თავი 20

312 31 0
                                    


ფრენა დამღლელი აღმოჩნდა , მხოლოდ იმ მიზეზის გამო , რომ მის გვერდით მიწევდა ჯდომა, რაც ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და მბოჭავდა , თითქოს მთელ სხეულზე ბორკილები შემოეჭდოთ.

უკიდეგანო ცის სიბნელე არ სრულდებოდა,  ღამესთან ერთად ვაპირებდით მთელი გზის გალევას მწყვდიადში.

ყველას ეძინა, ჩემს გვერდზე მჯდომსაც დაეხუჭა თვალები . მას კორეელისთვის დამახასიათებელი შევსებული , მოცულობითი ტუჩები ჰქონდა, რომელთა ვნებას ყველა ვერ გაუძლებდა და გულგრილობას ვერ გამოიჩენდა. ზედა ტუჩთან ორი ამობურცული ხაზი პირდაპირ ცხვირს უერთდება, რომლის კიდეები ოდნავ განზე ჰქონდა მიბჯენილი და ტუჩების კუთხეს უსწორდებოდა თითქმის. შეიძლება ითქვას ჩემს გვერდზე მოდელი ან მისი მსგავსი არსება იჯდა. მაღალ შუბლზე განათემა მკრთალად ეცემოდა და მის თეთრ კანს ოქროსფერ იერსახეს აძლევდა. შავად მბზინავი თმა , რომლის ბოლოები ზოგჯერ თვალებს უფარავდნენ, განსაკუთრებით ქარიან ამინდში , ზედმეტი მოვლის საშუალებების გარეშე ჰქონდა გვერდებზე გადაწეული... სქელი, ხშირი წარბები ლამაზად ეფინებოდა გლუვ სახეს, რაც უფრო იქცევდა ყურადღებას. ლამაზად გამოძერწილი ქვედა ყბის ძვლები და მამაკაცისთვის დამახასიათებელი ძარღვიანი ყელი ასმაგად სიმპათიურს ხდიდა მას, თუმცა ამის აღიარება არ შემეძლო და არც მინდოდა.

ზოგჯერ თვალს მისკენ ვაპარებდი, ამ სამი საათის განმავლობაში თითქმის მთლიანად შევისწავლე მისი ნაკვთები, მხოლოდ მისი მზერის იდუმალება რჩებოდა კვლავ ამოუცნობი ჩემთვის.

სრულ სიჩუმეში გახშირებული სუნთქვის ხმა გავიგე, ვიღაც უკნიდან გვიახლოვდებოდა . იონსუ პიტერის გვერდზე აღიმართა და მე გადმომხედა :

– სუა , გაიონს უნდა შენთან ლაპარაკი – მითხრა მან და ხელი გააქნია, რითაც მანიშნა რომ ადგილი გამეთავისუფლებინა.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora