თავი 3

762 49 1
                                    


ცხოვრება სეულში და ამ პატარა ოთახში იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. ფოთოლთა ცვენა მალევე ფიფქებმა ჩაანაცვლეს და ყოველ დღე ქუჩები ხელახლა იფიფქებოდა , მოსაღამოვებულს კი ადამიანთა კვალდამჩნეული გზები სხვადასხვა ისტორიებს ასახავდნენ - ზოგჯერ მარტოხელათა ნაბიჯებს, ზოგჯერ კი სიყვარულით გაჟღენთილ კვალს.
თითქმის 2 თვე გავიდა, რაც მუშაობა დავიწყე და მას შემდეგ , რაც პირველი რითმული მოძრაობა გავაკეთე ჩემი მასწავლებლის დახმარებით.

ჩვენი ურთიერთობა თანდათან სხვა სახეს იძენდა და ამას ორივე კარგად ვხვდებოდით. ყალიბდებოდა გაცილებით მგრძნობიარე ურთიერთობად , ვიდრე ამას მეგობრობა ითვალისწინებდა. ცეკვის დროს უხერხული მომენტები ხშირად სუნთქვის შეკვრის და გულის აჩქარების მიზეზი ხდებოდა.

ჩემი მდარე ცხოვრება იცვლება და ბობოქრობს. ღელვა შიგნიდან, გულიდან იწყება და ერთხელაც გადმოხეთქავს, ერთხელაც მის მკლავებში უსუსური აღმოვჩნდები.
ყოველ საღამოს დარბაზის ცარიელ სივრცეს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიპყრობდით. ჯონინი სათუთად აკეთებდა ყოველ მოძრაობას და ჩემი სხეულის დაყოლიებასაც ცდილობდა ხელისგულის ტალღოვანი გადასმით.
- წელი უფრო მეტად გადახარე , ეცადე ტალღოვნად გააკეთო .. აი ასე- დეტალურად მაჩვენებდა ყოველ ილეთს, რომელზეც თვითონ უკვე დაოსტატებული იყო.
მოძრაობას ვიმეორებდი, თუმცა დაძაბულობა არ მეშვებოდა . შეგრძნება მქონდა , რომ ხელ-ფეხზე ბორკილები დაედოთ და ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მეძლეოდა. ნეტა თუ თვითონაც გრძნობდა სიმძიმეს და სურდა შემაკავებელი ბარიერის გაგლეჯა, თავისუფლების სამყაროში მთელი სხეულითა და სულით გასვლა, როგორც მინდოდა ახლა მე, რომლის დაუოკებელი წყურვილი წვავდა ჯერ კიდევ ნორჩ სხეულს. მუდამ ამგვარი ფიქრებით გაჟღენთილი, ნუ თუ მხოლოდ მე ვგრძნობდი , რომ მალე შევიშლებოდი?!
- ასე არა, მოდუნდი - მითხრა ჯონინმა და კიდევ მომიახლოვდა
ხელი ჯერ წელზე მომხვია , რათა თავი უსაფრთხოდ მეგრძნო, შემდეგ გადახრაში დამეხმარა და მისი სხეულიც ჩემსას გადმოაყოლა ისე, რომ მის სუნთქვას ჩემს მკერდსა და კისერზე ვგრძნობდი.
- მაქსიმალურად გადაიხარე და ხელები მიაყოლე მოძრაობას - ცალი ხელით წელზე მიჭერდა , მეორეთი კი ჩემს ხელს ჩაჰკიდა და ტალღოვნად აამოძრავა.
ვცდილობდი ინსტრუქციისთვის არ გადამეხვია, მის ხელს მივენდე და მოძრაობის გაკეთება დავიწყე. ნელ-ნელა წელი უკან გადავიხარე და ხელების ნელი მოძრაობებით იატაკს შევეხე თითებით.
- აჰ, მეტი აღარ შემიძლია - ამოვიკვნესე , რადგან ახლა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ სიმხურვალეს ერთიანად ავეტაცებინე და ვცახცახებდი.
