თავი 30

293 31 0
                                    

საწყობის კარი ნელა გამოვაღე და სიბნელეში ვეცადე მისი სხეული შემეგრძო , ხელის ფრთხილი მოძრაობით :

– ჰეი, აქ ხარ ?

ჯონინმა კითხვაზე არ მიპასუხა, ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ჩაბნელებული სივრცე გავანათე. ერთ–ერთ კუთხეში ჩასძინებოდა, როგორც ბაღში თამაშისგან დაღლილ ბავშვს. როგორ ჰგავდა ახლა ვონინს, როგორ მინდოდა ორივე ერთად ჩამეხუტებინა და მთელი ცხოვრება ასე გაგვეტარებინა.

მუხლებს დავეყრდენი , მის მძინარე სახეს მზერას ვერ ვწყვეტდი. თავი კედლისთვის მიეყუდებინა , ოდნავ გვერდულად . სახეზე მიბჯენილი ცხვირიდან წამოსული მშვიდი სუნთქვის ხმა ჩემამდეც აღწევდა , დროდადრო ენის წვერით ტუჩებს ისველებდა - მასში ახლა ვონინს ვხედავდი და სუნთქვა მიკრთებოდა.

ახლოს მივიწიე, უფრო სწორედ მივჩოჩდი. თუმცა, რაღაცას ფეხი წამოვკარი, რაღაც მაღალს, რომელიც პირდაპირ თავზე დაეცა და დამფრთხალი ფეხზე წამოხტა, რადგან ვერ გაეგო , რა მოხდა :

– აიშ, ეს რა არის ? – ჩაიბურდღუნა , წეილისა და თავის ტკივილისგან დაიკვნესა – ჩემი სიკვდილი გინდა?

– ჰაჰა, მაპატიე.

– ის არ გეყო, რომ მთელი დღე აქ გამომკეტე და ახლა ესეც ! – ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და მე მომანათა – სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ – გაამკაცრა ტონი და მაჯაზე ჩამავლო ხელი, ოთახიდან გამათრია და დივანზე ჩამოჯდა.

– რას აკეთებ ?

– დაჯექი !

კვლავ ფეხზე წამოხტა, თითქოს რაღაც არ ასვენებდა , სიბრაზისგან ტუჩები გაბზიკა და თითები მუშტად შეკრა.

– შენსა და პიტერს შორის რამე ხდება ?

– აჰ, შენმა ეჭვიანობის სცენებმა დამღალეს – ამოვისუნთქე და სავარძელს მივეყუდე.

– სასაცილო გგონია ? სასაცილო ვარ მეც ? ყველაფერი გავიგე !

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora