დღეს, როგორც უკანასკნელი ერთი კვირა, წვიმს გადაუღებლად. ყველაფერი შემოსილია ბურუსით, თუმცა სიმწვანის მკრთალი ელფერი მაინც დაჰკრავს ხეებს, ნაცრისფერი - შენობებსა და ადამიანებს.
ქუჩაში, ცუდი ამინდის მიუხედავად, უამრავი ადამიანი ირევა. ზოგს სადღაც აგვიანდება, ზოგს წასასვლელი არსად აქვს და თავშესაფარს ეძებს, ერთნი წვიმით ტკბებიან , მეორენი კი - უბრალოდ სველდებიან.
ნელი ნაბიჯებით, სუნთქვის აუჩქარებლად მივაბიჯებ პარკში, თითქოს წვიმის წვეთები მე არც კი მეკარება.
ჩუნჩონი, სეულისგან განსხვავებით წყნარი ქალაქია. სწორედ იმ, სიმშვიდით მოცულ, ქალაქში დავიბადე, რომლის სიმშვიდემ ჩემი ცხოვრება მდარე მდინარეს დაამსგავსა. ერთფეროვნება უკვე ისე შეეჩვია ჩემს ყოველდღიურობას , ვფიქრობ მუდამ ასე იქნება - ერთი და იგივე აზრები, ერთი და იგივე დასკვნები ! შეიძლება იფიქროთ, 18 წლის ასაკში , უფრო სწორად თითქმის 18 წლის, ერთფეროვნებაზე ადრეა საუბარი , მაგრამ ჩემთვის ეს მხოლოდ ციფრებია . მინდა რაღაც შევცვალო, ძალას ვიკრებ , მაგრამ უმალ თავდაჯერებულობას ვკარგავ და კვლავ ვუბრუნდები რეალობას. რთულია , მიხვდე რა გინდა , რთულია , იპოვო სტიმული და შეინარჩუნო ის. თუმცა , ამის გაკეთება თუ მოახერხე , სულისმხუთავი ერთფეროვნება გაქრება, წვიმა გადაიღებს. გავბედე და ცვლილებებიც ადგილსაცხოვრებლის შეცვლით დავიწყე.
იქ, სადაც შენთვის ყველა უცხოა, რთულია იპოვო საკუთარი ადგილი, ან თუნდაც ჩასახლდე მათ გულებში. ამჟამად ამის ამბიცია არც კი მაქვს, პირველ რიგში მე მჭირდება პატარა ოთახი სხვენზე.
- გამარჯობა - მოკრძალებულად მივესალმე ოთახში შესვლისთნავე.
- დიახ, გამარჯობა... რით შემიძლია დაგეხმაროთ ? - შუა ხნის მამაკაცმა დაბნეული სახით შემომხედა და მაგიდაზე გაზეთი დადო, რომელსაც გამალებით კითხულობდა. ალბათ, აქ არც თუ ხშირად შემოდიოდა ვინმე.
- სეულში დღეს ჩამოვედი... მინდა ოთახი ვიქირავო.
- სტუდენტი ხარ ?
- ჯერ არა.
რვეული გადაშალა , რაღაცას დაუწყო ძებნა. პარალელურად კითხვებს მისვამდა , ინტერესის დასაკმაყოფილებლად და თან მარიგებდა, რომ აქ ცხოვრება არც ისე მარტივია. მე , რა თქმა უნდა, თავს ვუკრავდი თანხმობის ნიშნად.
- აი, ვიპოვე - წამოიძახა და ნომრის აკრეფა დაიწყო.
- ტუუ, ტუუ.
- „გამარჯობა, დიახ. ოთახი ისევ თავისუფალია ?" - სავარაუდოდ დადებითი პასუხი მიიღო და სახეზე გაბადრული ღიმილი გამოესახა, რადგან მცირე დროში შესძლო ჩემთვის ოთახის პოვნა.
- წამოდი, წავიდეთ.
- ჰა ? - გაოცებულმა ვიკითხე.
- უკვე გადაიფიქრე ოთახის ქირაობა?
- აა, არა, არა, რას ბრძანებთ.
- დამელოდე , მოსაცმელს ავიღებ.
