ჯონინმა მკლავები შემომხვია ძლიერად ... არ ვიცი რამდენი ხანი გასტანდა ეს წამები : წუთებს , საათებს , დღეებს თუ მარადისობას. ახლა არ მინდა ამაზე ფიქრი, ახლა მხოლოდ მისი გულისცემის მოსმენა მინდა და განთიადის ერთად შეხვედრა, ერთმანეთის მზერით ტკბობა და ჰაერის გაზიარება.
დილის სხივები ნელა შემოიპარა დიდ ფანჯარაში და იატაკზე მიმოეფინნენ ნაზად. ჯონინმა თვალები მოისრისა და ჩემს მძინარე სახეს დახედა, რომელიც გამოღვიძების პირას იყო, რაც მისმა ნაზმა კოცნამ დააჩქარა :
– დილა მშვიდობის, ძილისგუდა – ჯონინი იდაყვს დაეყრდნო და თავი ხელის გულზე დადო. ის პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
მისი პერანგი უფრო ძლიერად შემოვიჭირე , რადგან განთიადის სუსხმა ტანში დამიარა და დამბურძგლა :
– აჰ, ჯერ ასე ადრეა . რატომ გამაღვიძე ?
– მმმ, მომეწყინა.
– რა?
– 2 საათია ასე გიყურებ .
სახეზე ხელები ავიფარე და თითები ტუჩთან მივიტანე იმის შიშით, რომ ვხვრინავდი :
– საშინელი თვისება შეგიძენია – დააყოლა მან და ჩაიცინა.
– ეს თვისება ყოველთვის მქონდა – თავი მეორე მხარეს გადავატრიალე და წამოვჯექი.
ჯონინი მხარზე ჩამომეყრდნო :
– ყველაფერი წინ გვაქვს – დამამშვიდა მან.
– წინ ? – გაოცებით ვკითხე მას – სანამ მომავალზე ვიფიქრებთ... აჯობებს წარსულში მომხდარი ფაქტები მოვაგვაროთ. ჯონინ, შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი და ამიტომ ნაადრევ... – მან წინადადება შემაწყვეტინა
– სუა, წარსული არ არსებობს. არ არსებობს არცერთი განვლილი დღე, არც ძველი შენ და მე . ახლა ამ რეალობაში ვცხოვრობთ , ამიტომ შევეშვათ წარსული მოგონებების ფორიაქს, ისინი სამუდამოდ დავტოვოთ გონების ბნელ სივრცეში.
ESTÁS LEYENDO
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfic„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)