თავი 34

292 29 0
                                    

თვალები დავხუჭე გამბედაობა მოვიკრიბე , ვონინს ხელი ჩავავლე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი გასასვლელისკენ , როცა ჯონინის თითების ძლიერი ჩაჭიდება ვიგრძენი, თითქოს სიბრაზემ სძლია , იმედგაცრუებამ და უნდოდა ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა , უნდოდა ეყვირა ხმამაღლა. მისმა ძლიერმა ხელმა გამაქვავა , მისკენ ნელა შევტრიალდი და შეშინებული თვალებით შევხედე . ჯონინის მზერა ამოუხსნელი იყო , თუმცა ხმას არ იღებდა, მხოლოდ თვალებით მეტყველებდა, რომლის ენა ვერ გამეგო :

– არაფერი დაგავიწყდა ? – მკითხა ჯონინმა და თითები კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა.

– მმ, მეე – თვალები დავხარე და ვონინს გადავხედე.

ჯონინი ოდნავ დაიხარა და სკამიდან ტელეფონი აიღო :

– გულმავიწყი ყოფილხარ – მომიგო მან. ტელეფონი მომაწოდა, სახეზე კვლავ სასტიკი მიმიკა გამოსჭვიოდა, რაც მაშინებდა, მაშინებდა ძლიერ.

– ასეთი რომ არ ვიყო უფრო გამირთულდებოდა ცხოვრება – მივუგე მას ირონიული ღიმილით, რადგან თვითონ იყო დამნაშავე იმაში, რაც აქ ხდებოდა. - მაგრამ , მადლობა. - უკმეხად მივუგე და ხელი გავაშვებინე.

– აჰ, ვონინ – მიუახლოვდა მას პიტერი და ხელში აიყვანა, რათა დაძაბული , მისთვის გაუგებარი სიტუაცია განემუხტა.

– გამარჯობა აჯოში – ჩამოართვა ხელი პაწაწინა თითებით.

– სუა , მოდიხარ ? – მკითხა პიტერმა და მე და ჯონინს გადმოგვხედა. ჩვენი მზერები კვალავაც ერთმანეთში იყვნენ გახლართულნი.

– ხო – მივუგე მას და ვეცადე ჯონინისგან თავი შეუმჩნევლად დამეხსნა, სანამ მზერა პიტერზე ჰქონდა გადატანილი , რომელიც ეალერსებოდა პატარას.

– ახლავე მოვა – უთხრა მან პიტერს ამრეზად, – დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, არადა როგორ დავახლოვდით ცერემონიის ღამეს, ხო სუა ? – მკიტხა ჯონინმა რიტორიკულად და წარბი ასწია, თითქოს ახლაც თვალწინ წარმოუდგა ის ღამე...

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora