ჯონინს უგონოდ მივეყუდე, ტკივილს ვერ ვგრძნობდი, თუმცა თვალები მეხუჭებოდა და მისი ხმა ნელ–ნელა ქრებოდა , შორეულ ექოდ ჩამესმოდა. ნჯღრევასაც სუსტად ვგრძნობდი, თითქოს ძილის უფსკრულში ვვარდებოდი ისე, რომ ამის არც საჭიროება მქონდა , არც სურვილი.
ჯონინმა ხელში ამიყვანა და საპიფარეშოს კარები ფეხის დარტყმით გააღო. საწოლისკენ გამაქანა და დაბნეულ მედ–დებს დაუყვირა მრისხანებით :
– რას დგახართ ?! სასწრაფოდ ექიმსა დაუძახეთ. - ახალგაზრდა გოგონებმა გაოგნებისგან პირები დააღეს და თითქოს იატაკს შეეზარდნენ. - რას დგახართ !?
ჯერ კიდევ ვხედავდი ლანდებს, ჯერ კიდევ მესმოდა ყრუდ ჯონინის ცრემლებით მგმინავი ხმა.
– სუა, სუა ! გესმის ჩემი ? სუაა
თითები ხელზე შემომაჭდო და ნოტიო ტუჩებისკენ მიიტანა. მზად ვიყავი ამ წუთას დავმშვიდობებოდი ყველას და ყველაფერს, რადგან თან მისი სიყვარულის წაღება შემეძლო. თითები სუსტად მოვუჭირე და შემდეგ კი.. შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
ჯონინი საწოლთან ჩამუხლულიყო და კარს გაჰყურებდა, იმის იმედით , რომ ექიმი შემოვიდოდა. კარი უცბათ გააღო და თეთრხალათიანი პერსონალი რამდენიმე ადამიანთან ერთად პალატაში შემოცვივდა :
– რა მოხდა ? – იკითხა ექიმმა და თვალის კაკლებზე მცირე ფარანი დამანათა.
მედ–დებმა დაბნეულად გადახედეს ერთმანეთს და მხრები აიჩეჩეს. ჯონინი ფეხზე წამოხტა და ექიმს მივარდა :
– გააკეთეთ რამე, გააკეთეთ ! ნუ თუ ვერ ხედავთ , რომ უგონოდაა.
ექიმმა ხელები გააშვებინა მას და კედლისკენ კრა ხელი. ჯონინი სუსტად მიენარცხა რძისფერ კედელს და თავი ქვითინით ჩაღუნა.
– პაციენტის მდგომარეობა როგორი იყო დილისთვის ?
– პაციენტი ტკივილს უჩიოდა , ამიტომ გამაყუჩებელი გავუკეთეთ.
ESTÁS LEYENDO
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfic„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)