თავი 27

273 30 0
                                    

თავი დავხარე, მეგონა მას თვალებში ვერ შევხედავდი , ჩვენ ხომ ამდენი ხნის განმავლობაში არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის ღრმად თვალებში , რომლის მეშვეობით ადრე გვისაუბრია უსიტყვოდ. ძალა მოვიკრიბე, ტანში ჟრუანტელის დიდმა ტალღამ დამიარა და მცირე ბრუნი გავაკეთე მისკენ.
წარსულის გრძნობებმა დამიყოლიეს და შემიპყრეს სურვილით, რომ ახლა ის ჩემ წინაშე მდგარიყო. თვალები ფართოდ გავახილე და მას შევხედე :
- სუა , კარგად ხარ ?
- პიტერ - აკანკალებული ხმით აღმომხდა , რადგან მის ხილვას არ ველოდი, რადგან რამდენიმე წამის წინ მეგონა რომ ჯონინის თითებმა დამარტყა მცირე დენი.
ერთ ადგილზე გავშეშდი და სიტყვის ამოღება ვერ მოვახერხე, რადგან პიტერის თითები კვლავ ეხებოდა ჩემს მხარს.
- აჰ , მაპატიე - ხელს დახედა და ჩაბღაუჭებული თითები კაბას გაუშვა - უნდა მეთქვა , რომ წვეულება იმართება და შენ, როგორც ახლადაღმოცენებული წამყვანი მოწვეული ხარ.
- სამწუხაროდ ვერ წამოვალ.
- სუა, იმედია ამ აზრს შეიცვლი, რადგან ეს კარგი შანსია შენთვის.
- რას გულისხმობ ?
- მმმ , ამას იქ გაიგებ.
პიტერის გვერდზე ავეტუზე და თვალები რამდენიმეჯერ დავახამხამე.
- აიშ, ასეთ ხრიკებს ნუ მიმართავ ! ხომ იცი , როგორ მაბნევს.
- მაშინ მითხარი, რატომაა მნიშვნელოვანი იქ წამოსვლა.
- რადგან შენით რამდენიმე რეჟისორი დაინტერესდა, თუ კარგად გავიაზრებთ , მართლაც აქვთ დაინტერესების საფუძვლები.
- რა ? რა მითხარი ? აააააააჰ -სიხარულისგან ავხტი, თამცა მაღალქუსლიანების გამო წონასწორობა ვერ შევინარჩუნე.
ალბათ პიტერი საკმაოდ კარგად მიცნობდა უკვე, ხასიათისა და სისუსტეების ჩათვლით. გადაჯვარედინებული ხელი წამის მეასედში ჩემს გადაზნექილ ზურგს შეუყუდა და ახლა კვლავ მის მკლავებში აღმოვჩნდი.
- ამ ბოლო დროს ხშირად მეხუტები - ჩაიცინა მან და ფეხზე წამომაყენა.
- ნწნწნ, რა თავდაჯერებული ხარ.
- რა თქმა უნდა ! განსაკუთრებით კი მას მერე გავხდი თავდაჯერებული , რაც ნება მომეცი , შენ გვერდზე ვყოფილიყავი.
თავი გავაქნიე და კარისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი :
- არ გვაგვიანდება ?
- აჰა , წავიდეთ - თითქოს გულისწყვეტით თქვა და თავი გამიქნია და მომიახლოვდა.
ცერემონია უკვე დასრულდა და მოწვეულმა სტუმრებმა დიდ სადღესასწაულო დარბაზში გადაინაცვლეს .
დარბაზი ყვავილებით იყო მორთული, თითქოს ვიღაცის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ან საგანგებო დღისთვის ემზადებოდნენ. მე და პიტერი დარბაზში ერთად შევედით, მის მკლავს ხელჩაკიდებული. არ ვიცი რატომ ვიქცეოდი ასე , მაგრამ მინდოდა , რომ მას შევემჩნიე და დამენახა მის სახეზე ეჭვიანობის ძლიერი მიმიკა.
- ოჰ, მოხვედი ?! - მომმართა ჯისუნგმა და ჩვენკენ მოიწია .
თავი მორცხვად დავუხარე და კვლავ მივესალმე
- როგორც ჩანს უკვე დამეგობრდით - დააყოლა პიტერმა და ჩაიცინა.
- ძალიან კარგად გაუმკვლავდა ! სიამოვნებით ვიტანამშრომლებდი შენთან კიდევ - შამპანურის ჭიქა მომაწოდა და მომიჭახუნა.
