კედელს მთელი ძალით მივეკარი, ახლა გული ისეთი სისწრაფით მიცემდა თითქოს ჩემს წინაშე მოჩვენება მდგარიყოს. თუმცა ის მართლა მოჩვენებაა , ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის მაშინ მოვკვდით, სწორედ აქ, როდესაც კარი გავიხურე, ის კი დარჩა თავის სამყაროში. მისი უკანასკნელიი სიტყვები ახლაც მტკენდა გულს და ჩემს წინაშე აღმართული მისი სხეული, რომელიც ახლა უფრო მიმზიდველი გამხდარიყო უკანასკნელ ძალებს მართმევდა.
თავი დაბლა დავხარე, თვალები დავხუჭე. რამდენიმე წამი მივეცი საკუთარ თავს , რათა ამ სიზმრისგან გამოვფხიზლებოდი , ეს ბურუსი გამქრალიყო. თვალები შიშით და იმის იმედით გავახილე, რომ ის აქ აღარ დამხვდებოდა, თუმცა ხილულის მიღმა მისი სუნთქვა კვლავ აფრიალებდა თმის თხელ ღერებს და შუბლზე ჩამოცვენილნი, მანიშნებდნენ , რომ ეს სიზმარი ცხადი იყო , ჯონინი კი მართლაც ჩემს წინაშე იდგა.
არ ვიცოდი რა მეთქვა, არ მინდოდა მცირედი მოძრაობის გაკეთებაც კი. მის წინაშე თავს იმდენად უხერხულად ვგრძნობდი, რომ დროდადრო სუნთქვასაც კი ვწყვეტდი. მეგონა ეს ყველაფერი საუკუნე იწელებოდა, სინამდვილეში კი ჩვენი ამგვარი მდგომარეობა ალბათ მხოლოდ რამდენიმე ათეული წამი გაგრძელდა.
ჯონინმა ხელი კედელს მიადო , გული უფრო ამიჩქარდა. მისი ტუჩები ახლოვდებოდა ჩემკენ , სუნთქვა უფრო მირთულდებოდა , უკვე გაქცევას ვაპირებდი, სადმე , სადაც ვერასდროს მომაგნებდა, როცა მისი მკრთალი , ნოტიო ტუჩები ჩემსას შეეხო. ეს არ იყო უბრალოდ ვნება, ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა , მისი სურნელით გაბრუებულს მიჭირდა რეალობის აღქმა. ნუ თუ ეს კვლავ მე გადამხდა ?! მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის უწინ და ჯკვლავ რჩებოდა აწმყოშიც. ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი მის მიმართ ასმაგი ძალით აღმოცენდა და წლების განმავლობაში ნაგროვებ გამძლეობა და სიამაყე წამებში დაინგრა.
ESTÁS LEYENDO
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfic„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)