მელოდია ნელ–ნელა მიილია სუნთქვასთან ერთად, ჯონინის მომღიმარე სახე კი სულ უფრო ივსებოდა ინტერესეს დაუოკებელი სურვილით. თითქოს სურდა გაეგო, სცენაზე , მაქმანების მიღმა ამოფარებულთა სახე.
მელოდიის რითმში ბოლოჯერ ჩავისუნთქეთ და დარბაზისკენ მკვეთრად ზურგით შევტრიალდით. ეს იყო ჩვენი პირველი გამოსვლის , პირველი შთამბეჭდავი, იდუმალი ცეკვა. ხელები თმისკენ გავაცურეთ და ჯერ კიდევ დაგუდული მუსიკის ფონზე შავი მაქმანი , რომელიც თვალებისა და შუბლის ნახევრის არეს ფარავდა დაბლა დავაგდეთ.
გოგოებმა ნელი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს სცენისკენ . ვგრძნობდი , რომ ჩემი ჯერიც დადგა, თუმცა მეშინოდა , რომ მისთვის თვალებში ახლა უკვე ყოველგვარი ნიღბის გარეშე მომიწევდა ყურება. ყოყმანით ფეხი გადავდგი და ჩვენს წინ მსხდომთ თვალი გავუსწორე. თითქოს წამისმეასედში გაქრა, თითქოს იქ არც ყოფილა. შვებით ამოვისუნთქე, თუმცა ამავდროულად სევდა შემომაწვა, რადგან მინდოდა ეხილა ჩემი პირველი გამარჯვება საკუთარ თავთან. პირველი ნაბიჯი იმ სამყაროში, რომელსაც ის ეკუთვნოდა.
ცერემონიალი ჩვენი გამოსვლით დაიწყო. წამყვანები კვლავ დაუბრუნდნენ საკუთარ ადგილებს და აპლოდისმენტების შემდეგ სცენიდან კვლავ კულისებში გადავედით. დაუვიწყარი გრძნობაა, როცა ივსები სიამაყით – საკუთარი თავისა და მათ მიმართ, ვინც ეს გზა შენთან ერთად განვლო.
საგრიმიოროში შევედით, მჭიდროდ მობჯენილი სასცენო სამოსი გავიხადეთ და ემოციური დღის მერე გადაღლილმა გადავწყვიტე შინ წასვლა. უფრო სწორად, ჩემთვის მთავარი მიზეზი ჯონინი იყო და არა გამოგონილი გადაღლა– არ მინდოდა მას უნებლიედ სადმე შევჩეხებოდი.
- აიჰ, როგორ ვინერვიულე – დაიწკმუტუნა ინჰამ და სავარძელზე დაეფერთხა.
- არ ვიცი თქვენ რას გრძნობდით, მაგრამ ასე მეგონა , რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა – ჩაიცინა ჰანიმ
- რა თქმა უნდა ყველა გვიყურებდა ! – დააყოლა გაიონმა – აჰ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ , რა დაკვირვებითა და აღტაცებით გვიყურებდა მინ ვუნ – თმა უკან გადაიწია და ამაყად წამოდგა ფეხზე.
- ჰა? ნო მინ ვუნ ? არ მჯერა , ღმერთო ? სამოთხეში ვარ? – ინიავებდა მტევნებს ინჰა
- მხოლოდ მინვუ არა ! – ჩამიკრა თვალი გაიონმა – ვიღაცას ძალიან დააინტერესა ჩვენმა ჯგუფმა – ჩაახველა და კვლავ ყველას გადაავლო თვალი – შეამჩნიეთ ,რომ იქ ექსოც იყო ?
- მართლა ? – წამოიყვირა ჰარუმ – ისე ვნერვიულობდი , რომ საკუთარი ხელ–ფეხის გარდა ვერაფერს ვამჩნევდი. აჰ , ჯანდაბა !
გოგოები კვლავ აღტაცებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თავი გავაქნიე , თითქოსდა მათი მონაყოლები საერთოდ არ მაინტერესებდა.
- მე საპირფარეშოში გავალ – ვუთხარი მათ და ოთახიდან გავედი.
გრძელი კორიდორი მალე გავიარე , ცივი წყალი სახეზე შევისხი , ახლა უფრო ვგრძნობდი , როგორ მაწვებოდა სისხლი და ჩქეფდა დაუოკებელი სისწრაფით :
- აჰ, გული – ღრმად ჩავისუნთქე , თითქოს მანიაკის დევნისგან თავი დავაღწიე – კიდევ კარგი იქ აღარ იჯდა .
