La Guerra

472 51 36
                                        

ნამჯუნი დიდხანს დგას ოფისის კაბინეტში ფანჯარასთან და ჰორიზონტს მიღმა ჩამავალ მზეს უყურებს. კიდევ ერთი დანაკარგი, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც გულში ადგილი გამოუყო და რომელმაც ეს ადგილი იურია. სოკჯინი პირველი იყო, ძმების შემდეგ, ვისაც ნამჯუნმა ნდობის გამოუცხადა და სულ ტყუილად. ჯერ კიდევ არჩევნებზე ხმის მიცემის დროიდან აკვირდებოდა ომარიონს, მაგრამ მერე გამოყოფა, ქაოსი დაიწყო, ნინიო გაიტაცეს და ყურადღება გაეფანტა. ომარიონი აუცილებლად აგებს პასუხს ღალატისთვის, ამაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ახლა ალფას სხვა რამ უფრო აწუხებს, როგორ გადაიტანს ამას მო.
ნამჯუნი ხმაურიანად ამოისუნთქავს, შუბლს შუშას ადებს და თვალებს ხუჭავს. მომ ის თავის ადამიანად აირჩია, ნამჯუნი დღემდე ვერ ბედავს თქვას, რომ ძმას შეუყვარდა. ეს ამბავი მათ ბიჭს გატეხავს, და ნამჯუნს აგიჟებს ფაქტი, რომ ამჯერად ყველაზე მძიმედ სწორედ მასზე იმოქმედებს. მო ისედაც ძალიან ფაქიზია, მთელი ცხოვრება უფროსები კედელივით ედგნენ გარშემო, ცდილობდნენ შხამიან სიტყვებს არ შეეღწია მის გულში, და საბოლოოდ მაინც გამორჩათ ომარიონი ის, ვინც მათი ძმის გულს დაეუფლა. ახლა კი რამდენიმე წუთი აშორებთ იმ მომენტს, როცა გაიგონებენ, როგორ გასკდება ეს გული პირდაპირ კენილის მკერდში.
ნამჯუნი ბევრს მისცემდა, ოღონდ ეს ტვირთი სხვას ეტარებინა, მაგრამ მან უნდა აცნობოს მოს და რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს ყველაფერი, სანამ სოკჯინი კიდევ ერთხელ არ ავნებს მხეცებს. ნამჯუნი მაგიდასთან მიდის, ტელეფონს იღებს და გამბედაობა მოკრებილი მოს ურეკავს.

- ახლა სად ხარ? - პირდაპირ ეკითხება ალფა.

- ვსეირნობ, - ყოყმანით პასუხობს მო.

- სიმართლე მითხარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- სოკჯინთან ვარ, - ჩუმად ბურტყუნებს ალფა.

- გისმენს?

- არა, აბაზანაშია. რა ხდება? - შეშფოთებული ეკითხება უმცროსი.

GANGSTASStories to obsess over. Discover now