თავი 18

343 27 0
                                    

თავი რამდენიმეჯერ გავაქნიე, რათა დავრწმუნებოდი ფოტოს სინამდვილეში, :

– ნუ თუ უკვე მოლანდებები დამეწყო. ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ვართ... ნუ თუ მან იცის ვინც ვარ ?! არა , არა ასე რომ მომხდარიყო ჯონინი სხვაგვარად მოიქცეოდა – გავიფიქრე და თავი დავიმშვიდე.

სეული საღამომ მოიცვა, თუმცა ალაგალაგ კვლავ მოსჩანდა მზის სუსტი სხივები. გოგონები და ბატონი ჩოი ვონინთან ერთად დარბაზთან ახლომდებარე კაფეში ისხდნენ :

– რა სამწუხაროა სუამ რომ ვერ მოახერხა მოსვლა – დაიკვნესა ჰარუმ , რომელსაც ჰანი დაითანმა და ჩაჯანმიონში უმისამართოდ გააქნია ჩხირები.

– ჭამეთ , ჭამეთ – მიუგო მოხუცმა და გაუღიმა.

– ომო, ჰანი, ინჰა, გაიონ ... ეს ჯუნ კია? თუ მეჩვენება ?

გოგოებმა მარცხნივ გაიხედეს და მზერა კუთხეში მიოკალათებულ , კაპიშონიან ბიჭს მიაპყრეს.

– ომომომო, არ მჯერა ..ჰუ –ჰაააა – ცდილობდა დაერეგულირებინა სუნთვა ინჰას

– ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებთ.

– მართლაია, ვფიქრობ სურათზე უარს არ გვეტყვის.

გოგოები ფეხზე მშვიდად წამოდგნენ, რათა სამიზნე არ დაეფრთხოთ. ჰანი კვლავ მაგიდასთან მოტრიალდა :

– გაიონ ნუთუ შენ არ მოდიხარ ?

– არა, თქვენ წადით.

– აიგო, ასეთი შანსი იშვიათია. მერე ინანებ – ჩაიბუტბუტა და თითისწვერებზე მიუახლოვდნენ კუთხეში მდგარ პატარა მაგიდას.

– საყვარელი გოგოები არიან – ჩაიღიმა ჩოიმ – სუას, გავხარ, დარწმუნებული ვარ არც ის წავიდოდა, ჰაჰაჰ – განაგრძო მან და ვონინს თავზე ხელი გადაუსვა .

– ბატონო ჩოი , სუამ მითხრა , რომ... რომ ის თქვენი ნამდვილი შვილი არაა. ვიცი ეს თქვენთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ თქვენი ერთადერთი შვილი დიდიხანია გარდაიცვალა. გამოდის...

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Where stories live. Discover now