თავი 10

365 35 0
                                    




ერთი წლის შემდეგ.  

ყველაფერი დავივიწყე : წარსულის სიფერადე და ნაცრისფერი დღეები, მოგონებების აჩრდილები, რომლებიც ეპიზოდურად დამდევდნენ , თუმცა მათი დაძლევა შევძელი.
დღეები, კვირები და თვეები ისე ილეოდა, რომ ვერც კი ვიგებდი დროთა სვლას მელოდიის ნოტების ფონზე, რომელიც ყოველთვის საამურად ჩამესმოდა იმ დარბაზში. ალბათ მხოლოდ ისღა მაკავშირებდა წარსულს.
ჩემს შეძენილ მშობლებს, რომელთაც უზარმაზარი სითბო და სიყვარული არ დაიშურეს ჩემთვის, უფრო იშვიათად ვნახულობდი. ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად, ცრემლებით გათენებული ღამეები, ექიმის პასუხის მოლოდინში, რომ გულის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მადლობა ღმერთს, რომ მეორე მამა მაინც შემინარჩუნა. ჩუნჩონში მშობლების მცირე ბიზნესის გაყიდვა მომიწია, ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების გადასახდელად და დარბაზის გასარემონტებლად, რომელსაც ახლა ვხელმძღვანელობ და საკუთარი ჯგუფი ჩამოვაყალიბე.
- სუა - გაისმა ტელეფონში მხცოვანის ხმა. ხმა , რომელიც ყოველთვის მამშვიდებდა.
- მამა - მივუგე მე და გავიღიმე , უკანასკნელი ერთი წელი მხოლოდ სატელეფონო საუბრებით თუ შეგვეძლო ერთმანეთის მოსიყვარულება.
- ძალიან მოგვენატრე , ამიტომ ვაპირებთ გესტუმროთ - ჩაიხითხითა მან.
- მაშინ განსაკუთრებულ დახვედრას მოგიწყობთ - ვუპასუხე მას და ტუჩზე ვიკბინე , რადგან უკვე ვგრძნობდი ჩვენი შეხვედრის სითბოს.
- სუა - დაიწყო მან , მაგრამ გავაწყვეტინე.
- აქამდეც უნდა ჩამოსულიყავით, საკუთარი შვილი დაივიწყეთ ? - უკმაყოფილოდ წამოვიყვირე და დავდუმდი, თითქოს ჩადენილმა ცოდვამ გამახსენა თავი.
პასუხად მხოლოდ სიჩუმე და გახშირებული სუნთქვა ისმოდა, ირგვლივ ყველაფერი აიმღვრა. საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და განვაგრძე :
- ახლა უნდა წავიდე - სირთულით გადავყლაპე ნერწყვი, დავემშვიდობე და ტელეფონი კუთხეში უხეშად მივაგდე.
უკვე 7 საათი ხდებოდა, იანვრის სიცივესა და სიბნელეს მოუცვავს ქუჩები. სწორედ ამ დროს , სულ რაღაც 2 წლის წინ ერთად მივაბიჯებდით მე და ჯონინი ჩემი სახლისკენ მიმავალ გზაზე. ფიფქებმა კვლავ ამირიეს გონება, ამიჩქარეს გული, რომელიც დღითი დღე ივსებოდა სიცივით მის მიმართ.
- სუა - მოაჯახუნა კარი გაიონმა და თოვლიანი მანტო დაიფერთხა - ბრრრ, გარეთ მართლაც ცივა.
- ცხელი ყავა დალიე - მივუგე ჯერ არ შემოსულს და სამზარეულოს მცირე ოთახში გავედი.
გაიონი სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა და ფეხის ქნევით ელოდებოდა საღამოს წილ ცხელ ყავას, რომლის დალევა აქ მოსულს უკვე ჩვევად ქცეოდა.
- ნწნწნწ - დავიწყე მე - კაფეში მუშაობ და ყავის დალევასაც კი ვერ ახერხებ - უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და გვერდზე მივუჯექი.
