რა თქმა უნდა, ვერ გავიგე , რა მოხდა, სად ვიყავი და რატომ მეხვია გარსს ამდენი ადამიანი. თვალები დავახამხამე და თავი ოდნავ გადავწიე. ვგრძნობდი , რომ მყარ ზედაპირზე ვიწექი და წამოდგომა როცა ვცადე მძიმე ტკივილი შემოიჭრა კვლავ ჩემს სხეულში.
– თქვენთვის მოძრაობა არ შეიძლება – ჩაილაპარაკა თეთრ მოსაცმელში გამოწყობილმა მამაკაცმა, რომელიც მონიტორს აკვირდებოდა და ჩემს სხეულს მიერთებულ პლასტმასის მილებს ამოწმებდა – შეიძლება ნაკერები გაიხსნას, ამიტომ თავს გაუფრთხილდით – დააყოლა და რაღაც ჩაიწერა სქელ დაფთარში ,რომელიც ხელში ეჭირა.
მედ–დამ ბალიში გამისწორა, ახლა უკეთ ვგრძნობდი თავს . მას მადლობის ნიშნად თავი დავუკარი და შემდეგ ოთახიდან გავიდა. სარკმელს გავხედე, სიბნელე მოსჩანდა მხოლოდ და მთვარის მკრთალი სინათლე. კარი ნელ–ნელა ვიღაცამ შემოაღო და ერთ ადამიანს დანარჩენები შემოჰყვნენ.
– სუა, სუა – მომვარდა ჰანი – როგორ ვინერვიულეთ, ვერც კი წარმოიდგენ !
– ზარზე პასუხს რომ არ გვცემდი ძალიან ვნერვიულობდით – ჩაღუნა თავი გაიონმა და ხელები თითებზე ჩამაჭდო.
– კარგად ვარ, კარგად.
– კარგად ? ოპერაცია გაიკეთე , კარგად როგორ უნდა იყო ? – გაკვირვებით იკითხა ინჰამ
– ჰო, გეთანხმები ! – დააყოლა ჰანიმ – დედაჩემს რომ აპენდიქსის ოპერაცია გაუკეთეს ერთი კვირა ვერ დადიოდა !
– ჰეიიი , რა გინდა თქვა ერთი კვირა ვერ გავივლი ? – თვალები დავჭყიტე და პირი დავაღე – შეუძლებელია, მედიცინა მას შემდეგ წინ წავიდა და ეს ოპერაციაც , ძალიან მარტივი გადასატანია – ვუმტკიცებდი მათ საწინააღმდეგოს.
– ეგრე ფიქრობ ?
– რა თქმა უნდა, აი ნახავ ორ დღეში ცეკვასაც შევძლებ.
CZYTASZ
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfiction„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)