- არ ადგე ! - მიპასუხა სიმკაცრით.
- არ შემიძლია - ნერწყვი სირთულით ჩავყლაპე, რადგან მისი სახე ახლა ჩემი სახის პირისპირ იყო, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით.
- ეცადე წონასწორობა დაიჭირო ! - კვლავ აგრძელებდა ჩემს დარიგებას და თავი ოდნავ გვერდულად გადახარა, რათა ჩემს თითებს მისწვდომოდა, რომლითაც იატაკს ვეყრდნობოდი.
- ახლა წავიქცევი - წამოვიყვირე და ორივე ხელით უცბათ ჩავებღაუჭე მის მაისურს ძალაგამოცლილი.
გაუთვალისწინებელი მოძრაობის გამო იატაკზე აღმოვჩნდით . თითქოს ეს განზრახ იყო დაგეგმილი ბედის მიერ, რომ ახლა ორივე სხეულჩახუტებულნი აღმოვჩენილიყავით ცივ იატაკზე. შიშისგან თვალები დავხუჭე, მაისურს კვლავ სიძლიერით ვუჭერდი ხელს და გაშვებას არ ვაპირებდი, რადგან ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ვარდნის პროცესი არ დასრულებულა და გრავიტაციასაც არ შეუსრულებია ბოლომდე თავისი საქმე.
- ჰეი , გაახილე თვალები - ჯონინი მკლავებით იატაკს ეყრდნობოდა , სხეულით კი მე მეკვროდა. მის ყოველ ნაწილს ვგრძნობდი და სიწითლე უფრო მემატებოდა, რის გამოც შეურაცხადივით წამოვიყვირე :
- ჰა? გადადი ! გადი, გადი. რას აკეთებ ?
- ვერ გადავალ - რამდენიმე გრადუსით გადაწია თავი ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს.
მისი სახე არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩემს სახესთან . მისი ყოველი მოქმედება საბაბი იყო ჩემი სიგიჟის , მიზეზი გულის რითმის დაუოკებელი აჩქარების. თვალები გავაფართოვე და თავი გვერდზე გავატრიალე.
- რას აკეთებ ? გითხარი გადადი მეთქი !
- სუა, ხელებს ისე მაგრად მიჭერ , ვფიქრობ ვერ ავდგები - მომიგო ჯონინმა და წამოწევა სცადა, მაგრამ ...
- აჰ, ხელები - ამის გაგონებაზე ხელები უცბათ გავუშვი და მკერდზე ვკარი ხელი.
ჯონინი გვერდზე გადაგორდა , ერთმანეთის პარალელურად აღმოვჩნდით. ალბათ მასაც უცემდა გული გამალებით და ორიოდე წუთი გონზე მოსასვლელად და სუნთვის რითმის დასაჭერად დადუმდა, რის შემდეგ დააყოლა :
- რა კარგია ასე ყოფნა.
- როგორ? - ვკითხე მე.
- აქ, შენთან .
ჯონინს გავხედე, ჭერს შესცქეროდა და თითებით იატაკზე მოძრაობებს აკეთებდა , თითქოს ჩემს ხელს უახლოვდებოდა. ვერ გამეგო, ან მეშინოდა იმის გაგება თუ რატომ თქვა ეს სიტყვები „აქ, შენთან", რადგან ყველაზე მტკივნეული იმის გაცნობიერება იქნებოდა, რომ მისი სიტყვები სულ სხვას გულისხმობდა.
- ადექი და დამეხმარე ადგომაში - მივუგე მე.
ჩემკენ გადმოტრიალდა და შემომხედა .
- სუა, მე... - დაიწყო ჯონინმა , მაგრამ გავაწყვეტინე.
- მგონი ფეხი ვიღრძე , ძალიან მტკივა. - ამოვიკვნესე ტკივილისგან.
ჯონინი უცბად მუხლებზე წამოხტა და თბილი თითების ნელი მოძრაობით კოჭის არეს მიმოწმებდა.
- აქ გტკივა?
- აჰ, აჰ კი , მანდ.
- ადგომას შეძლებ?
- კი.
მისი დახმარებით წამოდგომა ვცადე , მაგრამ არ გამომივიდა. ვიგრძენი როგორ შეაცურა ჯონინმა ხელი წელისა და დუნდულების ქვეშ და ხელში ამიტაცა... ამიტაცა - მსუბუქად ნათქვამია, რადგან მისთვის საკმაოდ მძიმე ვიყავი. სირთულით გასწორდა და დარბაზის კარისკენ დაიწყო სვლა.
- დამსვი, ცალი ფეხი სახსალამათი მაქვს. - მივუგე მას .
- ნუ ფართხალებ, ვერ ხედავ ძლივს მიგათრევ?! რამდენს ჭამ ? - სიცილით აღმოხდა მას და ხელები კიდევ შეარხია , რათა უფრო მჭიდროდ შემოეხვია ჩემი სხეულისთვის.
ამ სიტყვებზე გაბრაზებულმა მხარზე მაგრად ვუკბინე , რის გამოც ისევ დაბლა აღმოვჩნდი .
- ჯონინ ! ააააა, ფეხი.
- აააააჰ, ახლავე მოვალ - მითხრა და დარბაზიდან გავარდა.
რა თქმა უნდა, ტკივილი არც თუ ისე აუტანელი იყო , მაგრამ მინდოდა ამის გამო ცოტა მაინც ენერვიულა, მინდოდა ყურადღება გადაეტანა , რადგან - „სუა, მე..." - სიტყვების გაგრძელების ძალიან მეშინოდა. სანამ კვლავ ოთახში დაბრუნდა , ფეხზე წამოვდექი და კოჭლობით გავედი. ჯონინი კარებში შემეჩეხა :
- შენთვის არ შეიძლება ფეხის დაძაბვა , რატომ ადექი?
- ვეღარ ვითბენ.
- რას?
- გამატარე - ხელი ვკარი და ცალ ფეხზე ხტუნვით საპირფარეშოსკენ გავიქეცი.
კარები მაგრად მოვიჯახუნე, საგულდაგულოდ ჩავკეტე და ონკანს მივვარდი.
- აჰ, ახლა ავფეთქდები - ველაპარაკებოდი საკუთარ თავს და ცივ წყალს სახეზე ვისხურებდი.- ასე რატომ მემართება , როცა მიახლოვდება ? სულ შევიშალე - წყალი კიდევ ერთხელ შევისხე და მისაღები ოთახისკენ გავედი, სადაც ჯონინი „პირველადი დახმარების" ყუთით მელოდებოდა.
ყუთიდან ბინტი და მალამო ამოიღო , გვერდზე გადადო და ხელის დაკვრით მანიშნა , რომ დავმჯდარიყავი.
- აქ ჩამოჯექი .
ჩემ გვერდით დაჯდა , ფეხსაცმელი გამხადა და ფეხი კალთაზე დაიდო. ნელი მოძრაობებით მასაჟს მიკეთებდა, შემდეგ დაწოლას მოუმატა, სულ უფრო და უფრო მეტად მაჭერდა ფეხზე.
- არ გტკივა? - გაკვირვებულმა მკითხა
- აჰ, კი ! მტკივა, როგორ არა ! ნუ მიჭერ - მივუგე უკმაყოფილოდ
- მალამოს წაგისვამ და აღარ გეტკინება.
მისი ღიმილი ისეთი ლამაზია, ისეთი დაუნდობელი, არ ვიცოდი , როგორ მოვქცეულიყავი, რომ არ შეემჩნია ჩემი გრძნობები.
ჯონინმა მალამო ფრთხილად წამისვა და წინდა ფრთხილად ცამაცვა და პლედი გადამაფარა. იმედია მალამოს უკუეფექტი არ ექნება , რადგან ტკივილს ახლა საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
- უკვე წასვლის დროა - ვუთხარი მე და საათს გავხედე.
- ცოტა ხანი ასე იყავი, შეიძლება დაგისივდეს.