მეორე საჩუქარი, მშობლების შემდეგ, იყო გაიონი, რომელიც საკუთარი დასავით მიყვარდა და მისგანაც იგივეს ვგრძნობდი. მართალია , როცა ამბობენ, რომ ნათესავი სულები ერთმანეთს ფიზიკურადაც ჰგვანან. ხშირად გამვლელებს დები ვგონივართ , ჩვენ მართლაც დები ვართ...უფრო მეტიც.
- აჰ , როგორ დავიღალე - წამოიკვნესა და მე გამომხედა
- ვერ გამოძვრები, მალე მნიშვნელოვანი კონკურსი გველის. მიუხედავად იმის, რომ მოყვარულებისთვის ტარდება.
- ხო შეიძლება ერთი დღე შევის..- თითით ტუჩები მივუჭეჭყე და თვალები დავუჭყიტე. როცა ამას ამბობდა ჩემში ბოროტი მე იღვიძებდა.
- არა , არ შეიძლება ! ნებისმიერ ფასად უნდა მოვიგოთ - ჩავილაპარაკე და თვალი თეთრ კედელს მივაშტერე.
- არ მესმის ასე ძალიან რატომ გინდა - ვგრძნობდი , რომ ეს კითხვა თანდათან უფრო სერიოზულ ტონს იძენდა . რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მან არაფერი იცოდა ჩემი წარსულის შესახებ , რადგან მე მის დავიწყებას ვცდილობდი. წარსულის დავიწყება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა არავინ და არაფერი გახსენებს მას.
- ყოველთვის მშურდა ვარსკვლავების ლამაზ კაბებში , აი ამიტომ მინდა ! - ჩავიხითხითე და გაიონს იდაყვზე ვუკბინე
- აიშშშ, შეშლილი !
საათს დავხედე , 7:30 იყო თითქმის.
- ოჰოოოო, ვხედავ უკვე სიბრაზე გიპყრობს - წამოიძახა გაიონმა და ტელეფონს დახედა.
- სად არიან ამდენ ხანს ? - ვკითხე მას და წარბი უკმაყოფილოდ ავსწიე. - ჯერ მოვიდნენ აქ, ვანახებ როგორ უნდა დაგვიანება.
კარებში უკვე ანერვიულებული ხმები მესმოდა, დარწმუნებული ვარ მორიგ ისტორიას თხზავდნენ : რომ მოყვნენ საცობში, ლექტორმა საღამოს სესიაზე დაიბარა, გარდაეცვალათ ბებია ან მსგავსი უმწეო და ბანალური იდეები.
- იმედია, დღეს რაიმე სახალისოს იტყვიან - გავიფიქრე და გვერდული ღიმილით მივაჩერდი კარს.
3 გოგო ერთდროულად შემოვარდა, თითქოს სურდათ პირველობა. რა სასაცილოები იყვნენ ახლა. ლოყები აწითლებოდათ, ნერვიულობდნენ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ.
- სუა - წამოიწყო ჰანამ და თვალები დახარა
- რამე მოხდა ?- უცბათ შიშმა შემიპყრო. არ მინდოდა ჩემს ცხოვრებაში სევდასა და წყვდიადს კიდევ გაედგა ფესვები, ამის ყველაზე მეტად მეშნოდა.
- რაღაც უნდა გითხრათ - წამოიკნავლა ჰარუმ
- აააიშ, ახლა შევიშლები - დააყოლა გაიონმა , რომელიც ჩემსავით მოუთბენლად ელოდა მათ პასუხს.
- სუა
- ჭკუიდან გინდათ შემშალოთ ? ინჰა !
მათ ერთმანეთს კიდევ გადახედეს და ყვირილით ჩამეხუტნენ
- სუააააააააააა
- ახლა მართლა გავგიჟდები - წამოიყვირა გაიონმა და მათ ხელებში გახლართული წრეს გაშორდა , სავარძელზე აძვრა და ხმამაღლა წამოიყვირა
- "ბითი" ! - ჩვენი სახელწოდების აბრევიატურა იყო, რომელსაც ვიყენებდით.
- "ბლექთეიფ" - გაიმეორა მან
შემოსულებმა ახედეს და ერთმანეთს თავი დაუქნიეს, თითქოს შეთანხმდნენ , რომ ახლა გვეტყოდნენ სიმართლეს
- სუა, გაიონ ! სპონსორი გამოგვიჩნდა !
