თავი 12

310 30 0
                                    


ხელშეკრულების დადების პროცედურა რამდენიმე დღე გაიწელა, რათა მისი საობოლოო სახე ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩენილიყო. ახლა , როცა კვლავ ვსხედვართ მრგვალ მაგიდასთან და დადგა დრო მოვაწეროთ ამ ქაღალდებს, ხელი არ მემორჩილება, ჯერ კიდევ არ მჯერა , რომ ჩემს ოცნებას თითქმის მივწვდი.

– „ვადასტურებ და ვეთანხმები ხელშეკრულებეის ირობებს მთელი ჯგუფის სახელით. ხელმომწერი : ჩოი სუა „ – ამოვიკითხე ბოლო ფრაზა.

– აქ მოვაწერო ? – კიდევ ერთხელ გავუმეორე კითხვა და ფურცელს დავხედე.

– დიახ – გავიგე მკვეთრი პასუხი და ხელზე სითბო ვიგრძენი.

– სუა, ნუ გეშინია – მითხრა გაიონმა. მისიმა სიტყვებმა ძალა შემმატეს.

– თუ შეიძლება დანარჩენმა წევრებმაც მოაწერეთ ხელი.

პროცესი მალე დასრულდა, გოგოები მოუთბენლად ელოდნენ მათ ჯერს და კბილებს აკრაჭუნებდნენ სიხარულისგან.

– ახლა კი , უნდა გაგეცნოთ – წამოიძახა ხანშიშესული მამაკაცის გვერდზე მჯდომმა , რომელიც 2ოდე წუთის წინ შემოვიდა ოფისში– მე თქვენი მენეჯერი ვიქნები – კან იონსუ .

მან გაგვიღიმა და ხელი პირველს გამომიწოდა :

– იმედია კარგად ვიმუშავებთ – აღნიშნა და თავაზიანობის გამოსახატავად სხვებსაც ჩამოართვა ხელი.

– მუშაობას როდიდან შევუდგებით ? – ჰკითხა გაიონმა

– პირველ რიგში საჭიროა საბუთების მოგვარება.

– რა საბუთების ?

– საფრანგეთის საელჩოში უნდა შევიტანოთ , ნუ თუ არ წაიკითხეთ ეს ნაწილი ?

ინჰას მივუტრიალდი და თავი ეჭვით გავაქნიე :

– არ ვიცი რას გულისხმობს – პირის მოძრაობით მანიშნა მან.

– ნუ ღელავთ საშიში არაფერა, ჰაჰა. თქვენი პირველი ტურნე სტარტს აიღებს საფრანგეთში , სწორედ იქ ჩატარდება რეპეტიციები , რათა გამოცდილება მიიღოთ დასთან ერთად ცეკვით.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Où les histoires vivent. Découvrez maintenant