მაგიდაზე უამრავი რამ იდო : საჭირო თუ არასაჭირ ნივთები, საჭმლის ნარჩენები, გაზეთები დიდი ხნის დაძველების... ირგვლივ მტვერსა და აბლაბუდებს ჰქონდათ დადებული ბინა, კედლები გაყვითლებულა . იმედი მქონდა , რომ ჩემი მომავალი საცხოვრებელი ადგილი ამაზე უკეთესი აღმოჩნდებოდა, თუმცა ეს იმედი უმალ გაქრა, როცა სახლის კარები ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დიდი სირთულით გააღო.
ოთახი პატარა და ცივი იყო. სიცივე ძლიერად გამჯდარა კედელთა შორის სივრცეში. იყო ეს გამოწვეული ნოემბრის სუსხიანი დღებით თუ იმით, რომ აქ დიდი ხანია არავის უცხოვრია, არ ვიცი , მაგრამ დღეიდან მომიწევს თანაცხოვრება ამ პირობებთან და ოთახის პატარა მაცხოვრებლებთანაც, რომლებიც დროდადრო თავს მახსენებდნენ .
გამიმართლა, მიუხედავად ხმაურიანი მეზობლებისა, რომლებიც მოსვენებასა და ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ, უბანი მშვიდი აღმოჩნდა. თუმცა, სიმშვიდე უკვე იმდენად მქონდა მობეზრებული , მინდოდა რამე ექსტრემალური შემთხვეოდა. ალბათ შევიშალე...
შემოდგომის ყოველი დღე აქ სხვაგვარია. არავინ ტკბება ფოტოლცვენის სილამაზით, არ ისმის გაოცებისგან ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები. თითქოს ყველაფერმა დაკარგა ღირებულება ადამიანთა თვალში და ხიდან ფარფატით ჩამოცვენილი ფოთლების მიმართაც არავის უჩნდებოდა თანაგრძნობა.
რა თქმა უნდა, დღესაც მეზობლების ხმაურმა გამაღვიძა .
- აიჰ, რომელი საათია ? - დავხედე საათს.
ტელეფონი გვერდზე გადავაგდე და ფეხზე ბორძიკით წამოვდექი. სააბაზანოში, დანარჩენი სახლის მსგავსად ( სიტყვა სახლი გადამეტებულია ამ შემთხვევაში, თუმცა... ), ყველაფერი მილიმეტრებამდე იყო გათვლილი. სამწუხაროა, რომ დამღლელი დღის დასრულება სწორედ აქ მიწევდა.
დღეს, საბედნიეროდ კარგი ამინდი იყო გამოცხადებული. ჩემოდნიდან რამდენიმე კოფტა ამოვიღე და საბოლოოდ გადაწყვეტილება თეთრ , ნახევრადგამჭირვალე პერანგზე შევაჩერე.
- ბონას დედა, ამ დილაუთენია სად მიდიხარ ? - შემომესმა კვლავ მეზობლების ხმა.
- აიშ, ახლა ჩხუბიც გაჩაღდება, ჯობია ადრე წავიდე - ჩავილაპარაკე და სახლის კარი ჩავკეტე.
დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, დღეს პირველი გასაუბრება მაქვს სეულში, არა, არა, მთელ ცხოვრებაშიც. არასდროს მიცდია მუშაობა, როგორც ამას აკეთებდნენ ჩემი თანატოლები. ფილტვები სეულის დილის ჰაერით გავივსე და მაღალსართულიან შენობაში შევედი ამაყად.
- გამარჯობა.
- დიახ. რით შემიძლია დაგეხმაროთ ?
- გასაუბრებაზე ვარ დაბარებული , 10 საათზე.
- აჰ, დაელოდეთ თქვენს რიგს .
ყველა მორჩილად ელოდა რიგს, ნერვიული სახეებით და ღამენათევი თვალებით აკვირდებოდნენ გამომსვლელთა მიმიკებს. ნახევარი საათი გაიწელა , როგორც საუკუნე, ამ ადამიანების ქცევა იყო ერთად-ერთი გასართობი ამ წუთას.
- ჩოი სუა , მობრძანდით.
ჩემი სახელის გაგონებაზე შევკრთი, მთელი თავდაჯერებულობა წამში დაიშალა ქვიშის სახლივით. პერანგი გავისწორე , ჩანთას დინჯად ვსტაცე ხელი და შიშის ოთახში შევაჭერი.
- გამარჯობა, წარგვიდგინეთ თავი.
- დიახ. მე ჩოი სუა ვარ , 18 წლის , გთხოვთ კარგად მომეპყროთ.
- 18 წლის...- გაიმეორა ასაკში შესულმა კაცმა და დადუმდა.
- თუ იცით ეს სამუშაო რას მოიცავს?
- არა, მაგრამ შემიძლია კარგი ხელმძღვანელი ვიყო და თანაც...
- ფილიალის მენეჯერობასაც შეძლებთ ალბათ, მაგრამ საიდან გაქვთ ასეთი თავდაჯერებულობა ? - ღიმილნარევი, ირონიული ტონით მკითხა მან ისე რომ არ მაცადა დამესრულებინა წინადადება. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი იდეური დაპირისპირება.
- დიახ, რა თქმა უნდა, მაქვს თავდაჯერებულობა, რადგან მინდა ვიგემო წარმატება.
- წარმატების მიღწევა კარგია, მაგრამ - კაცმა სათვალე ჩამოიწია და გავაწყვეტინე.
- მე შემიძლია ნებისმიერი სამუშაოს შესრულება .
- მაშინ აჯობებს, დამლაგებლობიდან დაიწყოთ. - მკაცრი ტონით მითხრა ჭაღარათმიანმა მამაკაცმა.
- დ-დამლაებლობიდან ?
- დიახ, რადგან წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიგრძნობთ, თუ კი შრომის ფასად შესძლებთ კარიერულ კიბეზე აღმასვლას. გმადლობთ რომ მობრძანდით, შემდეგი!
ჩემი პირველი მცდელობა და წარმოდგენები ერთ წამში იქცა მტვრად. ნუ თუ ყევლაფერი რთულია? ნუ თუ ეს ცხოვრება მართლაც დაუნდობელია?
- მ-მ-ადლობა თქვენ - გაოცებისგან აღმომხდა ეს სიტყვები და გარეთ გავედი .
ასე ნანატრი ექსტრემალური და უხერხული სიტუაციები , უკვე თავს დამატყდა ბუნებრივი კატასტროფასავით.
- ააააიჰ, რატომ მითხრა ასე ?! რთული ყოფილა სამსახურის პოვნა...
სეულის ქუჩები ფოთლებით იყო მოფენილი , გულდაწყვეტილი მივაბიჯებდი მშვიდად.
- კყრრრ - მუცლის ბუყბუყის ხმა
- აჰ, მშია ! გასაუბრებამ საბოლოოდ წამართვა ძალები.
ირგვლივ მიმოვიხედე და პირველივე კაფეში შევაჭერი. რამენში ჩხირებს უმისამართოდ ვარჭობ, შუშის გამჭირვალე ფანჯრიდან ტროტუარს ვუყურებ.
- აჰ, ალბათ ცუდი იდეა იყო აქ ჩამოსვლა. ააააააიშ, რატომ ავიტკიე თავი ,რა მინდოდა ? - ვსაყვედურობდი საკუთარ თავს.
კაფეში სიმშვიდე იყო, ჩემ გარდა ალბათ 2-3 ადამიანი თუ იქნებოდა , აქ მომუშავე პერსონალის ჩათვლით.
- ეჰ, რა თქმა უნდა. ახლა ხომ ყველა სამსახურშია. - გულდაწყვეტით ამოვიხვნეშე და თავი მარჯვენა შუშისკენ მივატრიალე.
- „საცეკვაო სტუდიას სჭირდება დამლაგებელი ნახევარგანაკვეთზე" - განცხადება მინაზე.
- ჰუმ? დამლაგებელი ? ნუ თუ ეს ჩემი ბედია? აააააააა რატო? აჰ , გამოფხიზლდი სუა ! აიდოლი შენ ვერასდროს გახდები , საჭმლის ფული კი გჭირდება.