ცოტა ხანი საკმაოდ გაიწელა , თუმცა მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ბედნიერებას მანიჭებდა.
- ე.ი აპირებ იბრძოლო დიდ სცენაზე მოსახვედრად ? - ვკითხე მე.
- კი ! ეს ჩემი ოცნებაა და არ ვაპირებ შეჩერებას.
- ძალიან მიხარია , ასე მყარად რომ გაქვს გადაწყვეტილი - მივუგე მე.
- მინდა , შენც ასევე ფიქრობდე.
- ფიქრობ გამომივა ?!
- ყველაფერი შენ ხელშია, მითუმეტეს ჩემნაირი მასწავლებელი გყავს - მიპასუხა და გადაიხარხარა , როგორც სჩვევია.
- ვეცდები.
- არა , დამპირდი !
- მაშინ გპიდები - ვუთხარი და „ხელშეკრულების" დადების ნიშნად ხელი ჩამოვართვი.
- ფაითინგ!
მისმა სურვილმა მეც ამიყოლია, ახლა უკვე ხშირად ვფიქრობდი , რომ შრომის ფასად შევძლებდი მიმეღწია რამისთვის. ჯონინი თავდაუზოგავად მუშაობდა და ასევე მიზიარებდა მის გამოცდილებასა და ცოდნას. ქასთინგი , რომელსაც ასე ელოდა , ახლოვდებოდა. ესემი-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში იგი, რა თქმა უნდა, აპირებდა მონაწილეობას.
- სუა !
- ჰუმ?
- შობას სად ხვდები ?
- სახლში
- ოჯახთან უნდა წახვიდე ?
- არა , აქ , სეულში.
- მაგრამ შენ  მარტო ცხოვრობ...
- ჰო - ვუთხარი მე და უკმაყოფილოდ დავიჯღანე.
- მართლა , ქასტინგზე რა ხდება ? პასუხები არ ყოფლა ?
- არა , სამწუხაროდ ჯერ არაფერია ცნობილი.
- დარწმუნებული ვარ , რომ ყველაფერი გამოგივა . თქვენი დებიუტი ხალხს თავს შეაყვარებ - მივუგე მას და გავუღიმე.
ჯონინი ჩემკენ მოიწია და ხელები შემომხვია
- ძალიან მიხარია, გვერდში რომ მიდგახარ ! ამას არასდროს დავივიწყებ , სუა .
- ჰეი , რა სენტიმენტალური ხარ , ჰაჰა - ვუთხარი და ხელი გავაშვებინე– რა თქმა უნდა , არ უნდა დაივიწყო.
- დღეს რა ვჭამოთ ? - მკითხა და ეშმაკურად გადმომხედა.
- მე ცხელი რამენი მინდა.
- შემჭვარ ქათამზე რას იტყვი ?
- ააა, არა ! მძულს ქათამი.
- მე კი მიყვარს - დაჟინებით მითხრა.
ყოველი დღე ასეთი საუბრით სრულდებოდა და , რა თქმა უნდა, 2 პორცია შემწვარი ქათმით.
ზამთრის სუსხმა მთლიანი სივრცე მოიცვა , სეულის ქუჩები თეთრად შეიფერა. კაშკაშა ნათურებით მორთული ქუჩები ზღაპრულ სამყაროს ჰგავდა, მიუხედავად იმის , რომ ოჯახისგან შორს ვიყავი, მარტოობას არ განვიცდიდი, მე ხომ მყავდა მეგობარი - ჯონინი.
- სუა, მართლა არ აპირებ საშობაოდ სახლში ჩამოსვლას ?
- დედა, უკვე მაქვს გეგმები, მაპატიე ... თან სამსახურს ვერ გავაცდენ - საუკეთესო მიზეზი სამსახური იყო , რათა სახლში არ დავბრუნებულიყავი. ალბათ იფიქრებთ, ოჯახი არ მიყვარს , არ მენატრება! არა ასე არაა. უბრალოდ მინდოდა ერთხელ მაინც განსხვავებულ გარემოში გამეტარებინა შობა .
25 ში სამსახურში დილით ადრე მივედი, რადგან ბატონმა პარკმა დამიბარა, სადაც მასთან ერთად კიდევ ერთი, ხანში შესული კაცი დამხვდა.
- სუა, უკვე მოხვედი?!
- დიახ. - ვუპასუხე და თავი დავუხარე ოთახში მყოფთ.
- ეს ბატონი ჩოია, დარბაზი მას ეკუთვნის.
- აჰ , გამარჯობა - კიდევ ერთხელ მივესალმე- აქამდე არ მინახავხართ.
- დიახ, პრობლემების გამო ვერ მოვახერხე მოსვლა, მაგრამ შენი გაცნობა მინდოდა.- ღიმილით მიპასუხა მოხუცმა. - ჯონინი ბევრს ლაპარაკობს შენზე.
თავი სირცხვილისგან ჩავხარე და კიდევ ერთხელ დავუქნიე.
- დარბაზის დაკეტვას ვაპირებ 1 კვირით, ამიტომ შეგიძლია აღარ მოხვიდე ხოლმე და დაისვენო. - განაგრძო მენეჯერმა პარკმა
- მადლობა ბ.ნ პარკ.
- აჰ, ეს კი შენ - მითხრა ჭარარაშერეულმა და პატარა ყუთი მომაწოდა.
- მე? მადლობა დიდი- ყუთი გამალებით გავხსენი, სადაც ორი მოცეკვავის ქანდაკება დამხვდა.
- მენეჯერმა პარკმა მითხრა , რომ შენ და ჯონინი ხშირად მეცადინეობთ ერთად, ამიტომ გადავწყვიტე მეყიდა თქვენთვის საჩუქრად. როცა იფიქრებ , რომ ძალები აღარ გყოფნის და მოისურვებ თავი დაანებო და წყალში გადაყარო მთელი შრომა, ამ სუვენირს შეხედე და ეგ აზრები ამოიგდე თავიდან.
- დიდი მადლობა - გულაჩუყებულმა ვუთხარი და მაგრად შემოვეხვიე გაჭაღარავებულ მოხუცს. ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობდით.
სასიამოვნოა , როცა შენზე ზრუნავენ, მაგრამ ამაზე მეტად გამახარა ფაქტმა, რომ დასახული მიზანი სხვათათვისაც შესამჩნევი გახდა, რაც უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა.
შობას პირველად ვხვდები მარტო, მაგრამ საშობაო განწყობა , რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე მქონდა. სახლი , შეძლებისდაგვარად , მოვრთე - ბავშვობიდანვე ვგიჟდებოდი საახალწლო ფერებით და სუვენირებით აჭრელებულ ოთახზე. თუმცა ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებზე კარგს ვერაფერს ვიტყვი . ვინ ხვდება ახალ წელს რამენით ? რა თქმა უნდა, მე !
- აჰ , უკვე თითქმის 12-ია , მე კი რამენი ჯერ კიდევ მზად არ მაქვს - ჩავილაპარაკე და საბანში გახვეული ფეხზე წამოვდექი.
რამდენიმე შეკვრა გავხსენი და ცეცხლზე შემოვდგი .
- დღეს შემიძლია თავს საჩუქარი გავუკეთო და ჩვეულზე მეტი შევჭამო , ამით არც არაფერი დაშავდება - ვიმშვიდებდი თავს.
ტელევიზორი ჩავრთე, ყველა არხზე ცნობილი სახეები ხელს გვიქნევდნენ ლამაზად მორთული დარბაზებიდან :
- აჰ, მეც მინდა იქ ! - ჩავილაპარაკე და გავაგრძელე მათი სახეების დათვალიერება . რამენი ჩხირებს შემოეხვია – უჰ , აშშშ ცხელია – ჰუუუ , ჰუუუ . – ვუბერავდი სულს.
- დუმ, დუმ (ათვლის ხმა)
- სურვილი, სურვილი, სურვილი უნდა ჩავიფიქრო - შემოხვეული საბანი გადავიძრე .