სტუმრებით გადავსებულდარბაზში, სადაც მხოლოდ ვარსკვლავები იმყოფებოდნენ , თავს უხერხულად ვგრძნობდი, და მიუხედავად დახვეწილი კაბის და მაკიაჟის, მეგონა , რომ მათ რიცხვში არ შევდიოდი.
- წელში გაიმართე - დამიბღვირა პიტერმა და ღიმილით მივიდა რამდენიმე კაცისგან შეკრული ჯგუფისკენ.
- აიშ, დღეისთვის მეყოფა ! - დავიწუწუნე და ხელზე ჩამოვწიკე - ამდენი ცნობილი ადამიანის გაცნობას ვერ გადავიტან და ხვალ სასწრაფო დახმარებით მორგში გადამასვენებენ.
პიტერმა განაგრძო ნაბიჯების გადადგვა, რადგან არ მინდოდა მარტო აღმოვჩენილიყავი ნაბიჯს ავუჩქარე და მას დავეწიე.
- ააააა, ჩვენი წამყვანი ! - დაიყვირა ჩანიოლმა და თავი დამიხარა - მადლობა , რომ ეს ჯილდო გვარგუნე !
მას თავი საპასუხოდ დავუხარე და ლოყებზე სიწითლე შემეპარა.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა - ჩამკიდა ხელი ბექიონმა და გამიღიმა . ღმერთო არ მჯერა , რომ ეს ჩემს თავს ხდება. ერთდროულად შიშმა და სიამაყემ შემიპყრო.
- კიდევ კარგი ის აქ არაა - გავიფიქრე და შვებით ამოვისუნთქე , როდესაც ყველას წარვუდგინე თავი.
- როგორც ჩანს რაღაცა გამოვტოვე - გაისმა მისი ხმა.
ჩანიოლი მიუტრიალდა და ხელით ანიშნა , რომ ახლოს მოსწეულიყო.
- კაი , მოდი ! - ჯონინიმის გვერდზე დადგა და მე გადმომხედა.
მის თვალებში ვერაფერს ვხედავდი, ვერც გაოცებას, ვერც სიძულვილს , რაიმე სახის გრძნობის ნასახიც კი არ იყო, თითქოს პირველად ხედავდგა მის წინაშე მდგარს და მისთვის ეს რიგითი გაცნობა იყო.
- მე ქაი ვარ... და შენ? - ბოლო სიტყვა გაწელა, თითქოს დაფიქრდა , უნდოდა გაეხსენებინა ჩემი სახელი , თუმცა ვერ შეძლო.
- სუა - უკმეხად მივუგე მას და ღიმილი , რომელიც აქამდე თან მსდევდა წამში გაქრა.
პიტერს გადავხედე, ვანიშნე , რომ წასვლა მინდოდა, რაც შეიძლება მალე. თუმცა ჩემი მინიშნება ვერ გაიგო , რადგან სწორედ იმ დროს დარეკა მისმა ტელეფონმა :
- გისმენთ.
- პიტერ, დედაშენი ნახევარ საათში იქნება ინჩონის აეროპორტში , შეგიძლია დახვდე ?
- მამა, ახლა არ მცალია.
- გთხოვ, ხომ იცი მისი ამბავი.
- კარგი, ახლავე წავალ.
ყურმილი დაკიდა , ბიჭებს მოუბოდიშა და ჩემკენ მოტრიალდა.
- სუა , უნდა წავიდე აეროპორტში.
- მეც წამოვალ - აღმომხდა სიხარულით.
- ჩვენ ხომ ახლადავიწყეთ საუბარი - ჩაილაპარაკა ჯონინმა და პიტერს შეხედა - ჩვენი მენეჯერი მიიყვანს საჭირო ადგილზე.
პიტერმა ღიმილით მიუგო მას :
- შესანიშნავია !
- არა , მე წამოვალ .
- სუა, ჯობია დარჩე , დამიჯერე - პიტერი ჩემკენ მოიწია და ჩამჩურჩულა - დედაჩემი ჩამოდის - ჩაახველა და ტუჩზე იკბინა.
ნუ თუ მარტო დავრჩი აქ ? შიშმა ამიტანა.
- აქეთ წამოდი - ხელი მაგიდისკენ გაიშვირა ჩანიოლმა.
პატარა მაგიდას მივუახლოვდით და შემოვუსხედით. შუშხუნა შამპანური ფრთხილად მოვსვი და კვლავ მათ შევაპარე თვალი :
- შევხვედრილვართ ? - გაისმა უცბათ მოულოდნელი კითხვა.
გაოცებისგან მას შევხედე , არ მჯეროდა, არ მინდოდა დამჯერა , ნუ თუ ამდენად ცინიკოსია ?!
- ვერ დაგეთანხმებით.
- აჰ, ცხელი ყავა ! - წამოიყვირა ჯონინმა - მაშინ, სასტუმროს ტერასაზე, და კიდევ ჩემი ოთახის კართან - ცოტა ხანი კიდევ დაფიქრდა და განაგრძო - ნამდვილად თქვენ იყავით.
- შესაძლოა . - სიბრაზე მიტანდა, მუშტებს ვკრავდი და ვგძნობდი როგორ მძულდა, რადგან მას ყველა მოგონება წაეშალა ჩემს უწინდელ პიროვნებასთან.
- ვუაჰ, ე.ი თქვენ უკვე ერთმანეთს იცნობთ ?
- შეიძლება ასეც ითქვას - უპასუხა ბექიონის კითხვას და თითები რითმულად მაგიდაზე დაარტყა.
მშვიდი მელოდიის ხმა ნელ-ნელა იწევდა , უფრო ხმამაღალი ხდებოდა . ჯონინმა გადმომხედა და მომმართა :
- ეს ჩემი გამოწვევაა.
მისი სიტყვები ვერ გავიგე და ბიჭებს ალმაცერად გადავხედე. ჯონინმა თითები ხელზე ჩამავლო და მოულოდნელად მაიძულა , რომ ფეხზე წამომდგარიყავი.
ახლა ყველაზე მეტად მძულდა , როგორ მინდოდა , რომ დამევიწყებინა საბოლოოდ. დაგროვილი წყენა გაასმაგდა , როდესაც მისმა ირონიულმა კითხვებმა გაიჟღეა. მერჩივნა მდუმარედ , ან სულაც ცივი მზერით შეხვედროდა ჩემს გამოჩენას.
მინდოდა მეყვირა, მინდოდა აქედან გავქცეულიყავი სადღაც შორს, თუმცა ამის ნებას მისი მოჭერილი ხელი არ მაძლევდა. ის პირდაპირ თვალებში მიყურებდა, მეტის ატანა არ შემეძლო . მისი ირონიული ღიმილი ყველაზე ამაზრზენი იყო , რაც კი მინახავს .
მას უფლება არ მივეცი, რომ განეგრძო ჩემით მანიპულირება და ხელი უხეშად გავაშვებინე . რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან და დავაყოლე:
- აჰ, მენეჯერის შეწუხება საჭირო არაა.
დარბაზიდან სწრაფი, თუმცა ამაყი ნაბიჯით გამოვედი. მინდოდა დარწმუნებულიყო, რომ მის მიმართ ისეთივე გულგრილი ვიყავი, როგორც მისი გულგრილი ღიმილი .
ქუჩაში საღამოს კაბით გავედი. ფეხსაცმელი, რომელიც უფრო მიმძაფრებდა არაკომფორტულობის შეგრძნებას , გავიძრე და ასფალტზე მივყარე. ყველაფერი მძულდა , რაც ამ საღამოს ეხებოდა : კაბა , სურნელი , გრილი ნიავი და საკუთარი თავიც კი. მძულდა და მაგიჟებდა ტკივილამდე.
ტაქსის ხელი დავუქნიე , ვცდილობდი თავი შემეკავებინა ცრემლებისგან , თუმცა ეს აღემატებოდა ჩემს ძალებს. მძღოლმა სისწრაფეს აუჩქარა და ელექტრო ღილაკით უკანა სავარძლის მარჯვენა მხარის ფანჯარა ჩამოსწია, რათა გრილ ნიავს ცრემლებისგან შეშუპებული სახე დაეოკებინა. ნუ თუ ასე შესაბრალისად გამოვიყურებოდი ? ნუ თუ მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ რამდენიმე წუთის წინ ჩემი პიროვნება ფეხქვეშ გათელეს და გაანადგურეს?!
ტაქსის კარები მძიმედ გავაღე, ოდნავ დანამულ ასფალტზე შიშველი ფეხები დავდგი და დარბაზიში შევედი, იქ, სადაც შემეძლო საკუთარ თავთან დარჩენა, სადაც შემეძლო ვყოვილიყავი ნამდვილი მე.
სარკებიან ოთახში შევედი და მცირე სავარძელის გვერდზე , იატაკზე ჩამოვჯექი. ენით აღუწერელია ყველა ის გრძნობა , ტკივილი და გულისწყვეტა , რომლებიც შიგნიდან მჭამდნენ და უძლურს მხდიდნენ. პირველად ვინანე , პირველად დავეჭვდი , ღირდა თუ არა ამ გზის გავლა, ამდენი ტკივილისა და დამცირების ატანა, რომ მისი სახეკვლავ მეხილა , გამეგო მისი ხმის ტემბრი.
ცრემლების შეკავება ვეღარ შევძელი და მთელი ხმით ვიყვირე. ალბათ მალე შევიშლებოდი ! ამ გრძნობას ხომ ვერსად დავემალები, ის ბოლომდე გამყვება და შხამის ყოველდღიური მცირე დოზებით , საბოლოოდ, მისი მსხვერპლი გავხდებოდი.
გადავწყვიტე, მყარად გადავწყვიტე , რომ ის ჩემი ცხოვრებიდან უნდა წამეშალა. თუმცა , ბედმაც გადაწყვიტა ჩემი დაცინვა და თითქოს არ მეყო დღევანდელი ტკივილის დოზა, ჭრილობაზე ფეხი დამადგა.
ჯონინი ახლა ნამდვილად ჩემ წინ იდგა, სარკეებიანი დარბაზის კარებს რამდენიმე ნაბიჯით გამომცდარი. პირდაპირ მე მიყურებდა , რაც უფრო მაგიჟებდა, რადგან კარგად ხვდებოდა, რომ ჩემი ცრემლების მიზეზი სწორედ ის იყო. მზარავდა იმის გაფიქრებაც კი, რომ მასში შეცოდებას გამოვიწვევდი, რადგან მისი თანაგრძნობაც კი მძულდა .
კვლავ განვაგრძე პირდაპირ კარებისკენ სვლა , როცა ჯონინმა მკლავზე ხელი ძლიერად ჩამაჭდო. მინდოდა მისთვის პირში მეთქვა ყველაფერი, მთელი წყენა ამომეხეთქა , თუმცა მწარე ნერწყვი სირთულით გადავყლაპე და ხელი ავიქნიე. მისი სახის ხილვა გულს მირევდა.
ჯონინმა ორივე ხელი ჩამჭიდა და სუსტი სხეული აიძულა მისკენ მიტრიალებულიყო. თვალებზე ხელი ავიფარე , რადგან ცრემლები ახლა უფრო ძლიერად მოედინებოდნენ . ყველაფერი მტკიოდა , სხეულისა და სულის ყოველი ნაწილი.
მან მკლავები შემომაჭდო და ძლიერად ჩამეხუტა. ყველაზე უბედური ვიყავი ახლა , რადგან თავის დაღწევა არ შემეძლო, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი დამეკარგა. მიუხედავად იმის, რომ მისი შეხებაც კი მზარავდა , მისგან თავი ვერ დავაღწიე, ის კი სულ უფრო ძლიერ მიხუტებდა .
ხელი ძლიერად ვკარი , ცრემლები მოვიწმინდე და მას მივმართე :
- ამის უფლება არ გაქვს.
- სუა.
- შენ ჩემთვის მოკვდი, შენი სულიც კი მოკვდა ჩემთვის ! შენ არ არსებობ , ამიტომ აღარ გაბედო მოახლოება.
ჯონინი ისევ მომიახლოვდა და ხელი ჩემკენ გამოსწია , თუმცა კვლავ ნაბიჯი უკან გადავდგი.
- ვერ წარმოიდგენ , შენ ვერც კი წარმოიდგენ რა გამოვიარე ! ამას არასდროს გაპატიებ - ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ტკივილი და ბოღმა მახრჩობდა. საკუთარი სისუსტის შეგრძნება მაგიჟებდა , უსუსურობისგან ჩავიმუხლე და ცივ იატაკს დავეყრდენი. - ამას არასდროს გაპატიებ - დავიღრიალე და ჩემს წინ ჩამუხლულ ჯონინს მკერდზე ძლიერად დავარტყი, მინდოდა მასაც ეგრძნო ტკივილი.
მან კვლავ გულში ჩამიკრა ჩვილივით და თავზე ნაზად მაკოცა. ის ხმას არ იღებდა , მე კი მის მხარზე დაყრდნობილი ვერ ვპოულობდი საკუთარ თავში ძალას , რომ ეს სასაცილო სცენა შემეწყვიტა.
- ვერ გიტან - დავიღრიალე ისევ და გადატვირთული ემოციების ფონზე ჩამი გონება დაიბინდა, როოგოც მაშინ, როცა კარისკენ მიმავალს ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა , რადგან ტკივილის ბინდი ამეკრო თვალთ.
ჯონინმა ოქროსფერი ტუჩები ნოტიო სახეს ნაზად მიადო , მისი სურნელი თავბრუს მხვევდა და მის მარიონეტად მაქცევდა. მხრებზე ძლიერად მომიჭირა ხელები და ლავიწებიზე მსუბუქად მიდებული კაბის შავი ზორტები ორივე ხელით ჩამოაცურა.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang