ჯონინმა კარი ნელ-ნელა მოიხურა, ხელში ერთი სოჯუს ბოთლი ეჭირა , რომლითაც მანიშნა დარბაზის ძირითადი განათება გამეთიშა. სინათლით მოცული ოთახი , ახლა რომანტიკულ გარემოდ იქცა , მხოლოდ ჩვენ ორისთვის. სიცივის სურნელი ოთახიდან მალე გაქრა და ჩაანაცვლა თბილი სუნთქვით, რომელიც დროდადრო უფრო ხშირდებოდა და მძიმე ხდებოდა. მე და ჯონინი დარბაზის ცივ იატაკზე ვისხედით და ვეკვროდით ცივ კედელს, რომელთა ტემპერაურას ახლა ვერ ვამჩნევდით. მან სოჯუს ბოთლი კალთაში მოიბჯინა და თავსახური სირთულით მოხსნა , რადგან სიცივეს თითები მთლად გაუთოშავს.
- დაგეხმარები.- ხელები მის კალთისკენ გავწიე , რათა მბრუნავი ბოთლის ზედაპირი დამეკავებინა და ამით შემემსუბუქებინა მისთვის საქმე.
- ო, მადლობა - დასძინა მან.
ფეხზე წამოვდექი და ჯონინის ხელის ჩაჭიდება ვიგრძენი კოჭის არეში.
- სად მიდიხარ ?
- ჭიქები არ გვაქვს.
- არაა საჭირო, დაჯექი - დამიქნია ხელი ცელქი ბავშვივით, რომელსაც ფარულად, მშობლებისგან დაუკითხავად აეღო შოკოლადების დიდი შეკვრა და სავარძლის უკან დაწაფებოდა მათ. თუმცა ამ წუთას შოკოლადი სოჯუს ბოთლმა ჩაანაცვლა, რომელიც, სავარაუდოდ , უნდა გაგვეზიარებინა.
კვლავ მორჩილად მივუჯექი მას და ხელების სრესა დავიწყე, გაყინული თითები უკვე მეც მეურჩებოდნენ და გასათბობად თბილ სუნთქვას იხმობდნენ.
- ჰუუუ, ჰუუუ - რამდენიმეჯერ შევუბერე თბილი ჰაერი თითებს და ჯონინს გადავხედე , რომელიც ღიმილით მიყურებდა.
არ ვიცი რატომ, ზედმეტი მზრუნველობისა თუ სიყვარულის გამო , ან სულაც ორივეს ერთად, მისი ხელი ავიღე და ჩქმეტისებური მოძრაობებით დავუწყე მასირება.
- რას აკეთებ ?
- გათბობაში გეხმარები - ვუპასუხე ჩემი ქცევის გასამართლებლად.
- გცივა ?! - რიტორიკულად დამისვა შეკითხვა და ხელი მხარზე დამადო, რომელიც ნელ-ნელა ზურგის შუა ნაწილისკენ ჩააცურა , სადაც მეორე ხელს შეხვდა და ბოქლომად შეკრა ორივე.
- ახლაც გცივა ? - მკითხა და ნიკაპი მხარზე დამადო.
რა უცნაური რამაა სიყვარული, სრულად გაყინულს , მეორე, ასევე გაყინული, ისე მარტივად გაათბობს, თუ კი მათ შორის არის გრძნობა, თუ კი ერთმანეთის დანახვისას სისხლი სწრაფად იწყებს დინებას. ჯონინმა ხელები ნელ-ნელა ჩამოსწია და კვლავ სოჯუს სტაცა ხელი და გამომიწოდა.
- არაა
- არც მე არ მჩვევია ასეთი საქცილი, უბრალოდ მინდა სწორედ შენთან ერთად გავაკეთო ის , რაც არასდროს გამიკეთებია.
- ე.ი ჩემზე ატარებ ექსპერიმენტებს ? - ჩავიცინე - მე არ დავლევ !- კვლავ გავიმეორე მკაცრი ტონით
- რატომ ?! ჩვენ ხომ უნდა აგვეღნიშნა ...- საუბარი გავაწყვეტინე.
- არ მინდა ტრენერის ცოლს დავემგვანო, მერე შენც გაიქცევი ხოლმე სახლიდან შობის ღამეს და მარტო დამტოვებ - ვთქვი და თავი ჩავღუნე, ვფიქრობ ზედმეტად გულთან მივიტანე ბატონი ინვუს ამბავი და ისიც , რომ მე და ჯონინს ერთმანეთი გვიყვარდა. მოვლენებს გავუსწარი , იმედია ჯონინი ამას ხუმრობად მიიღებს.
მან ჩაიცინა და კვლავ მე შემომხედა
- ეს არ მოხდება , გპირდები. - ისეთი სერიოზულობითა და თავდაჯერებულობით წარმოსთქვა ეს სიტყვები, რომ ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ალკოჰოლით დროებით გაბრუება.
- კარგი , ამ ერთხელ - მივუგე და ...
- გეყოფა , დათვრები - მითხრა 2 დიდი ყლუპის გადაყლაპვის შემდეგ, რომელმაც სახეზე კვალი დატოვა და მთლინად შემაწითლა. -მომეცი - სვიტერის მკლავი დაბლა ჩამოვქაჩე, რათა ბოთლის ზედაპირი გამეწმინდა.
- რას აკეთებ ? - მკითხა და ბოთლი ისე გამომგლიჯა, რომ არც მაცადა განზრახულის განხორციელება - შენ რა დაგავიწყდა , რომ უკვე გაკოცე ? - მომაშტერდა ღიმილით.
უხერხულობისგან ტუჩები კბილებს შორის მოვაქციე და ხელი ავიფარე პირზე. ჯონინმა ერთი ყლუპი გააკეთა და სახის მოჭმუხვნით დახედა ბოთლს.
- ვფიქრობ , ეს საჩვენო საქმე არაა - თქვა და გვერდზე გადადო.
ჩვენი პირველი შობა, უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ წამები იწელებოდა უკიდეგანოდ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რას მოიმოქმედებდა ის , რას გააკეთებდა, იქნებ ხელი გადაეხვია , იქნებ კვლავ შეხებოდა ჩემს ტუჩებს, ან... ამაზე ფიქრი მაშინებდა ,თუმცა ამ უხერხულ მდგომარეობაშიც ვხედავდი ბედნიერების სხივებს, სხივებს , რომელიც შობის დასასრულს მოჰყვა და ფანჯარაზე მოაკაკუნა და დასასრულს , რომელსაც ბედნიერი გაგრძელება ელოდება, რაც გულს მითბობდა და მამშვიდებდა.
როდის მოვასწარი მისი შეყვარება, ან როდის შემამჩნია მან ?! არასდროს მიფიქრია ამაზე, თუმცა ახლა ეს კითხვები მღრღნიდა, როგორ მინდოდა გამეგო კიდევ ერთხელ სიტყვები , რაც რამდენიმე საათის წინ გააჟღერა პირველად. იყო შეყვარებული, ყველაზე საოცარი გრძნობაა, იყო შეყვარებული , ნიშნავს ვიღაცას საკუთარ თავზე წინ აყენებდე, მისთვის ყველაფერს თმობდე. სწორედ ასე, ასეთი სიძლიერით შემოაღწია ჯონინმა ჩემს გულში და სამუდამოდ დაისადგურა აქ.
ოთახში შემოღწეული სიჩუმე კვლავ მე დავარღვიე და მისი გეგმების შესახებ წამოვწიე თემა :
- აქ რატომ დადიხარ სავარჯიშოდ ? ალბათ შენი კომპანია, ჯგუფი უკეთეს პირობებს გთავაზობს...
- აქ უკვე ორი წელია დავდივარ , ბატონი ჩოი კი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა. სწორედ მან გადამაწყვეტინა ასე მკაფიოდ ის, თუ რა მინდოდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება. უბრალოდ მის რჩევებს მივყევი და ოცნება ვიპოვე ...
- მეც მიხარია .
- რა ?
- რომ შენ გიპოვე - ვუპასუხე გულწრფელად, რადგან ახლა მართლა მადლიერი ვიყავი ბედის.
- რა თქმა უნდა, შენ ხო გაგიმართლა - გადაიხარხარა მან.
- ეჰუ, ეჰუ - მოისმა ხველების ხმა პატარა ოთახიდან, სადაც ტრენერს კვლავინდებურად ეძინა.
- ჩშშშშშშ, გაეღვიძება - ჩავიჩურჩულე და ჯონინს ტუჩებზე მივადე ხელი.
- გავიგე, გავიგე. - ჩემს თითს ხელი მოკიდა და დაკვირვება დაიწყო.
- რას მიყურებ ?
- ნწ, გოგოს არ გავხარ .
- ჰა? რატომ ვითომ ?
- ბოტოტა თითებიი გაქვს - ჩაიფხუკუნა სიცილით.
- გინდა თქვა ბიჭი შეგიყვარდა? ე.ი შენ ბიჭები მოგწონს ? იცი მაშინ , უნდა გაგაწბილო , რადგან მისამართი შეგეშალა.
- აჰ, მე ეგ არ მითქვამს - ჯონინს სახე აუწითლდა , თითქოს ამწუთას მას ღირსება შეულახეს- მე გოგოები მომწონს, ნწ, რა ბიჭები , აჰ.
- გოგოები ? ე.ი ჩემ გარდა კიდევ ბევრნი არიან ? - ხუმრობით წამოვიძახე ისე, რომ მას სერიოზულად აღექვა კითხვა.
- არა.
- მატყუებ.
- არ გატყუებ !
- მატყუარა.
- სუა, მიწვევ ?! -ჯონინი უცბათ ჩემ მხარეს გადმოიხარა და სახეს ისე მოუახლოვდა , რომ მთლიანად ავეკარი კედელს.
- არა , მე ვიხუმრე .
- არ მგონია.
- მართლა, მართლა ვიხუმრე.
ჩემკენ უფრო მოიწია და მუხლებზე დადგა. ახლა იმავე სიტუაციაში ვიყავით , როგორც რამდენიმე საათის წინ ბნელ ოთახში , თუმცა ამ შემთხვევაში ჯონინი იყო მოვლენების განვითარების ავტორი.
VOUS LISEZ
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fanfiction„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)