პიტერი მომიახლოვდა დაბნეულობის მიუხედავად, რადგან ჩემმა მოულოდნელმა ფრაზებმა მას საღად აზროვნების უნარი დააკარგვინეს. ჩემს უკან ჩამოჯდა და თითები ნაზად შეახო მხრებს. რამდენიმე წამი გაშეშებული იყო , ალბათ არც კი სუნთქავდა, ან იმდენად თავდაჭერილად , რომ მისი არსებობის შეგრძნებაც კი შეუძლებელი გახდებოდა , რომ არამისი ნოტიო თითები.
პიტერმა მძიმედ ამოისუნთქა და წითელი კაბის მხრებზე მოფენილ თხელ ნაჭერს ნაზად დაავლო ხელი, თითქოს სურდა ისინი მოეშორებინა სხეულის ამ არიდან.
– ბაფთა შემხსენი – მივუგე მას და პროფილით მისკენ მივტრიალდი, ისე რომ მისი დამფრთხალი სახე ოდნავ მაინც შემემჩნია.
ხელები ნელნელა ჩამოაცურა და მჭიდროდ შეკრული ბაფთას მშვიდად მოკიდა ხელი. ნელ–ნელა დაუწყო შეხსნა და მობჯენილ კაბაში სივრცე ვიგრძენი. მან არ იცოდა ,როგორ მოქცეულიყო , არც მე ვაძლევდი მითითებებს, მაინტერესებდა , როგორ განვითარდებოდა მავლენები, რის გამოც მის შეხებას უკვე რამდენიმე წუთია ვითბენდი.
მან ბაფთა ბოლომდე გახსნა , წელზე ხელი შემომხვია , თითქოს სურდა მოერგო მისი მკლავები , რათა მათში უხერხულად არ მეგრძნო თავი. მცირედ ჩამოშლილი თმა ნაზად გადმომიგდო წინ .
მის სუნთქვას სულ უფრო მკაფიოდ შეიგრძნობდა ჩემი კანი , გულისცემას კი ისეთ რითმებისთვის მიუღწევია, რომ შეუიარაღებლადაც შესაძლებელი იყო მისი მოსმენა.
პიტერი ფეხზე წამოდგა და ფერანგი შეისწორა.
– მზადაა.
მას გაკვირვებით შევხედე და მაქსიმალურად გადავხარე თავი ზურგისკენ. ბაფთა მართლაც შეეკრა, თუმცა ვერც კი შევამჩნიე როდის მოასწრო.
– მადლობა. - მისგან სხვაგვარ მოქმედებას ველოდი.
– ასე უკეთესია ? – მზრუნველად მკითხა მან.
VOCÊ ESTÁ LENDO
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfic„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)