თავი 6

519 42 0
                                    


    ჩვენი ახლადწამოწყებული ურთიერთობა მთელი სიძლიერით მოედო სხეულებს და ყოველ დღე ერთმანეთისთვის იმაზე მეტი ვხდებოდით , ვიდრე ვიყავით გუშინ. თუმცა ამბობენ, შეუძლებელია თანაბარი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, შეუძლებელია ორივეს უყვარდეს ერთმანეთი ერთნაირად. ყოველვის არსებობს განმასხვავებელი მისხალი , რომელმაც შეიძლება ყველაფერი გადააწყვეტინოს ადამიანს. დარწმუნებული ვიყავი , რომ ეს ნაკლებობის მისხალი მასში არ არსებობდა და მისი გრძნობა შესაძლოა იმაზე მეტიც იყო , ვიდრე ჩემი.
ყოველი სუსხიანი დღის დილა გაზაფხულის სურნელით იწყებოდა და მიუხედავად იმის , რომ ზამთარში შეუძლებელია საკურის სურნელით ტკბობა , მე მას ვგრძნობდი. მიუხედავად გამოუცდელობისა და ჯერ კიდევ დამახასიათებელი ბავშვური ქცევებისა , ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ისეთივე ვნებით , როგორიც ზრდასრულებს ახასიათებს და ისეთივე სიწრფელით , როგორც ბავშვებს. ორივე ვცდილობდით დაგცვეცვა დაუწერელი ზღვარი, რომლის შესახებ უბრალოდ ვიცოდით, მიუხედავად იმის, რომ მისი ხილვა არ შეგვეძლო. თუმცა ეს ზღვარი დღითი დღე სუსტდებოდა , განსაკუთრებით მაშინ , როცა ჩვენი სხეულები თანაბარი რითმით ჰყვებოდა მელოდიას.
დარბაზის მთელი სივრცე მხოლოდ ჩვენი სიყვარულის განუსაზღვრელი ძალით იყო შევსებული , რომელსაც ემატებოდა წამიარად აჩქარბული გულის ხმაურიანი ბაგაბუგი. ყოველ ჯერზე, როცა მისი ხელები ჩემს წელს ეხებოდა და ბუმბულისებრ იატაკზე შეუხებლად კვლავ დიდი სიძლიერით მიახლოვებდა სახეს, სისხლი დიდი სისწრაფით იწყებდა დინებას და ვგრძნობდი, რომ ოდესმე ძლიერი გრძნობა ერთიანად ამოხეთქავდა ჩვენი სხეულებიდან.
ყოველი ნაბიჯი, თითების ნაზი მოხვრა თუ რითმული სუნთქვა, ყველაფერი მისი დამსახურება იყო და მისით შთაგონილი. ყველაფერი რაც ხდებოდა ამ ხანმოკლე დროის განმავლობაში იმაზე მეტი იყო, ვიდრე ჩვენ ორივეს წარმოგვედგინა.
დილით ადრე ავდექი , ფორიაქის გრძნობით. არ ვიცი , რით იყო გამოწვეული ეს , მორიგი სუსხიანი დღის სიცივით , თუ იმით, რომ დღეს პირველად ავღნიშნავ ჯონინთან მისვე დაბადების დღეს. ლექციების შემდეგ კვლავ სახლში დავბრუნდი, მინდოდა დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღე ყოფილიყო. მსუბუქი კაბა და თბილი ხაკისფერი მოსაცმელი ჩავიცვი, რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა. გრძელი თმა გავიშალე და ტუჩებს მსუბუქად დავატყე წითელი ელფერი. ყვითელი, ზამთრისთვის უჩვეულო ფერის ჩანთა გადავიკიდე და საცეკვაო სტუდიისკენ გავემართე.
