თავი 7

403 37 1
                                    


ერთმანეთს დიდი ხანი შევყურებდით თვალებში და გვეღიმებოდა , ღიმილის მიზეზი კი ბედნიერება იყო. მისი თვალები სიმშვიდეს ასხივებდა, რომელსაც დროდადრო ბინდი ეკვროდა, თითქოს შიგნიდან რაღაც ღრღნიდა და აწუხებდა, რომლის შესახებ საუბარი ურთულდებოდა. ჯონინს დიდი ხანი ვაკვირდებოდი, კარგად ვხვდებოდი , რომ მას ვერ გადაუწყვეტავს დაიწყოს თუ არა ლაპარაკი იმაზე, რაც ასე ერსობოდა სხეულში და მოსვენებას არ აძლევდა.
ხელები სალფეთკით შევიწმინდე , ლუკმა გადავყლაპე და ლუდის ორი ყლუპი დავაყოლე. ახლა ჩემი კუჭით ისეთივე სავსე იყო , როგორც გული ჯონინის სიყვარულით. ირგვლივ მიმოვიხედე , მხოლოდ ახლა გამახსენდა , რომ ოთახში მიგდებული თბილი ხაკისფერი მოსაცმელის ჯიბეში ჯონინისთვის საჩუქარი მქონდა ჩამალული.
- ოჰ - წამოვიყვირე და ხელისგულები ერთმანეთს შევახეთქე, ერთჯერადი ტაშის ხმა იმდენად ხმამაღლა გაისმა , რომ ოცნებებისა და რეალობის ჭიდილში, მომღიმარი სახით გაშტერებული ჯონინი უმალ გამოფხიზლდა და მის მიმიკას შიში დაეტყო. - შენთვის საჩუქარი მაქვს - დავაყოლე და ასადგომად ჯერ მუხლებზე დავდექი, რათა უხერხული მოძრაობით მოკლე შემოსაცმელის სიგრძე კიდევ უფრო არ შემცირებულიყო.
მთელი ეს დრო, რაც აბაზანიდან გამოვედი, მიხლებზე დაყრდნობული ვიჯექი, რის გამოც თეთრ კანზე მკვეთრად შეწითლებული უბნები გამოჩნდა და წამოდგომაც გამიჭირდა , რის გამოც ჯონინს მხარზე დავეყრდენი . ფეხზე წამოვდექი მუხლები დავიფერთხე და წინდების ამარა დარბაზიდან მეორე ოთახში გავედი. ჯონინმა თვალი გამომაყოლა ,ინტერესით მიყურებდა, თუ სად მივიჩქაროდი .
ხაკისფერ მოსაცმელს ხელი ჩავავლე და ჯიბეების ჩხრეკა დავიწყე, საიდანაც პატარა ყუთი ამოვიღე , სახურავი ავხადე, რათა შემემოწმებინა , ნამდვილად იდო თუ არა შიგ საჩუქარი, ჩემი დაბნეული ხასიათიდან გამმდინარე არაერთხელ დამრჩენია ან დამკარგვია მნიშვნელოვანი ნივთები.
სახურავი კვლავ დავხურე, რის გამოც წკაპუნის ხმა გაისმა. პატარა ყუთი მუჭში მოვაქციე და კვლავ ჯონინისკენ გავეშურე. ჯონინს ზურგის მხრიდან მივუახლოვდი და ისე ჩამოვჯექი მის გვერდით , რომ ჩვემი სხეულები ერთმანეთის გვერდი-გვერდ აღმოჩნდა, თუმცა სხვადასხვა კედლებს შევყურებდით.
- თვალები დახუჭე - ბავშვური სიხარულით ვუთხარი მას, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან პირველად ვუძღვნიდი საჩუქართან ერთად მთელს ჩემს სიყვარულსა და სითბოს ადამიანს, რომელმაც გული დაუმორჩილებელი გამიხადა.
ჯონინმა მარჯვნივ, მე გამომხედა , ტუჩები დაისველა, ოდნავ უკბინა და თვალები დახუჭა :
- კარგი.
მის ხელს თითები ჩავუბღაუჭე და პატარა ყუთი ჩავუდე , რომელიც მუქი ლურჯი შეფერილობის იყო და მასში უცნაური გრძნობა გამოიწვია.
- გაახილე.
ჯონინმა თვალები გაახილა და ხელისგულზე დადებულ ყუთს დახედა, რამდენიმე წამი გაშეშებული იჯდა , თითქოს არ სუნთქავდა და მხოლოდ ერთ წერტილს დაჰყურებდა. მერე თავი გაასწორა და კვლავ მარჯვნივ გამოიხედა :
- ამას ხომ მე უნდა ვაკეთებდე სუა - დაიწყო მან და ნერწყვი სირთულით ჩაყლაპა. მისმა სიტყვებმა ცოტა არ იყოს დამაბნია - მაგრამ , ჯერ ცოტა ადრეა - განაგრძო, რაც ძალიან მეუცნაურა.
ჯონინმა ყუთი კალთაში ჩაიდო ისე, რომ არც კი უნახავ შიგთავსი და კვლავ მე მომიბრუნდა :
- სუა, დრო მჭირდება . განა იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში ... დებიუტი ახლოვდება , ახლა ამის დრო არ მაქვს. მაგრამ გპირდები , რომ , როცა დრო მოვა , ამას გავაკეთებ ! - ჯონინმა ხელები კისერზე ნაზად შემომხვია და ჩვეულად, ნიკაპი მხრისა და ლავიწის შორის სივრცეზე მჩატედ ჩამოაყრდნო.
მხოლოდ ახლა მივხვდი , რას გულისხმობდა ის და სახეზე ღიმილი გამიჩდა . გადავწყვიტე ამ თამაშს ავყოლოდი და მისგან ყველაფერი მომესმინა დაწვრილებით :
- მართლა მპირდები ? - ვკითხე მას , რათა პასუხი კიდევ ერთხელ გამეგო.
- უჰუ... ძალიან ვწუხვარ რომ ასე ხდება, სუა.
მოულოდნელმა გაგრძელებამ კვლავ დაბნეულობის განცდა შემოიტანა ჩემში.
- ჰა ? რას გულისხმობ , ჯონინ ?
- სუა, ხშირად ვეღარ გნახავ ხოლმე.
ქვედა ტუჩზე ვიკბინე, ახლა გული უფრო მტკიოდა, ვიდრე ტუჩი , რომლისგანაც სისხლი წასკდა . კარგად ვხვდებოდი, რომ მოახლოებული დებიუტი და მისი ვარსკვლავური ცხოვრება, გარკვეულ ეტაპზე, ან სულაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებოდა და ჩვენს ურთიერთობას შესწირავდა სახვათა სიყვარულისთვის.
- არაუშავს, ეს მოსალოდნელიც იყო - მივუგე მას და ტუჩზე თითი ავიფარე, რომელზეც სისხლის კვალი გადავიდა.
ჯონინმა სალფეთქი აიღო და ტუჩზე ნაზად მომად, მისი თბილი სუნთქვა ნაზად ეალერსებოდა დაზიანებულ ზედაპირს.
- ჰუუუუუუუუ - ჯონინი სულს მიბერავდა , რათა ტკივილი ოდნავ მაინც დაეამა , თუმცა ნამდვილი ტანჯვა ასეთი ზედაპირული არ იყო, ის სხეულიდან , გულის ეპიცენტრიდან მოდიოდა.
- კარგად ვარ - დავაყოლე და ჯონინის მოახლოვებული ტუჩებისგან სახე გავწიე.
- ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება !
- ვიცი - დავსძინე მე
- მხოლოდ და მხოლოდ დროში ვიქნებით შეზღუდულები - დააყოლა მან.
ახლა ვხვდები , რა აწუხებდა მას ამ დროის განმავლობაში, რისი თქმა სურდა , თუმცა ვერ ბედავდა. კარგად ვხვდებოდი, რა გველოდა, რა ელოდა ჩვენს ახალბედა გრძნობასაც , თუმცა მხოლოდ იმის იმედი მქონდა , რომ ეს გრძნობა იმდენად ღრმა იყო , რომ ის გაუძლებდა ყველანაირ დატვირთვას.
- ჩემი გაკვეთილები ? - კითხვით მივმართე მას
- მმმმ, ახლა უფრო მკაცრი ვიქნები ! ბევრი მუშაობა მოგიწევს საკუთარ თავზე ! თუმცა, მე , რა თქმა უნდა, კვლავ დაგეხმარები.
ჯონინმა ისევ გამიღიმა, ახლა მის თვალებში სრული სიმშვიდე სუფევდა , რადგან დიდი ტვირთისგან გათავისუფლებულს სუნთქვის საშუალება კვლავ მიეცა.
იმედები, რომლებიც გულს მითბობდნე სუსტად ლაპლაპებდნენ და გაუხსნელი ყუთი , რომელიც ჯონინის მუხლებიდან იატაკზე გადაგორდა , მიტოვებულ გრძნობას დაემსგავსა და მეშინოდა , რომ მეც ასე მელოდა მანამდე, სანამ ჩემში არსებულ სამყაროს ბოლომდე შეიცნობდა.
ჯონინი მუხლებზე წამოდგა , რათა ჭიქა წყლით შეევსო , რომელსაც დაეწაფა , როგორც ზამთრის ცივი დღეების შემდეგ ტკბილ ნექტარს მონატრებული ფუტკარი. ალბათ ამ ყველაფრის თქმა მისთვის ზედმეტად რთული იყო.
რამდენიმე სანტიმეტრით გადავიწიე, ალბათ იატაკი საჯდომით კარგად მოვაპრიალე... დაგდებულ ყუთს ფარულად ჩავავლე ხელი და კვლავ მუშტში მოვაქციე, რომელიც შემდეგ შემოსაცმელის ფართო ჯიბეში მოვათავსე. საჩუქარზე ლაპარაკი და მისი გადაცემის ცერემონია ისეთი სახალისო აღარ იქნებოდა ამ სიტყვების შემდეგ და მას შემდეგ , რაც ჯონინმა წარმოდგენილი პასუხისმგებლობა, ასე დაუნდობლად უკუაგდო. ალბათ ჩემი ბრალია, რომ ყველაფერში ის ურთიერთობის გასერიოზულებას ხედავდა , ალბათ მასზე დამოკიდებულება მკვეთრად შესამჩნევი გახდა და მის ფანტაზიასაც მისცა მეტის უფლება, გასცდა რეალობას და ყუთში მოთავსებული გულსაკიდი, იმ ბორკილად მოეჩვენა , რომელიც შეკრავდა ჩვენს ბედს.
ჯონინი ფეხზე წამოდგა, რათა ნარჩენები გარეთ, ურნაში გადაეყარა. მას მზერა კარამდე გავაყოლე, ჯიბიდან სასაჩუქრ ყუთი ამოვიღე და გავხსენი :
- ალბათ ეს ყუთი არ უნდა ამერჩია.
ყუთიდან გულსაკიდი ამოვიღე, რომელიც ჩემთვის მასთან ასოცირდებოდა : წრე, რომელშიც პარალელურად ჩაბჯენილი ოდნავ მოხრილი წრფეები ავსებდა და რომელსაც გარს სამკუთხედი შემოკვროდა . ჩემთვის ეს დაუოკებელ სიყვარულს ნიშნავდა, რომელიც გააღწევდა ყველა სივრცეს, რომ არა ის სამი კედელი , რომელიც აღმართულა ჩვენი გრძნობის ირგვლივ.
კარების მოხურვის ხმა გავიგე , ამიტომ ყუთი კვლავ დავკეტე და ჯიბეში ჩავიგდე.
- ჩემი კაბა გაშრებოდა - მივუგე ჯონინს - ჩავიცვამ და წავიდეთ
ჯონინი თავის დაკვრით დამეთანხმა , მე კი კვლავ აბაზანაში შევედი გამოსაცვლელად. კაბა ოდნავ ნესტიანი იყო, თუმცა ახლა ეს ცივი სინესტე მიოკებდა იმ ცეცხლს , რომლითაც იწვოდა მთელი სხეული. ჯონინის შემოსაცმელი ოთახის პატარა კარადაში შევდე, რომელშიც, ჩვეულებრივ, ინახავდა ხოლმე თავის ნივთებს.
ჯონინი უკვე სავარძელზე მელოდებოდა. ქუჩა თითქმის დაცარიელებული იყო, სიბნელეს კი მოუცავს მთელი ცა, მხოლოდ დედამიწაზე ანათებდნენ მიწიდან 3 -4 მეტრზე აღმართული ლამპიონები, რომლებიც ბოლომდე მიუყვებოდნენ მთელს ქუჩას, ჩემს სახლამდე.

c

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Where stories live. Discover now