ფურცელი გადავშალე, ზედ გამოსახულმა ბავშვურმა წრფელმა ოცნებებმა და სურვილმა ჰყავდეს ნამდვილი ოჯახი გულში ღრმად ჩააღწია , რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა , რომ დრო იყო ყველაფერი მასაც გაეგო. მე მზად ვიყავი უარი მეთქვა ყველაფერზე ამ ორის გამო , ამავეს ვიმედოვნებდი მისგანაც . ვიმედოვნებდი, რომ ჯონინის გულიც იგივე გრძნობით აივსებოდა, ისეთივე სიმხურვალით , როგორც ჩემი.
სახლში მხოლოდ მე და გოგოები დავრჩით. საათის ისრებს დაუსრულებლად ვადევნებდი თვალს და ხშირ–ხშირად ვავსებდი ჭიქებს სოჯუს სითხით. უკვე 8 საათი ხდებოდა, როცა მსმელთ ალკოჰოლის ზემოქმედება დაეტყოთ და მხოლოდ გაიონი ურჩობდა, თუმცა ჩემი გამოჯანმრთელების აღსანიშნავად კიდევ გადაკრა 2 ჭიქა , რამაც სავსებით საკმარისი ფუნქცია შეასრულა. ახლა მშვიდად შემეძლო სახლიდან გასვლა ისე, რომ არავისთვის არ ჩამებარებინა ანგარიში.
სეულის საღამოს ქუჩებში უკვე სიბნელე ჩამოწოლილიყო და ოქტომბრის გრილი ჰაერი მეტ თავდაჯერებულობას სძენდა მედიდურად აღმართულ ხეებს, რომელთა , ჯერ კიდევ დაუცვენელი ფოთლები ლამაზად ირხეოდნენ და ერთგვარ ჰარმონიულ მელოდიას ქმნიდნენ გადატვირთული ქალაქის ხმაურთან. საათის ისრები უახლოვდებოდნენ დანიშნულ დროს, ჩემი მანძილი დარბაზამდე კი თანდათან მცირდებოდა. ახლა სწორად იმ ქუჩას მივუყვები, სადაც არაერთხელ ჩაგვივლია ხელჩაკიდებულებს და გზად დაგვიტოვებია ერთმანეთზე მიკრობილი ჩრდილები, რომელთა ბუნება მარადიულ სიყვარყულს გვპირდებოდა, მთელ გზას ეფინებოდა, თითქოს არასდროს დასრულდებოდა.
დარბაზის კარი შევაღე, გული უფრო ამიჩქარდა. ერთი ნაბიჯი შევდგი , სუნთქვა შემეკრა. მიუხედავად იმის, რომ დარბაზის მთელი სივრცე ჩაბნელებული იყო, ვგრძნობდი მის არსებობას, თითქოს სადღაც, რომელიღაც კუთხეს აყუდებული მელოდა, ან კიდევ... ან კიდევ სავარძელზე ჩასძინებოდა, როგორც სჩვევია. ოთახში განათება ჩავრთე, ირგვლივ არავინ იყო. თვალებს აქეთ–იქით ვაცეცებდი , რათა მისი ლანდი მაინც დამენახა სადმე. ნელ, უხმაურო ნაბიჯებს ვდგამდი, როგორც სჩვევია კატას, როცა მიიპარება მძინარე პატრონის ლოგინისკენ და უნდა შემოეხვიოს , რათა მთელი ღამე მასთან ჩახუტებულმა გაატაროს. სწორედ ასე ვარ, მინდა შემოვეხვიო მას და კიდევ ერთხელ ვიგრძნო მისი კანის ყვავილოვანი სურნელი.
YOU ARE READING
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfiction„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)