კიბეები ნელი ნაბიჯით ჩავიარე, პიტერის შეტყობინებამ მთლიანად მიიპყრო ჩემი ყურადღება . მიუხედავად იმის, რომ მის მიმართ ნდობა მქონდა დაკარგული ამდენი გაურკვევლობის გამო, ვცდილობდი, მეპოვა ახსნა ყველაფრისთვის. მაგრამ ჩემში შიშს და უნდობლობის გრძნობამ გაიმარჯვა :
– „გსურთ წაშალოთ შეტყობინება : დიახ"
ფოთლებით მოფენილი ქუჩები ბევრ რამეზე მაფიქრებს. ოდესღაც ცას წვდებოდნენ , ახლა კი ცივ მიწას ეხუტებიან. ნუ თუ ყველას სწორედ ასეთი ბედი ელოდება ? ნუ თუ არ არსებობს მარადიულობა? მარადიულობა სიცოცხლის, გრძნობების, ბედნიერებისა თუ სიძულვილის, შიშისა თუ ფორიაქის.... ნუ თუ ყველაფერს აქვს დასასრული ? ნუ თუ დასრულდება ეს გზაც , რომელსაც ახლა მივუყვები.
სად ვიმყოფები ახლა ? ჯერ კიდევ ხეზე მიმაგრებული ფოთოლი ვარ, თუ უკვე დავწცყე ჰაერში ფარფატი და მალე მეც სხვათაებრ აღმოვჩნდები დაბლა, ცივ , ნამიან მიწაზე ? ალბათ ,მიწაზე აღმოჩენილს მხოლოდ ჩემივე ბედის გამზიარებლები თუ მიმიხვდებიან გრძნობას. ნეტავ თუ დამხვდებიან იქ საყვარელი ადამიანებიც ? არა.... მე არ მინდა ისინი ვიხილო ცივ მიწაზე... მინდა , რომ ყოველთვის სიკაშკაშით გამოირჩეოდნენ კუთვნილ ადგილებზე.
სხეული ჰაერით შევივსე, ჩემში შემოდგომა ტრიალებდა და უჩვეულო სიმშვიდე , სანამ ეს სიმშვიდე გაიონის ზარმა არ დამირღვია :
– ჰეი სუა, მესმის , რომ გვერდზე საყვარელი ადამიანი გყავს, მაგრამ .....აიშ, გეყოთ ერთად ყოფნა ! დროზე მოდი აქ – გაიონმა ამოიხვნეშა – მომენატრე და უკვე ვეჭვიანობ.
– ჰაჰა, მიუხედავად იმის , რომ ზუსტად შენს უკან ვდგავარ ?
გაიონი წამში შემოტრიალდა და თვალები გააფართოვა, როცა დარბაზში დამინახა.

VOCÊ ESTÁ LENDO
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfic„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)