უკვე 3 დღეა არ მენახა ჯონინი, დებიუტის მზადებისთვის გადატვირთული გრაფიკის გამო და უმისობით გატარებული ყოველი წუთის ანაზღაურების დაუკოებელი სურვილი მქონდა, რომელთათვის საკუთარი თავის დამორჩილება უკვე მყარად მქონდა გადაწყვეტილი. კარი გასაღებით გავაღე, რადგან კაკუნის შედეგად მხოლოდ ყრუ ექო მოისმოდა, რკინის კარიდან ადენილი. კარი ნელ-ნელა შევაღე და მხოლოდ სრული სიბნელე შემეგება, რა თქმა უნდა, ჯერ ის არ მოსულა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ოთახში ღრმად შევაჭერი, კედელთან , სადაც სავარძელი იდგა. მაგიდაზე პატარა ყუთი დავდე და მოსაცმელი მივაფინე და მეც იქვე ჩამოვჯექი, ჩანთაში დავიწყე ქექიალი. ორი შუშხუნა ამოვიღე და მაგიდაზე დადებულ ყუთს ჩავავლე ხელი და სარკეებიან ოთახში შევაჭერი, სადაც ყოველ წამს ვამოწმებდი , ხომ არ აუჩქარა დრომ სვლა. უკვე 9 საათი ხდებოდა, როცა დარბაზში წინასწარმომზადებული წარწერები გავაკარი და იქვე ჩამოვჯექი ამოსუნთქვით :
- ჰუჰ, მოვასწარი - კიდევ ერთხელ დავხედე საათს და კედელს მივეყუდე.
თვალები დავხუჭე, დაღლილობისგან ისე დამეძაბა ქუთუთოები, მეგონა მათ ვეღარასდროს გავახელდი. თითებით ტელეფონს მჭიდროდ ჩავეჭიდე ...ფიზიკური სისუსტე და სიფხიზლის სურვილი ერთმანეთს შესჭიდვოდნენ და არცერსთს სურდა დათმობა, სწორედ ამ გრძნობათა ჭიდილში ვიყავი, როცა ხელში ვიბრაცია ვიგრძენი :
- „სუა, მაპატიე დღეს ვერ ვახერხებ..." - შეყობინება წავიკითხე და ტელეფონი გვერდზე გადავდე.
მოკეცილი მუხლები გავშალე და იატაკს დავაყრდნე. სარკეებს შევხედე, რომელთაც მისალოცი წარწერები და საუკეთესო სურვილები ახალისებდა . არ ვიცი რა მეფიქრა, შესაძლოა მისგან ზედმეტად ბევრს მოვითხოვდი, შეიძლება ყველაფერს მე ვხედავდი ზედმეტად მგრძნობიარედ. სწორედ ახლა ვიგრძენი შიში, რომელიც ყოველ უჯრედში მჭიდროდ ჩასახლდა, შიში , რომ ის აღარასდროს მოვიდოდა.
თავი მუხლებში ჩავრგე , როცა თმაზე შეხება ვიგრძენი, რასაც მისი სურნელი მოჰყვა.თავი ნელ-ნელა ავწიე და ცრემლიანი თვალებით, რომელთა სისველის მიზეზი ჩემთვისაც გაურკვეველი იყო, მის სახეს მივაპყარი მზერა. ის იღიმოდა , თუმცა ჩემი შესიებული თვალების დანახვისას უმალ შეეცვალა მიმიკა და სახეზე შიშის ელფერი დაედო, გაუგებრობით და ჩემი სახის ტკივილით გამოწვეული. ტუჩები ოდნავ ავამოძრავე და მას მხრებზე შემოვახვიე ხელები, მთელი ძალით ვუჭერდი და ნერწყვს სირთულით ვყლაპავდი, რადგან ჯერ კიდევ ჩამომავალი ცრემლები სუნთქვასაც მირთულებდა.
ჯონინმა წელზე შემომაჭდო ხელები და ნიკაპი კვლავ ნიკაპზე მხარზე ნაზად დამადო, თითქოს იცოდა რა იყო ჩემი ცრემლების მიზეზი , მან მიჩურჩულა :
- მე აქ ვარ
ამ სიტყვებმა შვება მომცა, თუმცა ამ შვებას არ სცილდებოდა ტკივილი , რომელსაც ამ წუთას განვიცდიდი. არ ვიცი რატომ დამეუფლა ეს გრძნობა, გული გამალებით მიცემდა და მისი გაშვება არ მინდოდა. უფრო ძლიერად ვებღაუჭებოდი და მთელი გრძნობით ვეკვროდი მას სხეულზე. ჯონინმა ხელი თავზე გადამისვა და თმის მთელ სიგრძეს გაუყვა წელამდე. ნიკაპი ნელ-ნელა აიღო და კვლავ მე შემომხედა :
- რა ლამაზი ხარ - მითხრა მან და დაუშურებლად ჩამოსული ცრემლები თითით მომწმინდა.
