე გავიდეს სიბრაზისგან, რომ პასუხებს ვერ იღებს. რამდენჯერმე სთხოვა მსახურებს, ტელეფონი მიეცათ მისთვის, მაგრამ მათაც ბოსის საქციელს მიბაძეს და ისე იქცევიან, თითქოს იუნგი საერთოდ არ არსებობს, უგულებელყოფენ. ერთხელ მოახერხა, რომ დაცვას სამზარეულოს მაგიდაზე დავიწყებული ტელეფონი მოპარა, მაგრამ ოთახიდან გასვლაც ვერ მოასწრო მაშინვე წაართვეს. იუნგი ფიქრობს, რომ ეს პატიმრობა ჯონგუკის შურისძიებაა. ჭკუიდან გადადის იმის გამო, რომ ვერაფრით უკავშირდება სახლს და შიში დღითიდღე იზრდება, რომ ვეღარასოდეს გავა ამ ადგილიდან.

კვირა ღამეს იუნგის ისტერიკა ემართება. ჯერ თავის საძინებელს ამტვრევს, მერე ქვემოთ გარბის და, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის წევრები აჩერებენ, მაინც ახერხებს და მისაღებში მინის ვიტრინას სკამს ესვრის. იუნგი იფიცებს, რომ ვენებს გადაიჭრის, თუ ჯონგუკთან არ წაიყვანენ, და იატაკიდან აღებულ შუშას იმხელა ძალით ეჭიდება, რომ თითებს იჭრის. დაცვა ბოსს ურეკავს, და ხუთ წუთში მანქანა ომეგას ქალაქის ბნელ ქუჩებში მიაქროლებს.

რაც უფრო შორს მიდიან, მით ნაკლები სურვილი აქვს იუნგის ძმის ნახვის. მათ შორის მანძილი იკლებს, მაგრამ მისი სიმტკიცე ორთქლდება, უკვე ნანობს, რომ ეს სპექტაკლი მოაწყო, იმ იმედით, რომ დაელაპარაკებოდა და რაღაცას გაიგებდა. ღამე ჯონგუკის დროა. სანამ ბნელდება, იუნგის სისხლში ადრენალინია და ჰგონია, რომ ყველა მონსტრს, მათ შორის მათ ლიდერსაც, გაუმკლავდება, მაგრამ როგორც კი სიბნელე ქუჩებს მოიცავს, მასში ველური შიში იღვიძებს. ღამე ჯონგუკის თვალებია და თუნდაც იუნგიმ თავისი გული აანთოს, ამ სიბნელეს ვერ გაფანტავს. ჯონგუკი თავად არის ღამე, და იუნგი გვიან ხვდება, რომ ყველაზე ცუდი დრო შეარჩია მის ბატონთან საუბრისთვის.

GANGSTASHistorias para obsesionarse. Descúbrelo ahora