განცხადება ჩუმად ჩამოვხსენი , კასასთან ფული გადავიხადე და გარეთ გამოვედი. სტუდიამდე არც თუ ისე შორი იყო, თუმცა ჩემი ორიენტაციის უუნარობის გამო გზა ბევრად გაიწელა.
- წკაპ, წკაპ - წვიმის ხმა.
- აიშ, დღეს ხომ კარგი ამინდი იყო გამოცხადებული ! ჯანდაბა - ფეხს ავუჩქარე და წვიმის რითმს ავყევი.
ქუჩებს უცბად მოეფინათ სისველე ისევე, როგორც მე.
- ტუკ, ტუკ , ტუკ (კაკუნის ხმა).
დარბაზიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა, კაკუნს აზრი არ ჰქონდა ამიტომ ნელ-ნელა შევაღე კარები. მისაღები ოთახი პატარა იყო, როგორც ჩემი სხვენი, თუმცა გემოვნებითა და კომფორტულად მოწყობილი. მცირე შესასვლელის გავლისთანავე მოკლე ფოიე იტოტებოდა ორ დამატებით ოთახად , ერთ-ერთიდან სარკეები მოსჩანდა, მეორე კი , სავარაუდოდ, სააბაზანო იყო.
ირგვლივ სიმშვიდე დაისადგურებდა რომ არა ეს უწყვეტი მუსიკა და მელოდიას აყოლილი ლანდი. ერთ ადამიანს დაეკავებინა მთელი სივრცე, თითქოს და მართლა მეფობდა მუსიკაზე, გაცრეცილ იატაკზე და გრაციოზულ მოძრაობებზე.
დარბაზის კარს მივუახლოვდი და შეღება დავაპირე, როცა მაგიდას გამოვედე და წყლით სავსე ჭიქა უნებლიედ გადმოვაგდე.
- ნუნა შენ ხარ ? - მომესმა ხმა დარბაზიდან.
კუთხეში მივიმალე , იმის იმედით რომ შიგნით მყოფი ვერ შემამჩნევდა.
- გამარჯობა, შემიძლია დაგეხმაროთ? - ქოშინით მკითხა.
შიშისგან შევკრთი, არ მოველოდი ასეთ სწრაფ რეაქციას. დაბნეულმა თავი გავაქნიე და მხოლოდ ამის მერე გამახსენდა, რისთვისაც მოვედი აქ. ინსტიქტურად განცხადების ნაგლეჯი მივაჩეჩე ხელებში და თავი დავხარე დამნაშავესავით.
- აჰ, უფროსს ეძებთ? ახლა აქ არაა ,ალბათ მალე მოვა .
- მაშინ სხვა დროს მოვალ.
- შეგიძლიათ აქ დაელოდოთ ...
- არ მინდა ხელი შეგიშალოთ. – უხერხულად ჩავიბურდღუნე და გასასვლელისკენ დავაპირე ნაბიჯის გადადგმა.
- არა, არა , უკვე დავამთავრე. - გამიღიმა და განაგრძნო - გარეთ ცივა, ცხელ ცაის მოგიტანთ.
- არ არის საჭი... - სანამ ვუპასუხე ოთახიდან გავარდა , ყოველი შემთხვევისთვის ცხელი ჩაი მართლა არ მაწყენდა.
- აი , ინებეთ. - ახალგაზრდამ მაგიდანზე ფნჯანი დადო და პატარა პირსახოცი მომაწოდა - ალბათ ძალიან წვიმს - დააყოლა და სავარძელზე დაჯდა.
- გმადლობათ.
- ცოტა უხერხულია...
- რა ? - ვკითხე მე
- თქვენობით რომ ვსაუბრობთ. ვფიქრობთ თანატოლები ვართ, რამდენი წლის ხარ ?
- 18.
- მართლა ტოლები ვართ - ღიმილით შემომხედა და ხელი გამომიწოდა.
- მე ჯონინი ვარ, კიმ ჯონინ.
მისი ბავშვური გამომეტყველებისა და ღიმილის უკან მზრუნველი ადამიანი აღმოჩნდა. ამბობენ, ადამიანის შეცნობა ერთი დანახვითაც კი არის შესაძლებელი. ალბათ, ასეა ! იმედია.
ფეხზე წამოვხტი და თავი დავუხარე პატივისცემის გამოხატვის ნიშნად ,
- მე ჩოი სუა ვარ .
- ადგომა არ არის საჭირო, დაჯექი, დაჯექი. ე.ი განცხადების გამო მოხვედი , თუ ცეკვის დაწყება გინდა ?
- არა, არა, არ ვცეკვავ. მხოლოდ ვაკანსია მაინტერესებს.... შენ გეტყობა დიდი ხანია ცეკვავ.
- კი, ეს ისაა, რაც მინდა ვაკეთო მთელი ცხოვრება - თქვა მან და თავი დააქნია - ჩემი ოცნებები მხოლოდ ცეკვას უკავშირდება.
- რა ოცნებები, თუ საიდუმლო არ არის ? - ვკითხე მას, რადგან თავად არასდროს მქონია ოცნება ან სწრაფვა რაიმეს მიმართ.
- მინდა საუკეთესო მოცეკვავე გავხდე და ხალხმა გამიცნოს, მინდა სცენაზე გამოვირჩეოდე და...- თვალები უციმციმებდა თითქოს იცოდა , რომ სწორი მიზანი დაისახა. - ვამაყობდე საკუთარი თავით.
- აჰჰჰ...- ამოვისუნთქე მე
- შენ რა ოცნება გაქვს?
- მე ... ოცნება არ მაქვს - ვუპასუხე და თავი დავხარე
- მართლა ? ასე არ შეიძლება , მოდი ერთად მოვიფიქროთ შენი ოცნება.. - ამის გაგონებაზე გამეღიმა და იმედი ჩამესახა , რომ ოდესმე ვიპოვიდი ჩემს მოწოდებას და მეც შევძლებდი ოცნებისკენ მიმავალი გზის , თუნდაც დაბრკოლბებით , გავლას.
- გამარჯობა - გაისმა უცბათ ხმა
ჩემს გვერდზე მჯდომი ბიჭი, ჯონინი - როგორც წარმიდგინა თავი, ფეხზე წამოდგა და თავი დაუკრა.
- თქვენ გელოდებოდით , ბატონო პარკ.
- მართლა ?
საპასუხოდ მეც ფეხზე წამოვდექი, განცხადება გავუწოდე და მივესალმე
- გამარჯობა, მე ჩოი სუა ვარ. ეს განცხადება ვნახე და ამიტომ მოვედი აქ .
- აჰ, კარგია. დაჯექი , დაჯექი
- გმადლობთ.
- სამუშაო გამოცდილება თუ გაქვს ?
- არა... თუმცა შემიძლია ვიმუშავო , დამერწმუნეთ.
- ვხედავ , ვხედავ. ახალგაზრდებს ყოველთვის აქვთ მოტივაცია. მაშ, დღეიდან შეუდექი, საქმეს რომ მორჩები დარბაზს დაკეტავს - ხელი ჩემ გვერდზე მდგომი ბიჭისკენ გაიშვირა, საათს დახედა და დააყოლა.
- ჯონინ, დღეს კიდევ აპირებს ვინმე მოსვლას?
- არა , ბატონო პარკ.
- კარგი, მაშინ შეგიძლია შეუდგე, მე კი უნდა წავიდე. აბა შენ იცი - მითხრა და გამიღიმა.
დარბაზი დიდი იყო, მეგონა ვერასდროს დავამთავრებდი დალაგებას. ხელთათმანები გავიკეთე , სათლი ავიღე და სარკეებიან ოთახში შევედი .
- ვაიმე წელი, აააააჰ ვაიმე, ვაიმე - უცბათ ვიგრძენი , რომ ვიღაცამ ხელი მომკიდა მკლავში
- ვაიმე დედიკო, შემაშინე !
- ასე თუ აპირებ გაგრძელებას , დღეს შენ გამო ვერ წავალთ აქედან. მომეცი, მოგეხმარები.
- არა , არ ღირს.. - ვუპასუხე
- ერთად მალე მოვრჩებით, თანაც ძალიან მოვიწყინე - თვალი ჩამიკრა და გულწრფელად გამიღიმა.
ხელიდან გამომტაცა ტილო და ხელის ტალღოვანი მოძრაობებით დაიწყო სარკის გაწმენდა. მუსიკის გარეშე, რა თქმა უნდა, დასუფთავების ღონისძიება ვერ ჩაივლიდა. ჯონინმა საყვარელი სიმღერა ჩართო და მელოდიას აჰყვა. მისი მოძრაობები , დახვეწილი და ემოციებით სავსე იყო, იდელურად გამოიყურებოდა მიუხედავად იმისა, რომ ხელში ტილო ეჭირა.
- ჯონინ, ჯონინ - ვეძახდი მე
- ჯონიიიიიიინ !
ძახილის გაგრძალებას აზრი არ ჰქონდა, იმდენად იყო გატაცებული ცეკვით, ვერავის ამჩნევდა საკუთარი მოძრაობების მიღმა, არაფერი არ ესმოდა მელოდიის გარდა. ნელ-ნელა მივუახლოვდი, ვცდილობდი ყურადღება მიმექცია... თუმცა მალევე გადავიფიქრე და უკან დავიხიე. იატაკზე ჩამოვჯექი, მუხლები მოვკეცე და თავი დავდე .
- სუა , სუა...
- მგონი ჩაეძინა.. სუა - მხარზე ვგრძენი ვიღაცის ხელი და წამოვხტი
- აჰ, შენ ხარ ?! - შუბლზე ხელი მივიდე და ამოვისუნთქე
- მაპატიე.. გაგაღვიძე
- არაუშავს, მთელ ღამეს აქ ხომ არ გავატარებდი , ჰაჰა
- მართლაც - თავი ოდნავ ჩაღუნა , ფეხს დახედა და ჩაეცინა
- შეგვიძლია წავიდეთ ? - ვკითხე მე
- კი .
ჯინინმა დარბაზი ჩაკეტა... გარეთ გამოვედით
- წყაპ, წკუპ - წვიმდა კოკისპირულად...
- აჰ, ისევ წვიმს ... სუა, დამელოდე , ქოლგას ავიღებ - მზრუნველი მზერა მომაპყრო და კვლავ უკან შებრუნდა.
- აჰჰ , როორ ცივა - ხელებს ერთმანეთზე ვუსვამდი, ფეხებს ვაქნევდი. ვცდილობდი თავი გამეთბო.
ჯონინმა ქოლგა გაშალა და გზას გავუდექით.
- დასველდები, მოიწიე ახლოს.
- მე სხვა გზით მივდივარ, ამიტომ უნდა გადავუხვიო მარჯვნივ.
- მართლა? სად ცხოვრობ?
- დაახლოებით 200 მეტრში
ჯონინმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და დასძინა
- მიყვარს წვიმაში სიარული, ამიტომ სახლამდე გამოგყვები.
- მაგრამ...
- ეს იმას არ ნიშნავს , რომ გაცილებ , ჰაჰა.
- მაშინ კარგი.
ნელ-ნელა მივუყცებოდით ტროტუარს. რატომღაც ისეთი გრძნობა მქონდა , რომ მას წლებია ვიცნობ , შემიძლია ვენდო და დახმარება ვთხოვო. რა უხნაურია, ასეთი სიახლოვე ადამიანებთან არასდროს მიგვრძნია.
ჯონინმა შემომხედა, ხელით ვიფარავდი მხარს , რომელიც თითქმის დამისველდა ქოლგის კიდიდან ჩამოცვენილი წვეთებით.
- აჰ, ხომ გითხარი, დასველდები - მითხრა ჯონინმა, მხარზე მჭიდროდ მომკიდა ხელი და გვერდზე მიმიხუტა.
მიუხედავად იმის, რომ მზრუნველობა არასდროს მაკლდა, ახლა სრულად განსხვავებული გრძნობა ჩაიღვარა ჩემში.
ზოგჯერ , სწორედ იმას ვეჭიდებით, რაც თავიდანვე არ იყო განკუთვნილი ჩვენთვის...მაგრამ , ეს ხომ ჩვენ არ გვეხება , ჯონინ?!
NudYs'm����
YOU ARE READING
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfiction„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)