- რა, რა? ??? - დავბრუ დამეხვა , არ ვიცოდი რა მეთქვა. იყო ეს მორიგი ხუმრობა დაგვიანების გამო სიბრაზის დასაოკებლად თუ მართლა ხდებოდა ეს ?
- სპონსორი ? - გაიმეორა გაიონმა და პირი დააღო, წყლის გარეშე დარჩენილი ტევზივით.
- ჩვენმა ატვირთულმა ვიდეომ მისი ყურადღება მიიპყრო - სიხარულით წამოიძახა ჰანამ
- ჰმმმ, რომ სცოდნოდა ასეთი ლამაზები რომ ვართ დამატებით 5 სპონსორსაც მოიწვევდა, ჰაჰაჰა
- ოჰ, მართლაც !
- სახეები საკმარისზე მეტად გვიჩანს, ამიტომ მეტის იმედი ნუ ექნებათ . თან მათ ცეკვა აინტერესებთ და არა სილამაზე - საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ვუპასუხე მათ.
- სუა, მაგრამ სპონსონრს კონკრეტული სტილი მოეწონა , სწოედ ნიღბებიანი - განაგრძო ჰარუმ
- ჰო, ჰო ! დამავიწყდა მაგის თქმა ! და კიდევ პირადად ვერ შეგხვდება
- აი აქ უნდა მივიდეთ - ინჰამ ფურცელი მომაწოდა , სადაც მისამართი ეწერა.
- კარგით , ვნახოთ კონკრეტულად რას ითხოვენ ჩვენგან - ქაღალდი ჯიბეში ჩავიდე და გოგოებს ღიმილით გადავხედე .
- გული კარგს მიგრძნობს, უჰუუ - წამოიძახა გაიონმა და გვერდები გააქნია.
- აჰ უკვე ვგრძნობ სცენის სურნელს.
- მეც , მეც - წამოიძახა ჰანამ- ჩვენ საუკეთესოები ვიქნებით.
- ოცნებები რეპეტიციის მერე- თითით სარკეებიანი დარბაზისკენ გავიშვირე. ახლა უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მინდოდა მათაც ეგრძნოთ ეს.
რეპეტიცია, როგორც ყოველთვის დამღლელი იყო, რომლის ბოლოს ყველანიი ერთ ვარსკვლავს ვკრავდით იატაკზე მოფენელები.
- მე ძალიან მომწონს ჩვენი ფარულობა
- მეც , უფრო სექსუალურია.
- ჰო, შავი მაქმანი სახეზე ... ალბათ ჩვენი სპონსორი ნერწყვებს ყლაპავდა ჰაჰაჰ
- ჰეი, მაგას როგორ ამბობ, იქნებ ბაბუად გეკუთვნის ? - წამოიყვირა გაიონმა და ჰანას თავში მუშტი მჩატედ ჩაარტყა
- აუუჰ, მეტკინა.
- როგორ მაინტერესებს ვინაა- განაგრძო გაიონმა
- იმედია მაღალია , ახალგაზრდა და უცხოელი
- ჰოლლლ, ინჰა ! უცხოელმა როგორ უნდა იცოდეს ასე კარგად კორეული ?
- აჰ , ე.ი ჭკვიანიცაა ! ჩემი სტილია.
- სულელო.
ყველანი ბჭობდნენ იმაზე თუ ვინ იყო, რას წარმოადგენდა, რა ფერის თვალები ჰქონდა, იყო თუ არა მაღალი, ჰქონდა თუ არა ქერა თმა და მსგავს საკითხებზე, რომლებიც მე ნაკლებად მაინტერესებდა. ერთადერთი , რაც მინდოდა დაგვიანებული მზის სხივების შეგრძნება და ჩემი მომავლის ნაბიჯების კვალდაკვალ ბედთან შეხვედრა პირისპირ.
დარწმუნებული ვარ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყება, რომელშიც , ჯონინ , შენ და ჩვენს წარსულს ადგილი აღარასდროს ექნება. ჩვენ დროში ავცდით და ერთმანეთის გზებს აღარასდროს გადავკვეთთ.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Where stories live. Discover now