- ააა , სად წავიდა ჩემი სუვენირი.
ოთახში მიყრილ ნივთებს თვალი გადავავლე და კომოდზე დადებულ სუვენირს ხელი ვტაცე. ტუჩებთან ახლოს მივიტანე და ჩავჩურჩულე: 
- მინდა ...– კარებს გავხედე – აიშ ვინ არის ამ შუაღამისას?
- ტუკ , ტუკ , ტუკ (კაკუნის ხმა)
- ვინ არის ამ დროს ? - თვალებს ვაცეცებდი და კარებს ეჭვით ვუყურებდი.
- ვინ ხარ ? - გავძახე და ხელში ტაფა მოვიმარჯვე
- მე ვარ, ჯონინი
- ჰა? შენ აქ რა გინდა ?! - დავუწყე დაკითხვა
- აა, ცივა გააღე მალე გააღე.
ჯონინი კანკალით შემოვარდა სახლში , ცალი ხელით მომაჩეჩა ხელში ყუთები, მეორეში კი შუშხუნა მოიმარჯვა
- ეს რა არის ?
- შემწვარი ქათამი და ტორტი
- რატომ მოიტანე?
- შობა უნდა აღვნიშნოთ და კიდევ 2 მიზეზი...
- კიდევ რა?
- ასანთი მოიტანე მალე , მალე, უკვე 12 ხდება .
გაზქურსთან მივვარდი და ასანთი ავიღე
- მითხარი რა უნდა აღვნიშნოთ?
ჯონინმა შუშხუნას ცეცხლი მოუკიდა და ხელში მომაჩეჩა :
- აჰა ეს დაიჭირე, ანთებისაც მეშინოდა მაგრამ.. ახალი წელია.
შუშხუნა მარჯვენა ხელში მოვიმარჯვე და ჯონინს მივუბრუნდი:
- რას აღვნიშნავთ ?
- ახალ წელს !
- კიდევ ?
- სუა, დებიუტის თარიღი დათქვეს ! ჩვენ მალე სცენაზე აღმოვჩნდებით - მითხრა და მაგრად ჩამეხუტა.
- ააააა, გილოცავ ! მე მჯეროდა შენი , ძალიან მიხარია - ახლა მე უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი.
ნათელი ბედნიერების დრო ამოიწურა , სამწუხაროდ
- ბუხ (აფეთქების ხმა)
შუქი მთელ სახლში ჩაქვრა, ახლა ჩვენ სრულ წყვდიადში ვიდექით, მხოლოდ გაზქურის ალი ანათებდა მკრთალად.
- ნათურა გასკდა !!! - ვუთხარი და ხარხარი დავიწყე
- მან ჭერს შეხედა , თუმცა კი ვერაფერი დაინახა.
- ალბათ შუშხუნა ზედმეტად მაღლა ასწიე, აჰ ახლა რა ვქნათ?
- მესამე მიზეზი რა არის ?
- რა?
- მიზეზი, თვი რომ 3 იყო ...
- აჰ ხო.
ჯონინი გასწორდა, ჩამქვრალი შუშხუნა გვერდზე მოისროლა. სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი
- ჰეი სად ხარ ?

სურვილი ჩაუფიქრებელი დამრჩა, მაგრამ გონებაში ტრიალებდა აკვიატებული ფრაზა და გულს მიჩქარებდა : – მინდა , გიყვარდე , კიმ ჯონინ.

უცბად ვიგრძენი მისი გაყინული ხელები ლოყებზე, და ტუჩების სუთბო, რომელიც თანდათან მიახლოვდებოდა...პირველად გადამხდა ეს, შობის ღამეს, სრულ სიბნელეში, მოულოდნელად მან მაკოცა. მან კიდევ ერთხელ ამირია გულის რითმი და მდარე ცხოვრება , რომელიც ახლა მჩქეფარე მდინარედ იქცა.

- მე შენ მიყვარხარ! ესაა მესამე მიზეზი - ჩამჩურჩულა მან.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя