თავი 36

286 27 0
                                    


ვონინი შემოპარვით შემოვიდა ოთახში და როცა დამინახა ნაბიჯს აუჩქარა. არ მჯეროდა , რომ ახლა ვხედავდი მას. შიშის, შემაძრწუნებელი შიშის გრძნობა მეუფლებოდა, მიუხედავად იმის, რომ ვონინი უკვე მე მეკვროდა.

ჩემ წინ მდგარი ადამიანი მაშინებდა : ყოველ მის ქმედებასა და სიტყვაში ეჭვი მეპარებოდა, რომელიც მაკრთობდა და დროდადრო სუნთქვის უფლებას არ მაძლევდა, რადგან გორგალივით მეჩხირებოდა. ის იდგა და მშვიდად მიღიმოდა. რამდენიმე ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. მეგონა ეს წამები საუკუნე გაიწელა, ალბათ, მხოლოდ მე ვფიქრობდი ასე.

– ვონინ – შეიცხადა მამამ და პატარა ხელებს ჩაებღაუჭა აცრემლიანებული . შემდეგ პიტერს შეხედა , რომლის ღიმილი ნელ–ნელა კრთებოდა და მის სახეზე გაკვირვებული გრიმასა იწყებდა გაცოცხლებას.

– სუა ... რამე მოხდა ? – მკითხა აღელვებული ხმით. თუმცა მისი არცერთი სიტყვის, არც ემოციისა თუ ქმედების არ მჯეროდა.

– მოხდა ?! – დავუღრიალე მას – ამას როგორ მეკითხები ? – მამამ ხელი მომიჭირა და თავი გააქნია.

– აქ არ გინდა – მანიშნა ტუჩებით.

პიტერს მივვარდი და საყელოზე მოვუჭირე ხელი :

– შენი თამაშების უკვე აღარ მჯერა ! ამიტომ არ გებედო, გაფრთხილებ ! არ გაბედო და ვონინს აღარ მიეკარო

– სუა , ვერ ვხვდები ...

– საოცრად გამოგდის მსხვერპლის როლის თამაში, თუმცა უკვე საკმაოდ კარგად გიცნობ და შემიძლია სიცრუის გარჩევა !

ქურთუკიდან მოსაწვევი ამოვიღე :

– ალბათ გეცნობა ხო ?

– სუა..

– აჰ , ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა ხდება ? მაშინ აგიხსნი .

– სუა , არასწორად გაიგე , ვონინს დავპირდი რომ ...

– არ გეცნობა ? – კიდევ ერთხელ ავუფრიალე კონვერტი – მაშინ გაგახსენებ ! შენს სახლში ამგვარი კონვერტები მრავლადაა. მეგონა ეს უბრალოდ დამთხვევა იყო , მაგრამ ახლა მჯერა , რომ შენ ხარ მათი ავტორი.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя