მენეჯერი გაბრაზებული წამოხტა სავარძლიდან და დამშვიდობების გარეშე გაიხურა კარი.
– რა უცნაური ადამიანია – ჩაიბურდღუნა ჰანიმ და მისაღებ ოთახში დალაგებულ ყუთებს მივარდა.
გამიმართლა, რომ გოგოები ახალი ნივთების თვალიერებით იყვნენ გატაცებულები და პიტერისა და ჩემს ურთიერთობაზე ზედმეტ კითხვებს არ სვამდნენ. გაიონმა ერთ–ერთი ყუთი გახსნა, რომელშიც მამაკაცისთვის განკუთვნილი პერანგი იდო .
– უკვე საჩუქრებს ყიდულობ მისთვის მისივე ფულით? – ჩაიხითხითა – კარგი აზრია !
– ეს მისთვის არაა – ხელიდან პერანგი გამოვგლიჯე და პარკში ჩავდე.
– აბა ვისთვის ? – გაიონმა ნიშნის მიგებით მკითხა, რამაც რატომღაც ამანერვიულა. არ ვიცი რატომ ვიფიქრე რომ ჯონინს გულისხმობდა.
– არა, საერთოდ არა ! სისულელეა, მე და ჯონინი დიდიხანია არ შევხვდრილვართ – ჩავიბურდღუნე და თავი დავაქნიე.
გაიონი რამდენიმე წამი მაკვირდებოდა , ხელები გადააჯვარედინა და ჩემკენ მოიწია :
– მე ის არც კი მიგულისხმია – ჩამჩურჩულა და ცალი წარბი ასწია – მას ტყუილად არ ახსენებდი.
– ეს ...ალბათ ჩვევაა .
– ჩვევა ? მისი სახელი 2 წლის განმავლობაში არც კი გიხსენებია, ახლა კი ჩვევად იქცა ? როდის შეხვდი ? დღეს ? რა უთხარი ? სურათი გადაიღე? დამანახე ! ავტოგრაფი არ სთხოვე ?
– არა.
– რააააა? ალბათ მეხუმრები .
– არა.
– სუა , მაგრამ ხო იცი....
– გაიონ , ვიცი შენ მასზე გიჟდები , მაგრამ გთხოვ ამაში მე ნუ გამრევ. ერთად-ერთს გთხოვ , კარგი ? – გაიონს ბეჭზე ხელი მსუბუქად დავადე და ოთახში შევედი.
ძალიან მიჭირდა იმ აზრთან გამკვლავება , რომ ჯონინს , როგორც მამაკაცს, გაიონიც აღიქვამდა. განა იმიტომ , რომ მე კვლავ ვგრძნობდი მის მიმართ რაიმეს, უბრალოდ არ მინდოდა , რომ სწორედ გაიონის საშუალებით ჩემს წარსულზე დამოკიდებული კვლავ გავმხდარიყავი.
ESTÁS LEYENDO
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfic„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)