თავი 16

362 31 0
                                    

მზის სხივები ტერასას მკრთალად ეცემოდა, რამდენიმე წუთი დავაყოვნე მისი წასვლის შემდეგ და მალევე მეც გავშორდი , ამდენი ხნის შემდეგ ჩვენი შეხვედრის პირველ ადგილს.

უცნაურ ფორიაქს ვგრძნობდი, თითქოს აქ ყოფნა, იმავე შენობაში , სადაც იყო ის , დაუშვებელია, რადგან მე კვლავ მიწას ვეკუთვნი , ის კი მაღლა – ჰაერში დაფარფატებს. დერეფანი ფრთხილად გავიარე, თითის წვერებზე, რათა ქუსლების ხმას ვინმეს ყურადღება არ მიექცია. ძალიან რთუალია ასეთ მდგომარეობაში წონასწორობის შეკავება , ამიტომ ფეხზე გახდა დავიწყე და ერთ–ერთ კარს მივეყრდენი.

ყველაფერი წამის მეასედში მოხდა და თითქოს განგება მაიძულებდა მისთვის თვალებში ჩამეხედა. კარი დაკეტილი არ აღმოჩნდა , ამიტომ  ინერციით  სახელურზე ჩამოკიდებული ხელითა და იატაკზე მიბჯენილი საჯდომით მის ოთახში აღმოვჩნდი ნახევრად.

თითქმის შიშველი, შარვლის ამარა – ზურგით იდგა კარებისკენ და ფანჯარას გაჰყურებდა , ალბათ პერანგის გამოცვლას აპირებდა. თავი უცბად გავატრიალე , სანამ მან მოასწრო იმის გააზრება თუ რა ხდებოდა და ჩემკენ გამოიწია. თმა სახეზე ჩამოვიფარე, ახლა ალბათ სულელურად გამოვიყურებოდი , მაგრამ მერჩივნა უცნობი სულელი გოგონას შთაბეჭდილება დამეტოვებინა , ვიდრე მისთვის ოდესღაც ნაცნობის – სუას თვალებში ღრმად ჩაეხედა დამცინავი ღიმილით.

ფეხზე წამოდგომისას მისი მზერა ვიგრძენი ზურგზე, ახლაც მწვავდა , როგორც მაშინ – წასვლის დროს :

– კარგად ხართ ?

მისთვის პასუხი არ გამიცია და ქუსლმოტეხილი ფეხსაცმელი გულზე მივიკარი , იმის შიშით , რომ მომიახლოვდებოდა.

მისკენ მივტრიალდი, წინ ჩამოყრილი თმის რხევით ვანიშნე , რომ კარგად ვიყავი და კარის მიხურვა დავაპირე. ჯონინს უკვე პერანგი შემოეცვა ამ დროისთვის, თუმცა ღილებსა და შესაკრავს შორის სიცარიელე მისი ოქროსფერი კანის ელფერის შეგრძნების საშუალებას იძლეოდა.ჯონინმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ , თუმცა შეშლილივით გავვარდი კარიდან , სირბილით მივიწევდი დერეფნის ბოლოსკენ , ის კი გაკვირვებისგან გაშეშებული იდგა მისი ოთახის კარებთან.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя