- აბა, ყველა მზადაა? - კისერს იზელს ფართომხრებიანი ლამაზი ალფა, შავი თმა კეფაზე მჭიდროდ კუდად აქვს შეკრული და ხელებზე ტყავის ხელთათმანებს იკეთებს. სოფლის გზაზე, რომელიც მაღალი ხეებით დაფარული, კარგად დაცული სასახლისკენ მიდის, ექვსი ჯავშნიანი ჯიპი დგას, რომლებიც ორი საათის წინ ნაპირზე გადავიდნენ.
- ცხელი ღამე გველოდება, - საბარგულს ხსნის და იქ მოწესრიგებულად დალაგებულ იარაღებს ხელით ეფერება ალფა,
რომელსაც საიკოს ეძახიან და მოლოდინისგნ ხელებს ერთმანეთზე უხახუნებს.
- ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოიყენოთ, - მკაცრად ამბობს მაღალი კაცი, რომლის საფეთქლებზე ოდნავ შესამჩნევი ჭაღარაა პლატინისფერ ქერათმაში. - ფოკუსების გარეშე, ყველაფერს ჩუმად გავაკეთებთ.
- ნუთუ დიდებული საიკო მას ხელჩართულ ბრძოლაში ვერ გაუმკლავდება? - მეგობარს განზრახ
ახელებს. - თუ „ელ დიაბლოს" შეურაცხყოფა გინდა? დაგავიწყდა, როგორ გამოუღო ერთხელ ვიღაცას ყელი შიშველი ხელებით?
ჯონგუკი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ წარსულთან კონტაქტი გაწყვიტა, მაგრამ მთელ ნახევარკუნძულზე მაინც „ელ დიაბლოდ" დარჩა, ხველას იკავებს და გვერდზე იხედება.
- აბა, მაშინ რატომ მოვათრიე აქ იარაღი, თუ ყველაფერის მშვიდობიანად მოგვარებას აპირებთ? - აღშფოთებით კეტავს საბარგულს საიკო და თვალებში ჩამოცვენილ ჩოლკას უკან ივარცხნის. - მე სწრაფად მინდოდა დამთავრება. თუ დილამდე სახლში არ დავბრუნდით, თეჰიონი გამეყრება და მირჩევნია აქ მოვკვდე, ვიდრე მის გარეშე დავრჩე.
- გაჩუმდით, მოძრაობას ვხედავ, - ამბობს ელ დიაბლო, მანქანის კარს აღებს და გზისკენ მიდის გაშლილი ხელებით.
საიკო თავის საყვარელ პისტოლეტს მაინც იღებს და უკან მიჰყვება.
ნამჯუნი თავის ბიჭებს თავს უქნევს, რომ მზად იყვნენ და მარჯვნიდან უახლოვდება.
ათი წუთის შემდეგ ორი კაცი ჯონგუკის მანქანამდე მიათრევს მესამეს, რომელიც უგონოდაა.
YOU ARE READING
GANGSTAS
Actionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...