სახე ოდნავ შევიმშრალე , აწეწილი თმა ჩამოვიბარცხნე და კვლავ კორიდორში გავედი.
- ჯანდაბა, ახლა რა ვქნათ ? – გავიგე მომუშავეთა ხმა, რომლებიც ,სავარაუდოდ , პასუხისმგებლები იყვნენ ცერემონიის მსვლელობაზე.
- მინ სუიონმა ტრამვა მიიღო , მისი ჩანაცვლება მოგვიწევს – უპასუხა მეორემ.
- კი მაგრამ, ახ, ჯანდაბა ! თავი გამისკდება !
- სასწრაფოდ გვჭირდება ვინმე !
- როგორ ფიქრობ, ვინმე შეძლებს ჯილდოს გადაცემას მომზადებისა და რეპეტიციის გარეშე ?
- სხვა გზა არ გვაქვს.
ირგვლივ მიმოიხედნენ, მათ ნელი ნაბიჯით ჩავუარე, რათა საუბარში ხელი არ შემეშალა.
- ჰეი, მოიცა– დამიყვირა ერთ–ერთმა
მისკენ მივტრიალდი და გაოცებულმა შევხედე
- მე მეძახდით ?– ირგვლივ ჩემ გარდა არავინ იყო.
- შენ ხომ იმ ჯგუფის წევრი ხარ, რომელმაც ცერემონია გახსნა?
- კი , მე ლიდერი ვა... – წინადადება არ დამამთავრებინა და ხელი ჩამავლო.
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა , წამომყევი, მალე , მალე !
ხელი ჩამკიდა და დერეფნის ბოლოს გამათრია, ვერ ვხვდებოდი მათ პრობლემასთან რა კავშირი მქონდა :
- უკაცრავად , უკაცრავად ! მე არ ვარ წამყვანი.
- უნდა გახდე.
- მაგრამ , მე უკვე მივდიოდი !
საგრიმიოროს ოთახი შეაღო ,იქ რამდენიმე ცნობილისახე დამხვდა. ნუ თუ ასე მიმართლებს, რომ ახლა მათთან ერთად , ერთ საგრიმიოროში აღმოვჩნდი?
ერთ-ერთ თავისუფალ სკამთან ჩამომსვა, სარკის მოპირდაპირედ და სტილისტს დაუძახა, სირბილისგან სუნთქვა გახშირებული ჰქონდა :
- მალე - ნაწყვეტებით ლაპარაკობდა, რათა ამოესუნთქა - მალე მოაწესრიგეთ , სუიონი უნდა ჩაანაცვლოს !
- რააა ? - წამოიძახა სტილისტმა და მე შემომხედა - შეუძლებელია , ასე მალე ვერ მოვასწრებ ! რა უნდა მოვუხერხო მას?
ჩემს წინ მდგომმა სიამაყის გრძნობა შემირყია ! "რა უნდა მომიხერხოს ?" ! დაუჯერებელია, ფეხზე წამოვხტი და უკმაყოფილოდ განვაცხადე :
- თქვენთვის არ მცალია - და გასასვლელისკენ გავეშურე, თუმცა ოდნავ პუთკუნა აჯოშიმ კვლავ ჩამავლო ხელი და დამაბრუნა ადგილზე .
- არა, ახლა ამის დრო არაა ! მხოლოდ 30 წუთი გვაქვს ! დაუჩქარე.
პუტკუნამ სტილისტს გადახედა და ხელით მუშტი გაუქნია . ალბათ ახლა სტილისტის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.
- ე.ი შენთან ერთად მომიწევს ჯინლდოს გადაცემა ? - მომესმა ხმა ოთახის კუთხეში მდგარი სავარძლიდან.
მამაკაცური ხმის ავტორი ჩემკენ გამოემართა.
- თვალებს ვერ ვუჯერებ ! - თვალები დავახამხამე, ახლა ჩემს წინ ჯი სუნგი იდგა !
- თქვენი იმედი მაქვს - ხელი მხარზე ფრთხილად დაადო სტილისტს და კვლავ მე მომიტრიალდა - შეხვედრამდე.
თვალი მას მივაშტერე და გაოგნებულმა ჩემს ანარეკლს სარკეში შევხედე.
