თავი 24

277 29 0
                                    

მანქანა დიდი სისწრაფით გააქროლა, ფანჯარა ჩამოსწია, რათა გრილ ნიავის წნეხის ქვეშ გამოვფხილებოდი ამ შეშლილი სენისგან. მთელი გზა ხმა არ ამოუღია , არც ის ვიცოდი რა მიმართულებით მივდიოდით, სად ან რამდენ ხანში მივაღწევდით დანიშნულების ადგილს.

ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ , ხეები გარბოდნენ სახლებთან და შენობებთან ერთად. თავბრუ მესხმოდა და საშინელი შეგრძნება მეუფლებოდა , თითქოს რაღაცა მახრჩობდა, რომლისგან გათავისუფლება მჭირდებოდა დაუყოვნებლივ.

– აჰ, თავი – დავიკვნესე და სავარძელს ჩავებღაუჭე, რადგან ახლა საშინელ მძაფრ გემოს ვგრძნობდი – ბეყ, ბეყ – გამოვცემდი უცნაურ ხმებს.

ამ მომენტისთვის უკვე ქალაქის ფარგლებს გავცდით, პიტერმა შემომხედა და მანქანა უცბათ დაამუხრუჭა. კარები გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა, ის რომ არა ალბათ ამ შეგრძნებისგან მოვკვდებოდი .

– ბლეყყყყყყ – მისი გრილი ხელი შუბლის ცხელ არეს მიგრილებდა.

ნელ–ნელა უკან გამოვიწიე და მანქანას მივეყუდე , თავბრუ კვლავ მეხვეოდა , ამიტომ ჩავიმუხლე. პიტერმა მანქანიდან ბოთლი გადმოიღო და მომაწოდა :

– აჰა

– მადლობა.

პირში წყალი დავიგუბე და უკვლავ უკან გადმოვაფურთხე.

– უკეთ ხარ ?

– კი, მადლობა. – დავუქნიე თავი და ფეხზე წამოვდექი.

რამდენიმე ხანი გარეთ დავაყოვნეთ , რათა გულისრევის შეგრძნება საბოლოოდ გამქრალიყო. კარი ნელა გააღო, დაჯდომაში მომეხმარა და ღვედი შემიკრა. მისი ძლიერი ხელები ჩემს სხეულს ეხებოდა ფაქიზად, თითქოს ეშინოდა , რომ ფაიფურის სხეულს დააზიანებდა.

საჭეს მიუჯდა და ღრმად ჩაისუნთქა. საღეჭ რეზინი მომაწოდა და მანქანა ნელ–ნელა დაძრა. მისთვის არ მიკითხამს სად მივდიოდით მარტო, ან რა მიზეზით. მხოლოდ ერთი ვიცოდი, რომ ჩვენი საერთო საცხოვრებლის გზას დიდი ხანია გავცდით.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang