დრო იწელებოდა, თითქმის დათქმულ სამ საათამდე დრო უკიდეგანოდ იწელებოდა. არ მინდოდა შემემჩნია მღელვარება , ან რაიმეს ძლიერი მოლოდინი. ვცდილობდი, მშვიდად და ზედმეტი აღელვების გარეშე შევხვედროდი ყველა ფაქტს და შესაბამისი გააზრების შემდეგ მიმეღო მართებული გადაწყვეტილება.
დილით ადრე გამეღვიძა, გაიონს ჯერ კიდევ ეძინა საბანში გახვეულს, რომელიც ზამთრის სუსხისგან ცდილობდა თავის დაცვას. ფეხზე ფრთხილად წამოვდექი , რათა ბედნიერებისგან სიზმარში დაკარგული , ჩემს გვერდზე მყოფი არ გამეღვიძა. თითის წვერებით გავიარე ოთახის გლუვი იატაკი, რომელზეც ალაგ–ალაგ უკვე დღის სინათლის სხივები ირეკლებოდა. კარი ნელ–ნელა მივხურე და მისაღებ ოთახში გავედი. ეს სახლი ბატონი ჩოისა და მისი ცოლის გარეშე სრულად უსიცოცხლო აღმოჩნდებოდა , რომ არა გაიონის მხიარული ჟრიამული და დაუოკებელი წუწუნი გადამემტებულ რეპეტიციებზე.
რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადავდგი, საღამურის მკლავებით თვალები მოვისრისე და კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს ავხედე.
– აიშ, ჯერ 8 საათია. რა ნელა გადის დრო ?!
ჩავიბურდღუნე და კუს ნაბიჯებით სამზარეულოსკენ გავედი. ცხელი ყავით ხელებს ვითბობდი და დრო და დრო შუშის დაბრკოლების მიღმა ჩამოცვენილ ფიფქთა ლამაზ პლეადას გავცქეროდი.
– მმმ, დღეს ისევ თოვს . – ამოვისუნთქე ღრმად, თუმცა ვიგრძენი , რომ მკერდზე ლოდი დამეცა. თითქოს ხელებიც შემიკრა და მისი მოშორება არ შემეძლო.
წარბები მოვღუშე, თვითონაც ვერ გამეგო რა მჭირდა, რატომ გამოიწვია თოვლმა ჩემში უსიამოვნო გრძნობა ?! მინდოდა მეპოვა სხვა პასუხი, გარდა იმის, რომელიც მიტრიალებდა თავში და არ მშორდებოდა. მინდოდა ეს წარსული არ მქონოდა და არ მეფიქრა მასზე, თუმცა თავს არ მანებებდა და როგორც ჩვილი ბავშვი მეკიდებოდა მტევნებზე. მე მათ ვერ ვიტან.
ESTÁS LEYENDO
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfic„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)