მისი დანახვა ჩემთვის სიცოცხლეს ნიშნავდა, რომელსაც მისთვისვე დავთმობდი. კიდევ რამდენიმე წამი ვიდექი ასე გაშეშებული და მხოლოდ მისი მზრუნველი გამომეტყველებით ვტკბებოდი, შემდეგ კი უფლება მივეცი საკუთარ გრძნობებს, ამოეხეთქათ.
ჯონინის ტუჩებს ნელ-ნელა მივუახლოვდი და ნოტიო , ჯერ კიდევ შეწითლებული ელფერით მოფენილი ტუჩები მივადე. თვალები დავხუჭე, არ მინდოდა ეს წუთები ოდესმე დასრულებულიყო. მისი სურნელით ვსუნთქავდი და მისით იჟღინთებოდა ყველა უჯრედი, ახლა მე მისით ვიყავი ავსებული. ძალა არ მყოფნიდა , რომ ლამაზი ყავილის ტკბილი ნეკტარისთვის თავი დამეხსნა.
ჯონინმა წელიდან ხელებით მკლავებს აუყვა და მხრებზე თითები ნაზად დამადო და ღრმად თვალებში ჩამხედა :
- მაპატიე
საპასუხოდ ჩავეხუტე კვლავ და კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე. ის ახლა აქ იყო, ამიტომ შიშმა და ფორიაქმა უმალ დატოვა ჩემი სხეული და ძალიან შორს, სადღაც შავ სივრცეში გადაიკარგა, სადაც მე ჯერ ფეხი არ დამიდგამს .
- დაბადების დღეს გილოცავ , ჯონინ - ჩავჩურჩულე მას და დავიხარე რათა შუშხუნა ამეღო
- ბუხ , შხ,შხ,შხ - შუშხუნის ხმა.
ჯონინი შიშსგან შეხტა , მიუხედავად იმის , რომ თვითონ მეხმარებოდა მის ანთებაში. მისმა რეაქციამ ცრემლები საბოლოოდ უკუყარა და სიცილი მომგვარა :
- ჰაჰაჰა - ჩავიხითხითე მე და მის სახეს კვლავ მივაჩერდი.
- რა? - ჩაიბურდღუნა მან და თავზე ხელი წაივლო.
- სურვლი ჩაიფიქრე - ვუთხარი მას და ყუთიდან ტორტი ამოვიღე
- სანთლები ? - დახედა ტორტს.
ჯონინს ტორტი მივაჩეჩე და ყუთიდან ერი სანთელი ამოვიღე. ტორტში ჩავარჭე და სულის შებერვა დავუწყე , რადგან მასზე ჯერ კიდევ ეყარა ფერადი ფურცლები, შუშხუნებიდან ამოხეთქილი. ჯონინმა ტორტი წამისებური სისწრაფით დაბლა ჩამოსწია და ტუჩები ჩემსას მოაბჯინა :
- ჰეი, რას აკეთებ ? - წამოვიყვირე მე
- ჩემი საჩუქარი სად არის ? - კითხვითვე მიპასუხა მან.
- ჯერ სურვილი ჩაიფიქრე - ჩავუკარი მას თვალი.
ჯონინმა სწრაფად აანთო სანთელი და მას გაუსწორა თვალი ... ნეტა ახლა რაზე ფიქრობს, რა არის მისი საოცნებო, სანატრელი.... რა სურს , რომ განხორციელდეს.. როგორ მაინტერესებდა , თუმცა კითხვას ვერ ვბედავდი, რადგან მეშინოდა , რომ მისი სურვილი მე არ მითვალისწინებდა.
სული შეუბერა და მოლაპლაპე სანთელი ჩააქრო.
- ახლა საჩუქრის ჯერია - კვლავ წამოჭრა თემა ჯონინმა
ტორტს გვერდიდან კრემი მოვაცალე და პირდაპირ მის სახეს წავუსვი
- გილოცავვვვვვვ - ხტუნაბით დავბზრიალდი და როცა კვლავ პირისპირ აღმოვჩნდი ჯონინმა ტკბილი ტუჩები კვლავ ჩემსას შეახო.
- აააააააა - დავიყვირე მე და გაბრაზებულმა ახლა სახის უფრო დიდი ნაწილი მოვუსვარე თეთრი კრემით.
ჯონინმა იატაკს დახედა , თვალთან სახლოვეში მოხვედრილი ტკბილი, თეთრი ქაფი მოიშორა და ტორტი , რომელიც ხელში ეჭირა პირდაპირ სახეში შიმაზილა.
რამდენიმე წამი სუნთქვა შემეკრა, რადგან ტკბილი მასა ისეთი სიძლიერით და იმდენად მოულოდნელად მომეკრო, რომ მისგან გათავისუფლება გვიან მოვიფიქრე.
- აჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ - ბისკვიტი სახიდან მოვიცალე და ღრმად ჩავისუნთქე.
ჯონინი კარგად ხვდებოდა, რომ ახლა ჩემში სიბრაზე სინათლს სიჩქარით იზრდებოდა, რომლის შესახვედრად მან ჩემკენ გამოიწია.
თითებით ლოყებიდან კრემი მომაცილა და ღიმილით მიყურებდა. როგორ მინდოდა ახლა მისთვის მეყვირა მოთხუპნული სახისა და კაბის გამო, რომლის საყიდლად ფულს 3 კვირა ვაგროვებდი, თუმცა ამის გაკეთება ვერ შევძელი და უნებურად, ყოველგვარი ბოროტ განზრახვის გარეშე მას ჩავეხუტე.
- სუააააააააააააააა
- აჰ, ტორტი აღარ გვაქვს - დავაყოლე და ჩავიღიმე.
- სამაგიეროდ გვაქვს ლუდი და ქათამი !
- მართლა ? - გაკვირვებით შევძახე
- უჰუ !
- მაგრამ ...
- რა ?
- ასე უნდა ვიჯდეთ ? - ვკითხე მას და ჩემს სახესა და მის დასვრილ პერანგზე მივუთითე.
- ამმმ, შეგიძლია შხაპით ისარგებლო.
- მაგრამ , ჩემი კაბა....
ჯონინმა შემომხედა და დააყოლა :
- ვფიქრობ კაბის გარეშეც კარგი სანახავი იქნები
- ჰეიიიი .
- შემოსაცმელი მაქვს , შეგიძლია ის ჩაიცვა. - თავი დამიქნია და ოთახში გავიდა, სადაც ტოვებდა ნივთებს , ყოველი შემთხვევისთვის.
შხაპის წვეთებმა მთლიანად ჩამორეცხა სიტკბო, რომელიც აღმებეჭდა კანზე , მაგრამ სანაცვლოდ გულის რითმი ამიჩქარა. პირსახოცით თმა ოდნავ შევიშრე და ჯონინის სპორტული შემოსაცმელი ზმეიკით შევიკარი, რომელიც ბარძაყების ნეხევარს მიფარავდა და თუ ცოტა ძალასაც დავატანდი დაბლა ჩამოწევით , შეიძლებოდა მუხლებამდეც მიეღწია, რომლის ქვევით სივრცეს მაღალყელიანი წინდები მიფარავდა.
საშხაპედან გამოვედი , კაპიუშონი წამოვიფარე და კვლავ სარკეებიან დარბაზში შევედი, სადაც ჯონინი წელს ზევით თითქმის შიშველი იდგა :
- ომომო - დავიყვირე მე და წამში ზურგით შევტრიალდი
ჯონინმა მაისური ტანზე ჩამოიცურა და ჩემკენ გამოემართა.
- თმა სველი გაქვს - მითხრა და პირსაწმენდი ხელიდან გამომგლიჯა.
კაპიუშონი ზურგზე ჩამომიგდო და სველი თმის სრესა დაიწყო.
- ახლა უკეთესია - კაპიუშონი კვლავ წამომაფარა და შნურუკებით მჭიდროდ შემიკრა
- ეჰუ, ეჰუ (ხველების ხმა) - ჯონინ !
- წამოდი, წამოდი . ქათამი ძალიან გაცივდება.
ორივე იატაკზე მოვკალათდით. ჯონინმა ორი ყუთი გახსნა და ყოველ ჯერზე , როცა კი იატაკს დაჰყურებდა სიწითლე ემატებოდა მის სახეს, რადგან ოდნავ მოშიშვლებული თეთრი ფეხები მას უხერხულობის გრძნობას უჩენდა, ომელსაც მე ვერ ვამჩნევდი.
- სუა
- ჰუმ - ვუპასუხე ქათმის ღეჭვით.
- სხვისი შემოსაცმელი არასდროს ჩაიცვა.    

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora