რთულია იპოვო შენი მეორე ნახევარი... ის , ვინც უკანასკნელ გზამდე შენთან ერთად იქნება. ვინც ყოველთვის იზრუნებს შენზე და არ დაგთმობს, ხელს მაგრად ჩაგკიდებს და შენი ტკივილის მოზიარე გახდება, ყველაფრისდა მიუხედავად.
ცივი წყალი თანდათან მაკარგვინებდა გრძნობადობას და სუნთქვის რითმს მინელებდა. მხოლოდ ჩამუქებულ , ბლანტ არემარეს ვხედავდი , რომელშიც ნელ-ნელა ვიღვენთებოდი , დასადნობად განწირული სანთელივით.თითქმის დავცარიელდი, ყველაფრისგან დავცარიელდი : შიშის, ბედნიერების, სიხარულის, ფორიაქის გრძნობებისგან და სიცოცხლისგანაც კი.
სწორედ იმ მომენტში, როცა ფიქრობ – უკანასკნელ ეტაპს მიადექი , ის მარადიულობას იძენს და არ აქვს მნიშვნელობა სიცოცხლის რომელ ფაზაში ჩასახლდები, მარადიულობა მაინც შენთან დარჩება .გაყინული მდინარის მშვიდ დინებას მისი სხეული შეუერთდა და ჩემს ხელს ჩაებღაუჭა, არ მთმობდა და ბოლომდე იბრძოდა ჩვენი ბედნიერებისთვის.
წყლის ძალას ეჭიდებოდა , რათა მისგან დავეხსენი :
– ნელა ამოიყვანეთ .
– სასწრაფო უკვე მოვიდა – დაიყვირა მაშველმა .
– საკაცე სწრაფად !
– სუა – ჯონინის სველ ტუჩებს მადებდა – სუა, სუა გესმის ჩემი .
– გთხოვთ მიგვიშვათ .- დახმარებისთვის სასწრაფოს ბრიგადა მომვარდა.
– სუა , სუა – ყვიროდა ის.
– გთხოვთ გაიწიეთ.
– დეფიბრილატორი – ძაბვა 200.
– დუფ .
– ძაბვა 260.
– დუფ.
– გულის მასაჟი სწრაფად !
– ერთი, ორი , ერთი , ორი .
– სუა, გთხოვ , გონს მოდი – ჯონინი მუხლებზე დაემხო და ჩემს ხელს თითები კვლავ ჩაჰკიდა.
– ამბუს ტომარა ! სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოში.
რეპორტიორების რაოდენობამ უფრო მოიმატა :
– გაგვატარეთ – დაუსიგნალა სასწრაფოს მანქანამ , რადგან მათ თითქმის მთელი შესასვლელი გადაეკეტათ.
საავადმყოფოდან ექიმთა ბრიგადა გამოცვივდა :
– რა მოხდა ? – ექიმი განაგრძობდა სასიცოცხლო ნიშნების შემოწმებას.
– გულისცემა აღდგა , თუმცა მდგომარეობა კრიტიკულია.
– თავის არეზე დაზიანება რატომ აქვს ?
– არ ვიცით.
– სასწრაფოდ შეიყვანეთ ტომოგრაფიის კაბინეტში.
– ექიმმა საკაცეს ჩაკიდა ხელი და საავადმყოფოში შევიდა .
– იცოცხლებს, ხომ კარგად იქნება ? გთხოვთ.
– მისი მეურვე ხართ?
– დიახ – აკანკალებული ხმით თქვა ჯონინმა – მისი მეურვე ვარ.
– ხომ არ შეგინიშნავთ რაიმე უცნაური ამ ბოლო დროს ?
– რას გულისხმობთ?
– ჯანმრთელობის გაუარესება , სისუსტე, შესაძლოა გულის წასვლაც.
– რა? რატომ მეკითხებით? ნუ თუ ...
– ჯონინ – მივარდა მას გაიონი – რა მოხდა? სუა ? სადაა სუა ? – ტიროდა გაიონი .
– შეიყვანეთ პაციენტი– თქვა ექიმმა.
თავი სიზმარში მეგონა, სადღაც , არამიწიერ სივრცეში , სადაც სიმშვიდე სუფევს, სადაც ყველაფერი ფერადია :
– ექიმო , აი ტომოგრაფიის შედეგები .
– მეურვე მოიყვანეთ, მის თანხმობა გვჭირდება ოპერაციაზე.
ჯონინი მის კაბინეტში ყოყმანით შევიდა და შეშინებული თვალებით შეხედა მას :
– მისი მდგომარეობა მძიმეა – ექიმმა მძიმედ ჩაისუნთქა– როგორც ხედავთ მძიმე თავის ტრავმა აქვს , რის გამოც განვითარდა ჰემატომა . სავარაუდოდ ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია ჰქონდა. შუბლზე იარა აქვს , რაც გვაფიქრებინ ებს , რომ დარტყმის შედეგად მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა.
– რას ნიშნავს ეს ?
– ხიდზე ყოფნის დროს მან გონება დაკარგა , ამიტომ უჟანგბადო გარემომ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა.
– გინდათ თქვათ... სუა , არაა – დაიღრიალა მან.
– დიდი რისკია, მაგრამ ვალდებულები ვართ ვცადოთ. ჰემატომის ადგილმდებარეობა ძალიან საშიშია, გთხოვთ მოემზადოთ ფატალური შედეგისთვის.
ექიმი კაბინეტიდან გავიდა , რათა ოპერაციისთვის მომზადებულიყო . ჯონინმა ფანჯარას თვალი გაუშტერა და ჯიბიდან სველი ფურცელი აიღო :
– „ქორწინების მოწმობა" . ხელმომწერი : კიმ ჯონინ , ხელმომწერი : _____________
– სუა, არაააა.- დააშტერდა ფურცელს, რომელიც გამოუსადეგარ ნაგლეჯად ქცეულიყო.
როდესაც ორი ადამიანი იბრძვის სიცოცხლისთვის , შიში უფრო აუტანელი ხდება , ტკივილი კი გაუსაძლისი :
– იმედია ,სუა და პიტერი კარგად იქნებიან – თქვა ჰანიმ და ცრემლები შეიშრო.
საოპერაციოში მძიმე სიტუაცია იყო, სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს ებრძოდნენ თავდაუზოგავად, თუმცა... ადრე თუ გვიან მისი კლანჭებისგან თავის დახსნა შეუძლებელი გახდება.
– ადრენალინი 2 მილიგრამი – უთხრა ანესთეზიოლოგს მთავარმა ქირურგმა.
– დიახ.
– ტუუუუუუუ, ტუუუუ – მონიტორის ეკრანი
– პიტერ უნდა იცოცხლო ! დეფიბრილატორი
– ძაბვა 300
– დუფ
– 320
– დუფ.
– ტუუუუუუუუუუუ.
..........
– ვერაფერს ვხედავ, ექიმო , მგონი ჰემატომა გასკდა. - ასისტენტმა ხელები გასწია, რათა ამოხეთქილი სისხლი მოეწმინდა , რომლის წვეთები სახის არის დიდ ნაწილს უფარავდა.
– სასწრაფოდ გამწოვი .
– წნევა ვარდება , ორგანიზმში ჟანგბადის დონე დაბალია
– პულსი სუსტია, ექიმო !
– 1 მილიგრამი მოქსონიდინი .
– გულის გაჩერებაა !
– სწრაფად გულმკერდის მასაჟი ...
– ტუ, ტუ, ტუუუუუუ.
.....
1 წლის შემდეგ
CZYTASZ
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfiction„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)