მკვეთრი საღამოს მაკიაჟი , ოდნავ აჩეჩილი ატანილი თმა და დახვეწილი შავი კაბა სულ სხვა ადამიანად მხდიდა. სარკის წინ დავტრიალდი, მოშიშვლებული ზურგი მბოჭავდა, მეგონა , რომ თითქმის შიშველი მიწევდა სცენაზე გასვლა.
- აი ასე ! ნამდვილი სტილისტი ვარ ! - აღავლინა ქება-დიდება საკუთარი თავის მიმართ.
- ნწნწნწ - მას უხეშად შევხედე - შენი დამსახურება კი არა, დედაჩემს და მამაჩემს უთხარი მადლობა, რომ ასე მარტივად გამოძვერი.
პუტკუნა აჯოში კვლავ ქოშინით შემოვარდა ოთახში და ხელში კონვერტი მომაჩეჩა.
- სცენაზე რომ გახვალ , გახსნი და - საუბარი შევაწყვეტინე და კონვერტს საგულდაგულოდ ჩავკიდე ხელი.
- ვიცი, ვიცი, მთელი ცხოვრებაა ამ დაჯილდოვებას ვუყურებ - გასასვლელისკენ წავედი - აიშ, არ შეიძლებოდა რომ ნორმალური კაბა შეგერჩიათ ? - კარი გავაღე და კაბის გრძელი კიდეები ავწიე.
კულისებში ჯი სუნგი უკვე მელოდა, ნერვიულობა უფროო დამეტყო . მას მივუახლოვდი და თავი დავუკარი :
- ნერვიულობ ?
- უჰუ.
- მეც ვნერვიულობდი, პირველი გადაღების დროს - გადაიხარხარა მან და ხელით მანიშნა , რომ წინ გავსულიყავი.
- რა ნომინაციას ვაცხადებთ ? - კანკალით ვკითხე მას.
- კონვერტზე წერია.
- აჰ, ხო - დავხედე კონვერტს, თუმცა წაკითხვა ვერ მოვასწარი , რადგან რეჟისორი უკვე სცენისკენ მეწიკებოდა.
დინჯი , ნელი ნაბიჯებით მივიწევდი წინ. ახლა ნამდვილი ვარსკვლავი მეგონა თავი, ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, რომელიც სადღაც გალაქტიკაში გაუჩინარდა და ჩაქრა. იმედია, სხვებსაც ასე არ ეგონათ. სცენის ცენტრს ვუახლოვდებოდით, ღრმად ჩავისუნთქე და მთელი ყურადღება მოვიკრიბე.
- შესანიშნავი საღამოა - დაიწყო ჩემს გვერდზე მდგომმა - რომელიც უფრო შესანიშნავი ხდება, როცა გვერდს ასეთი მანდილოსანი გიმშვენებს - დააყოლა და ჩემკენ გამოიშვირა ხელი, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა.
- რა თავაზიანი ბრძანდებით - მივუგე მას და ჩვენს წინ მსხდომთ გადავხედე - დამეთანხმებით, რომ ძალიან ელეგანტურია - ახლა მისკენ გავიხედე და თითების ნელი მოძრაობით ტაში დავუკარი.
- ახლა კი დროა ნომინანტები წარვადგინოთ - თავი დამიკრა და ჩვენს უკან დამონტაჟებულ ფართო ეკრანს ახედა.
30 გრადუსით მეც შევტრიალდი . უკვე ნერვიულობას დაეტოვებინა სხეული და სხვა სივრცეში გამქრალიყო, რომელიც უმალ კვლავ დაბრუნდა ჩემში, როცა ეკრანზე გამოჩნდა - "EXO - GROWL ". თვალები ფართოდ გავახილე, თუმცა ვეცადე გაოცება სხვათაც არ შეემჩნიათ.
- არა, არა ! რაღა ამ ნომინაციაში გაიმარჯვებენ - გავიფიქრე და სიმწრის ღიმილით შევხედე ჩემს თანაწამყვანს.
- ახლა კი ! გამოვავლენთ გამარჯვებულს - მიმართა პუბლიკას ჯი სუნგმა და მე შემომხედა - დარწმუნებული ვარ ნებისმიერ "ბოი--ბენდს" გაუხარდება , თუ მათ შენ დაასახელებ.
მას თავი დავუქნიე, ღრმად ჩავისუნთქე და მიკროფონს ისევ მივუახლოვდი. კონვერტი ფრთხილად გავხსენი და წერილი ამოვიღე. თავს ძალა დავატანე , რომ ხმა არ ჩამხლეჩოდა და რამდენიმე სიტყვა სწორად წარმომეთქვა. თავი ავწიე, სანამ წერილი ბოლომდე გავშალე მაყურებლებს მივმართე :
- ნერვიულობთ ? - ფურცელი გავშალე - მეც ვნერვიულობ.
რამდენიმე წამი ერთ ადგილზე გავშეშდი და კვლავ განვაგრძე :
- Best Dance & Electronic Song 2014 წლის გამარჯვებულია - ნერწყვი ჩავყლაპე - EXO - GROWL !
აპლოდისმენტების ტალღა არ წყდებოდა, ჩემს წინ ერთ-ერთ მაგიდასთან შემომსხდარი ჯგუფი აიშალა და რამდენიმე კაცი ფეხზე წამოდგა.
- ჯონინი არ ამოვა სცენაზე, ამას არასდროს აკეთებს - გავიფიქრე და თავი დავიმშვიდე.
კიბეებზე ბიჭების ლანდები გამოჩნდა, ახლა პროჟექტორები მათკენ იყო მიმართული. 3 ადამიანი მოიწევდა ჩვენკენ.
- არა, არა , არა - ტუჩზე ვიკბინე - ოღონდ ეს არა !
ჯონინი დანარჩენებთან ერთად მოგვიახლოვდა და მაყურებლებს თავი მცირედ დაუხარა .
- გილოცავთ ! - გაისმა ჯი სუნგის ხმა .
მან ჯილდოს ფიგურა ხელში მომაწოდა, თვითონ კი თაიგულები გამოართვა სცენაზე გამოჩენილ სტაფის ერთ-ერთ წევრს.
კანკალით ნაბიჯი გადავდგი , თვალები წამიერად დავხუჭე, ღრმად ჩავისუნთქე და ჯილდო ჩანიოლისკენ გავიშვირე, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა.
მოლიპლიპე იატაკს დავყურებდი ისე, რომ თავს არ ვხრიდი. მხოლოდ მზერა მქონდა მიმართული დაბლა. ხელებზე თითების შეხება ვიგრძენი, თბილი თითების. დახრილი თვალები შიშით ავსწიე , თავი უძლურად ვიგრძენი , როცა მის თვალებს შევეჩეხე.
თეთრ მტევნებს ჯონინის ოქროსფერი თითების ზედაპირი ეხებოდა ... ჯილდო ნელა გამომართვა ისე, რომ მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. იღიმოდა , როგორც სჩვევია - მაცდურად ! ....
ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და კვლავ ჩანის გვერდზე დადგა.
- ძალია გვიხარია , ჩვენ უფრო მეტს ვიმუშავებთ ! - დაიწყო ჩანმა.
რამდენიმე წამი ილაპარაკეს დანარჩენებმაც და როცა მისი ჯერი დადგა , ღიმილით გადმომხედა :
- ძალიან მიყვარხართ- თავი კვლავ დაუკრა პუბლიკას და დანარცენებთან ერთად კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდნენ.
სცენის ცენტრს ნელ-ნელა მოვშორდით, ერთი სული მქონდა , როდის აღმოვჩნდებოდი კულისებში , რათა ჩამესუნთქა, რადგან იქ ყოფნის დროს თითქმის ცარიელი ვიყავი, ჟანგბადისგან სრულად დაცარიელებული სხეულით.
საგრიმიოროში შევედი - სიცარიელე სუფევდა. სკამზე უღონოდ ჩამოვჯექი და საკუთარ გამოსახულებას სარკის ანარეკლში შევხვდი. ლოყები ღელვისგან ამიწითლდა , ატმისფერმა ტუჩებმაც დაკარგეს ფერი. გული გამალებით იწყებდა ცემას ყოველთვის , როცა ვაცნობიერებდი , რა მოხდა.
ფეხზე წამოვდექი, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და კარადას მივუახლოვდი . კაბის შეხსნა დავიწყე, რათა მოგონებებისგან გამეთავისუფლებინა თავი , რომელთაც ორიოდე წუთის წინ ჩემი გრძნობები კვლავ ამოატივტივეს. თხელი ზორტი მრიდან ჩამოვაცურე , როცა კვლავ მისი თითები ვიგრძენი მხრების არის რძისფერ კანზე :
- ვფიქრობ , ასე უკეთესია - თქვა მან და კაბის ჩამოგდებული ნაწილი თავის ადგილს დაუბრუნა.

ESTÁS LEYENDO
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfic„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)