Pausa de felicidad

386 42 32
                                        

ეს ადამიანები ჯიმინს მოსვენებას არ აძლევენ. მის ირგვლივ სულ ჩრდილებია, რომლებსაც მხოლოდ ხმებით ცნობს. ისინი ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ნინიოს იპოვიან, მაგრამ ჯიმინის თვალწინ არაფერია, გარდა სიცივისა და შიმშილისგან ატირებული ბავშვისა. დღეს გამთენიისას ამ გუმბათში, რომელიც წმინდა ტკივილისა და სასოწარკვეთისგან არის ნაქსოვი, მსახურების ხმა შემოიპარა, ისინი განიხილავდნენ, რომ ბავშვი დიდი ხანია მკვდარია. ჯიმინს არ ახსოვს, რა გააკეთა, მაგრამ ახსოვს, როგორ იჯდა აბაზანის კართან იატაკზე და როგორ აშორებდა ლეი მის ხელებს სისხლს სველი პირსახოცით. აბაზანამდე მისვლაც ვერ შეძლო, ძალა არ ეყო. ძალა არ ჰყოფნის ადგომისთვისაც კი, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, შიშველი ხელებით დაეგლიჯა სახე უბედურისთვის, რომელმაც გაბედა და ნინიოს მიმართ სიტყვა „მკვდარი“ წარმოთქვა. მთელი სამყარო მოკვდება, თუ ნინიო მამიკოსთან არ დაბრუნდება. გარესამყაროს მიმართ სრული გულგრილობა ენაცვლება საათობით გაგრძელებულ ისტერიკას, როცა სამ ალფას უწევს შეკავება, ჯიმინი მკვლელობის სურვილით იწვის, მაგრამ ბოლოს საკუთარ თავს ანადგურებს და ისევ ითიშება, სანამ არ გააცნობიერებს, რომ ნინიო მის ხელებში არ არის. ნამჯუნს სახლში ჯდომა და ჯიმინის დამშვიდება არ შეუძლია, საკუთარ თავში ძალასაც კი ვერ პოულობს, თვალებში შეხედოს. ნამჯუნი მათ შვილს ეძებს და საკუთარ თავს ეფიცება, თუ ვერ იპოვის, თავად ამოთხრის საფლავს და მასში ჩაწვება, ძალიან ღელავს ომეგას მდგომარეობაზე, იმდენად, რომ ვერც ამჩნევს, თავადაც ზღვარზეა. ჯიმინი სულის დაცლამდე ყვირის და საათობით ითიშება წამლებისგან, ნამჯუნმა კი ფხიზელი გონება უნდა შეინარჩუნოს, მაქსიმუმი გააკეთოს რაც შეუძლია, პერიოდულად კაბინეტის კედელს შუბლით შეეჯახოს, ასე ცდილობს ტკივილის ნაწილი გადასცეს. ნინიოს გაუჩინარებიდან ათი საათის შემდეგ, კიდევ ერთი მოხსენების გაგონებისას, რომ გამტაცებლების კვალს ვერ მიაგნეს, ნამჯუნი ტყდება. გრძნობს, როგორ უსვამს დრო მარილს ჯერ კიდევ სისხლმდენ ჭრილობებზე, რაც მეტი დრო გადის, მით ნაკლებია შანსი, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს. ძლივს მიდის ფანჯარასთან, ძმებს უკან ტოვებს, რათა სახე დამალოს, ტკივილით დამახინჯებული, მაგრამ როგორც კი ჰოსოკის ხელი მხარზე ეხება, ნამჯუნში ჩამოშლილი კედელის მტვრად იქცევა, კედელის, რომელიც მის ემოციებს აკავებდა და მისი დაჭრილი სული, სასოწარკვეთილი მამის ტკივილისგან შიშვლდება. ზუსტად ხუთი წუთი, როცა ნამჯუნი, ძმის მხარზე სახეჩაფლული, ჩვეულებრივი ადამიანია და არა მგელი. მო წყალს ასმევს, ხოლო ომარიონი, რომელიც ამ ტკივილს ვეღარ უძლებს, ტელეფონით დერეფანში გადის.

GANGSTASHistórias para pegar e não largar. Descubra agora